გამოსვლიდან 20 წლის აღსანიშნავად ჟურნალი "საქართველოს ბიბლიოთეკა" განახლდა
ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკა
საქართველოს ბიბლიოთეკა კულტურულ-საგანმანათლებლო, სამეცნიერო-პოპულარული გამოცემაა, რომელიც 2000 წელს დაარსდა და მას შემდეგ კვარტალში ერთხელ, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით გამოიცემა. დაარსებიდან 20 წლის თავზე ჟურნალმა ახალი სიცოცხლე დაიწყო. ჟურნალს შეემატნენ ახალგაზრდა ავტორები, განახლდა ჟურნალის ვიზუალური და შინაარსობრივი მხარეც. განახლებული პირველი ნომრის თემა იყო "ბიბლიოთეკა პანდემიისას".
ბიბლიოთეკისათვის პანდემია სერიოზულ გამოწვევად იქცა. ყოველივე ამას ერთი სევდიანი ფაქტიც დაემატა: ბიბლიოთეკის ცხოვრებას გამოაკლდა გურამ თაყნიაშვილი – ბიბლიოთეკათმცოდნე, ბიბლიოგრაფი, მეთოდისტი, შემდგენელ-გამომცემელი, ჟურნალ საქართველოს ბიბლიოთეკის სარედაქციო კოლეგიის წევრი. ჟურნალის განახლება არის გზა, რომ ეროვნულმა ბიბლიოთეკამ მკითხველთან კავშირი ამ რთულ დროსაც არ დაკარგოს.
აი, როგორ აფასებენ განახლებულ გამოცემას ბიბლიოთეკის გულშემატკივრები:
ამ დღეებში მეგობრებმა ჟურნალ საქართველოს ბიბლიოთეკის განახლებული ნომერი გადმომცეს. გულისყურით წავიკითხე. აღფრთოვანებული ვარ ჟურნალის ახალი კონცეფციით, შინაარსით, მისი ტექსტების მრავალფეროვნებითა და განლაგების კულტურით, ტექნიკური სრულყოფილებით. მოხიბლული ვარ ახალგაზრდული გუნდით, რომელმაც ახალი ხედვით შექმნა ამ წლის ჟურნალის პირველი ნომერი. ახალი ხედვა და ახალი გადაწყვეტილებები, ცნობილია, გზებს იმ ახალი ჰორიზონტებისაკენ ხსნის, რომელთა გარეშე წარმოუდგენელია ძველი პრობლემების დაძლევა. დარწმუნებული ვარ, რომ განგების ახალი გამოწვევის პანდემიის პირობებში, განახლებული საქართველოს ბიბლიოთეკა ქართველის მკითხველის თანამოსაუბრე გახდება. მადლობა ლოლა სანაიას და გიორგი ჩუბინიძეს ამ უდიდესი შრომისთვის.
— გურამ ოდიშარია, პოეტი, მწერალი, დრამატურგი, საზოგადო მოღვაწე
მივესალმები ჟურნალ საქართველოს ბიბლიოთეკის განახლებულ ვერსიას. სასიამოვნოა, რომ თაობათა თანამშრობლობით შეიქმნა საუკეთესო ინოვაციური პროდუქტი: ახალი რუბრიკებით, დახვეწილი დიზაინითა და თანამედროვე პოლიგრაფიით. ჟურნალი ზედმიწევნით ასახავს საქართველოს საბიბლიოთეკო ცხოვრებას: მიღწევებს, წარმატებებს, პრობლემებს, სირთულეებს. გვთავაზობს უცხოეთის საბიბლიოთეკო გამოცდილებასაც, ქვეყნის კულტურული ცხოვრების ქრონიკებს; გამოირჩევა თემატიკის მრავალფეროვნებითა და მოვლენათა გაშუქების სისავსით. გილოცავთ, გისურვებთ წარმატებებს! მჯერა, კიდევ ახალი ნომერი კიდევ საინტერესო იქნება.
— რიტა წაქაძე, ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე
კეთილი სურვილები საქართველოს ბიბლიოთეკას. საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა, ანუ ხალხში საჯარო ბიბლიოთეკად სიყვარულით სახელდებული, ერთ-ერთი უძველესი და უძვირფასესი კულტურულსაგანმანათლებლო და სამეცნიერო კერაა ჩვენს ქვეყანაში. სწორედ ამ უდიდესი მისიის გამო, ინტერესით შევხვდი ბიბლიოთეკაში დაფუძნებული ჟურნალის საქართველოს ბიბლიოთეკის განახლებულ გამოცემას. ამ კეთილშობილურ საქმეში ახალგაზრდა, მაგრამ უკვე საქმით გამოცდილ ხლმძღვანელებს გიორგი კეკელიძეს და მირიან ხოსიტაშვილს მხარში ამოუდგნენ კიდევ უფრო ახალგაზრდა, ნიჭიერი და საქმისადმი სიყვარულით აღსავსე გიორგი ჩუბინიძე და ლოლა სანაია. ამ მშვენიერ ჟურნალში ახალ საბიბლიოთეკო ამბებთან ერთად, გემოვნებიანი მკითხველი მრავალ საინტერესო და შემეცნებით მასალას გაეცნობა. ინტერესით ველოდები ყველა ახალ ნომერს. მიგულეთ თქვენს მეგობრად და თანამდგომად, მეგობრებო, შესანიშნავ საქართველოს ბიბლიოთეკასთან თანამშრომლობის სურვილით.
— ნოდარ შოშიტაშვილი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის უფროსი კურატორი, პროფესორი
ჟურნალ საქართველოს ბიბლიოთეკის ისტორია, შეიძლება, ზღვის ტალღას შევადაროთ, ჯერ რომ შეუმჩნევლად მოირწევა, მერე კი მთელი ძალით მოიგრაგნება, ნავებს ატორტმანებს... და, ეს მღელვარება, უკვე ორი ათეული წელია მისი რედკოლეგიის ძალისხმევით არ ცხრება, ვინაიდან ჟურნალი არა მხოლოდ შემოქმედებით ფაქტებს აღნუსხავს, არამედ სწორად აანალიზებს მწერალთა, ხელოვანთა და მეცნიერთა ქმნილებებს, დამსახურებულ ადგილს მიუჩენს ხელოვნებისა თუ მეცნიერების ისტორიაში, აქვს საკუთარი პოზიცია. რაც მთავარია, ჟურნალს უხვად ჰყავს შემოკრებილი ის შემოქმედებითი ახალგზარდობა, რომლებიც ხელოვნების ხილული სახეებითა და ღრმა მეცნიერული კვლევებით გამოირჩევიან. ჟურნალის წლევანდელი საიუბილეო ნომერი განსაკუთრებული შინაარსობრივი მაღალი გემოვნებითა და პოლიგრაფიული გაფორმებით გამოირჩევა. მადლობას მოვახსენებ ლოლა სანაიას და გიორგი ჩუბინიძეს გაწეული მუშაობისთვის. გისურვებთ ხანგრძლივ სიცოცხლეს, უსაზღვრო შთაგონებასა და ახალ-ახალი იდეების ხორცშესხმას.
— მარიამ მარჯანიშვილი, ფილოლოგიის დოქტორი
სოციალური მედიის ეპოქაში ცოტა ადამიანს თუ ნახვთ ჟურნალ-გაზეთებით ხელში, ასეთ გარემოებაში ორმაგად სასიხარულოა 20 წლის ჟურნალისთვის ახალი სიცოცხლის შთაბერვა. მახარებს, რომ მისი ფურცლები იტევს მრავალფეროვან თემატიკას, რაც მას საინტერესოს ხდის ყველა მკითხველისთვის და ამვდროულად ინარჩუნებს პროფესიულ ხაზს- რჩება საქართველოს ბიბლიოთეკარების სიტყვის მედროშედ. მადლობა ჟურნალ საქართველოს ბიბლიოთეკის ამ ახალი გუნდის წევრებს გიორგი ჩუბინიძეს და ლოლა სანაიას.
— ნათია სადღობელაშვილი, ფილოლოგი, ლინგვისტიკის მაგისტრი, ლექტორი, ბიბლიოთეკის სპეციალისტი
მსოფლიო პანდემიამ ყველა კულტურისა და მეცნიერების სფერო ერთ ვაკუუმში მოაქცია, რაც ყველა დარგისთვის განსაკუთრებულად მძიმე აღმოჩნდა. მარტში დაიკეტა საქართველოს საჯარო ბიბლიოთეკაც. როგორც ბიბლიოთეკარი, ყველასთან ერთად დაბნეული ვიყავი. როდემდე ვისხდებოდით სახლში ჩაკეტილები? რა გველოდა? როგორ გავაგრძელებდით პანდემიის შემდგომ ცხოვრებას? მსოფლიო ახალ რელსებზე ეწყობოდა და ვინ ან როგორ შეძლებდა მას გაჰყოლოდა? და აჭრელდა ინტერნეტი საინტერესო შეთავაზებებით, მუზეუმებით, ელექტრონული წიგნებით. ყველას შეგვეძლო მსოფლიოს გარშემო ვირტუალური მოგზაურობა, ყველაფრის ნახვა და წაკითხვა. ამ დროს ჩვენი საჯარო ბიბლიოთეკა აქტიურად აგრძელებდა დისტანციით მკითხველთა მოთხოვნების უზრუნველყოფას. გვთავაზობს ვირტუალურ გამოფენებს. ვებგვერდზე იშლება ელექტრონული წიგნების ზღვა მასალა და ყველაზე მნიშვნელოვანი - დაიბეჭდა ჟურნალი საქართველოს ბიბლიოთეკა, სადაც საინფორმაციო სტატიებთან ერთად თემატურად არის განხილული საზოგადოებისთვის საინტერესო და რეზონანსული საკითხები. ჟურნალის პრეზენტაციაზე ვიგებ, რომ 2000 წელს გამოცემულმა ბოლო ნომერმა სწორედ დღეს, ასეთ ქაოტურ სიტუაციაში გააგრძელა არსებობა და ეს არის სწორედ მაღალი პროფესიონალიზმისა და ენთუზიაზმის, ერთმანეთის მხარდაჭერის შედეგი, რაც ნამდვილად სასიხარულო და საამაყოა ჩვენი საზოგადოებისთვის და განსაკუთრებით ბიბლიოთეკარებისთვის. მადლობა გიორგი ჩუბინიძეს და ლოლა სანაიას გაწეული შრომისთვის. მათ მიერ წარმოდგენილმა ჟურნალმა ასე საინტერესოდ რომ უპასუხა ახალ გამოწვევას. ჟურნალი ძალიან დაგვეხმარება როგორც ინფორმირებულობაში, ასევე ერთმანეთის მხარდაჭერაში, იდეების ახლებურად გაცოცხლებაში, ჩვენი მომავლისთვის.
— გვანცა ჩხეიძე, წმ. გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის ბიბლიოთეკარი
ჟურნალი საქართველოს ბიბლიოთეკებში უფასოდ ვრცელდება.
-
ბონდო მძინარაშვილი: ის, რომ ჩვენ საჯარო განცხადებებს ვაკეთებთ, "იმედის" თუ "პოსტვ"-ის მხარდასაჭერად, ამით უპირველესად ვიცავთ საზოგადოებრივ მაუწყებელს ბონდო მძინარაშვილი: ის, რომ ჩვენ საჯარო განცხადებებს ვაკეთებთ, "იმედის" თუ "პოსტვ"-ის მხარდასაჭერად, ამით უპირველესად ვიცავთ საზოგადოებრივ მაუწყებელს
გადახედვა
-
ლაშა ჩხარტიშვილს ფეისბუქზე გაკეთებული კომენტარისთვის, 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს ლაშა ჩხარტიშვილს ფეისბუქზე გაკეთებული კომენტარისთვის, 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი პლანეტა ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი პლანეტა ფოტოთი
-
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი წყალმომარაგების გასაუმჯობესებლად სარეაბილიტაციო პროექტებს აქტიურად აგრძელებს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი წყალმომარაგების გასაუმჯობესებლად სარეაბილიტაციო პროექტებს აქტიურად აგრძელებს
-
ქვიზი: ვინ, სად, როდის — როგორ იცნობ ტარგარიენთა საგვარეულო ხეს? ქვიზი: ვინ, სად, როდის — როგორ იცნობ ტარგარიენთა საგვარეულო ხეს?
-
კროსვორდი: დაასრულე შექსპირის პიესის სათაური კროსვორდი: დაასრულე შექსპირის პიესის სათაური
გადახედვა
-
აშშ-მა ირანის "ჩრდილოვან ფლოტს" ახალი სანქციები დაუწესა აშშ-მა ირანის "ჩრდილოვან ფლოტს" ახალი სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
STUDIO DROP — ახალი გამოცდილება სტუდიო ლიბერთის წევრებისთვის STUDIO DROP — ახალი გამოცდილება სტუდიო ლიბერთის წევრებისთვის
-
ლაშა ფარულავა: ნათია თურნავა თუ იგი ვერ ან არ უპირისპირდება პოლიტიკურ ზეწოლას, მოვუწოდებთ, გადადგეს ლაშა ფარულავა: ნათია თურნავა თუ იგი ვერ ან არ უპირისპირდება პოლიტიკურ ზეწოლას, მოვუწოდებთ, გადადგეს
გადახედვა
-
ეს მხოლოდ დასაწყისი უნდა იყოს — TI UK "იმედისა" და "პოსტვ"-ის დასანქცირებაზე ეს მხოლოდ დასაწყისი უნდა იყოს — TI UK "იმედისა" და "პოსტვ"-ის დასანქცირებაზე
გადახედვა
-
ქვიზი: რამდენად კარგი ინტუიცია გაქვს საჩუქრების შერჩევისას? ქვიზი: რამდენად კარგი ინტუიცია გაქვს საჩუქრების შერჩევისას?
-
სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: თებერვალი 2026 სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: თებერვალი 2026
-
ვიქტორ ორბანი: ევროპარლამენტი მიესალმა უკრაინისთვის მრავალეროვნული თავდაცვითი ძალების შექმნას. ეს ნიშნავს, რომ ომმა შეიძლება ჩვენს კარზე მოაკაკუნოს ვიქტორ ორბანი: ევროპარლამენტი მიესალმა უკრაინისთვის მრავალეროვნული თავდაცვითი ძალების შექმნას. ეს ნიშნავს, რომ ომმა შეიძლება ჩვენს კარზე მოაკაკუნოს
გადახედვა
-
ქობულეთში მომხდარი ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა ქობულეთში მომხდარი ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა
გადახედვა
-
რომან გოცირიძე: თურნავამ ბანკებს მოუწოდა, არ აღასრულოთ ბრიტანული სანქციებიო, ვინც ამ შუამავლობას იკისრებს, იმას შავი დღე დაადგება რომან გოცირიძე: თურნავამ ბანკებს მოუწოდა, არ აღასრულოთ ბრიტანული სანქციებიო, ვინც ამ შუამავლობას იკისრებს, იმას შავი დღე დაადგება
გადახედვა
-
ნიუ-იორკში, თიბისი Strategy Day 2026 გაიმართა ნიუ-იორკში, თიბისი Strategy Day 2026 გაიმართა
-
ვასილ მაღლაფერიძე: როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, უპირობოდ მხარს დავუჭერ "პოსტივის" და "იმედს"!!! ვასილ მაღლაფერიძე: როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, უპირობოდ მხარს დავუჭერ "პოსტივის" და "იმედს"!!!
გადახედვა
-
"რადიო თავისუფლების" ბულგარული და რუმინული სამსახურები 2026 წლის 31 მარტს დაიხურება "რადიო თავისუფლების" ბულგარული და რუმინული სამსახურები 2026 წლის 31 მარტს დაიხურება
გადახედვა
-
ნათია თურნავა: კომერციული ბანკები ვალდებულნი არიან, იმოქმედონ კონსტიტუციისა და კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად ნათია თურნავა: კომერციული ბანკები ვალდებულნი არიან, იმოქმედონ კონსტიტუციისა და კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად
გადახედვა
-
იმპოტენტური თავდასხმა გამოხატვის თავისუფლებაზე ბრიტანული დემოკრატიის სახელით — თეა წულუკიანი "იმედის" და "პოსტვ"-ის სანქცირებაზე იმპოტენტური თავდასხმა გამოხატვის თავისუფლებაზე ბრიტანული დემოკრატიის სახელით — თეა წულუკიანი "იმედის" და "პოსტვ"-ის სანქცირებაზე
გადახედვა
-
აშშ-ის კონგრეში კანონპროექტი წარადგინეს, რომელიც საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო აქტივებზე ანგარიშის მომზადებას ითვალისწინებს აშშ-ის კონგრეში კანონპროექტი წარადგინეს, რომელიც საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო აქტივებზე ანგარიშის მომზადებას ითვალისწინებს
გადახედვა
კომენტარები