დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, რისკჯგუფებში შემავალ ადამიანებს გრიპზე აცრის დროს თანხას სთხოვენ, რაც გამყრელიძის თქმით, დაუშვებელია. NCDC-ის ხელმძღვანელი ამბბობს, რომ აცრის პროცესს, როგორც ვაქცინას სახელმწიფო სრულად აფინანსებს

"მაქვს გარკვეული ინფორმაცია, რომ ზოგიერთი სამედიცინო დაწესებულებები სთხოვენ ჩვენს მოქალაქეებს ფორმის გახსნაში, ექიმის კონსულტაციაში. ეს ყველაფერი საყოველთაო ჯანდაცვით ან შესაბამისი სადაზღვევო პროგრამებით ფინანსდება. დაუშვებელია რომელიმე პოლიკლინიკამ ან სამედიცინო დაწესებულებამ მოსხთოვოს მოქალაქეს თანხის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციაში", — განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მან, ასევე, მოქალაქეებს მოუწოდა გრიპზე აიცრან.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: