მსოფლიოს 8 უმდიდრეს ადამიანს იმდენივე ფული აქვს, რამდენიც - 3.6 მლრდ ადამიანს
როგორც The Guardian წერს, მსოფლიოს რვა ყველაზე მდიდარი ადამიანის ქონება დედამიწის მოსახლეობის ღარიბი ნახევრის, ანუ 3.6 მილიარდი ადამიანის ქონებას უტოლდება.
სიღარიბესთან მებრძოლი ორგანიზაციების მოხსენების თანახმად, 2016 წელს რვა უმდიდრესი ადამიანის საერთო ქონებამ 420 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც დედამიწის მოსახლეობის ღარიბი 50%-ის საერთო ქონების ეკვივალენტია.
Oxfam-ის წინა წლის კვლევის თანხმად, საუბარი 62 ყველაზე მდიდარ ადამიანზე იყო, თუმცა ამასობაში დაზუსტდა, რომ ჩინეთში და ინდოეთში სიღარიბე ბევრად დიდ მასშტაბებს აღწევს, რაც არსებულ განსხვავებას ყველაზე მდიდრებსა და ყველაზე ღარიბებს შორის კიდევ უფრო აღრმავებს.
მსოფლიოს ეკონომიკურ ფორუმზე ასევე ითქვა, რომ მზარდი უთანასწორობა და სოციალური პოლარიზაცია გლობალური ეკონომიკის მთავარი საფრთხეებია.
მარკ გოლდრინგი, ოქსფამის აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს: ამ წლის სტატისტიკა კიდევ უფრო ზუსტი, ცხადი და შოკიმომგვრელია. 2015 წლიდან მოყოლებული, მსოფლიოს მოსახლეობის 1% მეტ ქონებას ფლობს, ვიდრე დანარჩენი მოსახლეობა. 1988 წლიდან 2011 წლამდე მსოფლიოს ყველაზე ღარიბი 10%-ის შემოსავალი მხოლოდ $65-ით გაიზარდა, ხოლო მდიდრებისა - $11,800-ით, რაც 182-ჯერ მეტია.
მოხსენებას გამოეხმაურა მარკ ლითლვუდი, ეკონომიკურ საქმეთა ინსტიტუტის გენერალური დირექტორი, რომელმაც აღნიშნა, რომ ოქსფამმა კიდევ ერთხელ შეადგინა რეპორტი, რომლის მიზანიც კაპიტალიზმის დემონიზებაა.
"მოხსენებაში გამოტოვებულია ის ფაქტი, რომ მხოლოდ გასულ წელს 100 მილიონმა ადამიანმა დააღწია თავი სიღარიბეს", - აცხადებს მარკ ლითლვუდი.
იმ რვა ადამიანის სია, რომელზეც მოხსენებაშია საუბარი, ასე გამოიყურება:
- Microsoft-ის თანადამფუძნებელი ბილ გეითსი - $75 მილიარდი
- ესპანურ ბრენდ Zara-ს დამაარსებელი ამანსიო ორტეგა - $67 მილიარდი
- ინვესტორი უორენ ბაფეტი - $60,8 მილიარდი
- კონგლომერატ Grupo Carso-ს მფლობელი კარლოს სლიმ ელუ - $50 მილიარდი
- Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი - $45,2 მილიარდი
- Facebook-ის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი - $44,6 მილიარდი
- Oracle-ის მფლობელი ლარი ელისონი - $43,6 მილიარდი
- ნიუ-იორკის ყოფილი მერი და Bloomberg-ის დამფუძნებელი მაიკლ ბლუმბერგი - $40 მილიარდი.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
კომენტარები