უნდა წახვიდე თუ არა არჩევნებზე
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის, IRI Georgia-ს კვლევის მიხედვით, ახალგაზრდების ჩართულობა არჩევნებში დაბალია. IRI-მ თავი მოუყარა იმ ფაქტორებს, რომლებსაც ახალგაზრდები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე არწასვლის მიზეზებად ასახელებენ.
"რაიონში ვარ ჩაწერილი და არჩევნების გამო იქ წასვლა მეზარება"
"მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების დღე დასვენებაა ოფიციალურად, მაინც ვმუშაობ და ვერ გავეთავისუფლები"
"რა აზრი აქვს, მაინც ისე იქნება ყველაფერი, როგორც პოლიტიკოსებს სურთ"
"ჩემი ერთი ხმით ვერაფერს შევცვლი"
კითხვაზე, რატომ არ მიდიხარ არჩევნებზე, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზი ახალგაზრდა ამომრჩევლებმა საჯაროდ გააჟღერეს.
წყვეტს თუ არა რამეს შენი ხმა?
უმრავლესობას ჰგონია, რომ ერთი ხმა არაფერს წყვეტს. თუმცა, მსოფლიო ისტორია საპირისპიროში გვარწმუნებს. მაგალითად, 1645 წელს ოლივერ კრომველმა სწორედ ერთი ხმით გაიმარჯვა, 1646 წელს კი ინგლისის მეფეს, ჩარლზ I-ს სიკვდილი მიესაჯა სწორედ ერთი ხმის გამო. დღეს ვერავის წარმოუდგენია ამერიკაში ვინმე ინგლისურად არ ლაპარაკობდეს, თუმცა, დიახ, სწორედ ერთი ხმით დამკვიდრდა 1776 წელს ამერიკაში ინგლისური ენა და არა გერმანული. 1839 წელს მასაჩუსეტსის გუბერნატორად მარკუს ნორტონის არჩევა სწორედ ერთმა ხმამ გადაწყვიტა. 1924 წელს, ასევე, ერთმა ხმამ გადაწყვიტა ნაცისტური პარტიის ბედი და მას მმართველად ადოლფ ჰიტლერი მოუვლინა. 1995 წელს კი ირაკლი ბათიაშვილმა ირაკლი მაჭავარიანს სწორედ ერთი ხმით მოუგო, გავაგრძელოთ?
წავიდეთ თუ არა რაიონში ხმის მისაცემად?
რას იზამდი, თუკი გეტყოდნენ, რომ შენს მშობლიურ ქალაქში შენი ცხოვრების სიყვარული გელოდება? ან, სულაც შენი ოცნების სამსახურს გთავაზობს ვინმე სხვა ქალაქში? იქნებ დედ-მამა გთხოვს შაბათ-კვირას ჩამოსვლას, რადგან ძალიან მოენატრე? ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა, ჩვენი ცხოვრების გამოწვევებია. არჩევნები კი მთელი ქვეყნისთვისაა გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი გამოწვევა. გამოწვევა, რომელზე პასუხიც ჩვენი პირდაპირი მოვალეობაა.
"მაინც ისე იქნება ყველაფერი, როგორც პოლიტიკოსებს სურთ"
შესაძლოა, პოლიტიკოსები მართლაც არასოდეს უსმენდნენ ხალხს და ნებისმიერი პროტესტის მიუხედავად, მაინც იმას აკეთებდნენ, რაც მათ სურდათ. თუმცა, ალბათ, მაინც ღირს შეგახსენოთ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები თითქმის პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდება. მიუხედავად ხელისუფლების წინააღმდეგობისა, ამ მოთხოვნით ხალხი დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში აქტიურად გამოდიოდა.
ასეთი სისტემის უპირატესობა ისაა, რომ უფრო მეტ პარტიას შეუძლია პარლამენტში მოხვედრა და თითქმის გამორიცხავს ერთი კონკრეტული პარტიის საკონსტიტუციო უმრავლესობით პარლამენტში მოხვედრას. ახალბედა პარტიებს უფრო მეტ შანსს აძლევს, მოხვდნენ პარლამენტში. მრავალპარტიულ პარლამენტში მთავრობა კოალიციურად ყალიბდება, ერთმანეთის მოწინააღმდეგე პარტიები კი იძულებულნი არიან, გადაწყვეტილებები ერთად მიიღონ. ჩვენ ეს უფლება მივიღეთ. ახლა კი დროა, გამოვიყენოთ ის, რაც მოვითხოვეთ.
სამსახურიდან არჩევნებზე გაგიშვებენ თუ არა?
შეიძლება ფიქრობ, რომ არ ღირს უფროსის შეწუხება იმის თხოვნით, რომ სამსახურში ცოტა ხნით დააგვიანო და არჩევნებზე წახვიდე. შეიძლება, მან არ დააკმაყოფილოს შენი თხოვნა და არ გაგიშვას. თუმცა, აქვე იმასაც გეტყვით, რომ არჩევნებში მონაწილეობა ადამიანის გამოხატვის თავისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია და ამას კონსტიტუციაში შესაბამისი თავიც ეძღვნება. შესაბამისად, არავის დედამიწის ზურგზე, არ აქვს უფლება, შენ ამ თხოვნაზე უარი გითხრას.
არჩევნებზე წასვლის თავიდან ასაცილებლად კიდევ უამრავი მიზეზის მოფიქრება შეიძლება. თუმცა სანამ ეს დღე დადგება, აუცილებლად ნახე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის, IRI-ის ახალი ვიდეორგოლი, რომელზეც კრეატიულმა სააგენტო ლივინგსტონმა იმუშავა. გახსოვდეს, ქვეყნის მომავალი ახლა შენს ხელშია! სრული კამპანიის სანახავად კი გადადი ბმულზე.
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები