ლელო საქართველოსთვის ულოცავს მოლდოვას ახლადარჩეულ პრეზიდენტს, მაია სანდუს არჩევნებში გამარჯვებას.

"მოხარული ვართ, რომ მოლდოველმა ხალხმა აირჩია განახლება და კიდევ ერთხელ დააფიქსირა მკაფიოდ პროდასავლური პოლიტიკური არჩევანი, რომელიც ამყარებს განვითარებაზე და ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკის მომავალს ჩვენს ფართო რეგიონში და ეფუძნება თავისუფლების და თანასწორობის იდეალებს", — აჩხადებენ პარტიაში.

ლელო მაია სანდუსა და მოლდოველ ხალხს წარმატებას უსურვებს.