ანაკლიის პროექტი უნდა იყოს საქართველო-აშშ-ს სტრატეგიული კავშირის ახალი საფუძველი — ხაზარაძე
ლელოს თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ ანაკლიის პროექტი უნდა გახდეს "მსოფლიოს კარიბჭე კავკასიაში და კავკასიის კარიბჭე მსოფლიოში". მისი თქმით, ანაკლიის პორტისა და ქალაქ ანაკლიას მშენებლობით, საქართველო შეიძენს უდიდეს გეოსტრატეგიულ მნიშვნელობას.
"საქართველოსათვის ამ დონის ინვესტიცია გულისხმობს უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიათა გაძლიერებას. გარდა ამისა, ქვეყანა ამით აცხადებს, რომ შეუძლია შექმნას სატრანსპორტო დერეფანი უდიდესი რაოდენობის ტვირთთა გასატარებლად წყნარი ოკეანიდან ატლანტიკის ოკეანემდე. ასევე, მათ გადასამუშავებლად და ადგილზე საწარმოებლად. იგულისხმება სამეგრელოს რეგიონის განვითარება. ასევე, ახალი დიალოგის დაწყება აფხაზებთან და ოსებთან, საერთო ინტერესისა და ერთად საქმის კეთების საფუძველზე. ეს გახდება ახალი ფურცელი ჩვენს ურთიერთობებში აფხაზ და ოს თანამემამულეებთან.
მთლიანობაში, მე მიმაჩნია, რომ სწორედ ანაკლიის პროექტი უნდა იქცეს საქართველო-ამერიკის სტრატეგიული ურთიერთკავშირის საფუძვლად. ამერიკა არ შეეგუება, რომ ამჟამინდელმა მმართველმა კლანმა მიიტაცოს ქართული სახელმწიფო. არადა, საფრთხე რეალურია და ეს ჩვენმა ამერიკელმა მეგობრებმა კარგად იციან. ისინი ხედავენ, რომ ჩვენს ქვეყანაში დამყარდა ოლიგარქიული მმართველობა, რომელმაც გახრწნა ყველა სახელმწიფო ინსტიტუცია, წაართვა ამომრჩეველს ფუნდამენტური უფლება — არჩევანის უფლება. ეს სუფთად რუსული სცენარია, რასაც ამერიკა მთელს მსოფლიოში ეწინააღმდეგება", — განაცხადა ხაზარაძემ.
მისი თქმით, ანაკლიის პროექტის წინააღმდეგ ბრძოლა მოქმედი ხელისუფლების მიერ სახელმწიფოს მიტაცების და მისი დეგრადირების მცდელობის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია.
"ხელისუფლებამ გააჩერა პროექტი, რომლის მხარდამჭერები და კონტრიბუტორები იყვნენ ამერიკული და ევროპული კომპანიები, რომლებმაც დიდი ინვესტიციები განახორციელეს ურთულეს რეგიონში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან სულ ოთხ კილომეტრში. ქართული ოცნების მთავრობამ ამ ინვესტიციის და სხვა ინვესტორთა შენატანის ექსპროპრირება გაბედა და ეს მოხდა თვით სახელმწიფო მდივან, პომპეოს ანაკლიის პროექტის მხარდამჭერი განცხადების ფონზე. მაიკ პომპეომ მოგვიწოდა, სასწრაფოდ დავასრულოთ ანაკლია, როგორც ჩვენი ქვეყნისა და მთელი რეგიონის უსაფრთხოების მნიშვნელოვანი გარანტია. ვფიქრობ, სწორედ ეს საკითხები იქნება პრიორიტეტული აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თბილისში ყოფნისას", — განაცხადა ხაზარაძემ.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები