სულ რაღაც $125 ათასად მალე ტურისტებს ჩაძირული ტიტანიკის ნახვა შეეძლებათ
წელს პანდემიამ ყველაზე მძიმედ ტურიზმის ინდუსტრიას დაარტყა, თუმცა 2021 წლის მაისიდან დაწყებული მათ, ვისაც მოგზაურობა უყვარს — როგორც მინიმუმ, სიღრმისკენ — იმის შესაძლებლობა ექნებათ, რომ ყველა დროის ყველაზე ცნობილი ჩაძირული გემი თავად იხილონ. მიუხედავად ამისა, ამ პერიოდის განმავლობაში ავიახაზები ბილეთების ფასს კი ამცირებდნენ, რათა მოგზაურობა უფრო წახალისებული ყოფილიყო, მაგრამ, აი, ტიტანიკის ექსკურსიის მოწყობა ნამდვილად ერთეულებს თუ შეეძლებათ.
უკვე საუკუნეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც გემი, რომელიც მისი ინოვაციური დიზაინის გამო ჩაუძირავი ეგონათ, 1912 წელს აისბერგს დაეჯახა და ჩაიძირა. გემის ნანგრევები 1985 წელს რობერტ ბალარდმა აღმოაჩინა და მას შემდეგ ამ ადგილს ასობით ადამიანი ესტუმრა, მათ შორის ჯეიმს კემერონის გადასაღები ჯგუფი ტიტანიკის გადაღებებისას.
ვაშინგტონში არსებულმა კომპანია OceanGate Expeditions-მა გადაწყვიტა, ტიტანიკის განსვენების ადგილს კვლევითი ექსპედიციებისთვის დაუბრუნდეს, რომლებიც შემდეგი წლების განმავლობაში მაისიდან სექტემბრამდე პერიოდებში გაიმართება. ექსპედიციებში რამდენიმე სტუმრის თან წაყვანაც იქნება შესაძლებელი.
OceanGate Expeditions-მა Boeing-სა და ნასასთან თანამშრომლობით შექმნა წყალქვეშა ნავი "ტიტანი", რომელსაც ხუთი ადამიანის დატევა შეუძლია: პილოტის, მეცნიერის და, როგორც კომპანია ამბობს, "მისიის სპეციალისტების", რომელთაგან თითოეულსაც რვადღიანი მოგზაურობისთვის $125 000-ის გადახდა მოუწევს.
ექსპედიციის მიზანი კვლევითია. კომპანიის პრეზიდენტს სურს, შეისწავლოს, თუ როგორ იშლება გემი დროთა განმავლობაში; აღწეროს ათასობით არტეფაქტი, რომელიც გემის ნანგრევებშია თავმოყრილი; ჩამოწეროს 300-მდე არსება, რომელმაც დღეს უკვე ჩაძირულ ტიტანიკში ბინა დაიდო და გამოიყენოს ლაზერული სკანერები და ჰიდროლოკატორი, რათა გემისა და მის გარშემო არსებული ნანგრევების დეტალური, სამგანზომილებიანი მოდელი შექმნას. კომპანიას ექსპედიციებიდან აგრეთვე შემოსავლის მიღების იმედი აქვს და, პრეზიდენტის თქმით, "ფულის საშოვნელად მინიმუმ $100 000-ის გადახდაა საჭირო".
მიუხედავად ამისა, მნახველები, რომლებიც ამ თანხას გადაიხდიან, ექსპედიციაში მხოლოდ სამოგზაუროდ არ წავლენ და წყალქვეშა ნავში მიმდინარე კვლევაში დახმარებაც მოუწევთ. ეს ექსპედიცია ტიტანიკს ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ ტურისტულ ადგილად აქცევს. შედარებისთვის, ევერესტზე რომ მოგინდეთ ასვლა გამოცდილ გიდებთან ერთად, ეს $45 000-ზე მეტი დაგიჯდებათ.
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
კომენტარები