პატრიოტთა ალიანსისა და ქართული მარშის რეკლამებს დავაკვირდით და აი, შედეგები
ფოტო: On.ge / პატრიოტთა ალიანსი / On.ge / On.ge
თუკი გაინტერესებს, რა შინაარსის ინფორმაციას ასპონსორებენ პოლიტიკური პარტიები, როგორც ფეისბუქის მომხმარებელს, შენ შეგიძლია შეამოწმო მათ მიერ განთავსებული რეკლამები, დამფინანსებლის ვინაობა, დახარჯული თანხა, შინაარსი და ა.შ. ამაში აგვისტოდან Facebook-ის რეკლამების ელექტრონული ბიბლიოთეკა, იგივე Ad Library გვეხმარება.
თუ როგორ მუშაობს ფეისბუქის ეს ფუნქციონალი, ჩვენს გზამკვლევში დეტალურადაა მოყოლილი.
31 ოქტომბერს ჩანიშნულ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ერთ დღეზე ნაკლები რჩება. გადავწყვიტეთ, არჩევნების წინ საქმე შეგვემსუბუქებინა და თქვენს ნაცვლად შეგვემოწმებინა ანტიდასავლური პოლიტიკურ პარტიების წინასაარჩევნო რეკლამები. არჩევანი პრორუსულ პატრიოტთა ალიანსსა და ძალადობრივ ქართულ მარშზე შევაჩერეთ.
პატრიოტთა ალიანსი
ფოტო: ანა ვახტანგაძე / On.ge
დავიწყოთ მარტივი რიცხვებით. როგორც ფეისბუქის რეკლამების ციფრული ბიბლიოთეკიდან ვიგებთ, დავით თარხან-მოურავისა და ირმა ინაშვილის პარტიამ 4 აგვისტოდან 27 ოქტომბრის ჩათვლით, სოციალურ ქსელში ავტორიზებული ფეისბუქ გვერდის საშუალებით 44 პოსტი დაასპონსორა. ამ პოლიტიკურ რეკლამებში პატრიოტთა ალიანსმა ჯამში $2 960 დახარჯა.
44 სარეკლამო პოსტიდან 8 ანტითურქული რიტორიკითაა გაჯერებული. პრორუსული პარტია საქართველოს მოქალაქეებს "აჭარის დაცვისკენ" მოუწოდებს და საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორს, თურქეთს ბათუმის ტერიტორიის მიტაცების განზრახვაში ადანაშაულებს. პატრიოტთა ალიანსის პირველი რეკლამა სწორედ ანტითურქული რიტორიკითაა გაჯერებული.
აღნიშნული რეკლამები ვიდეორგოლით იყო წარმოდგენილი, რომელთა თაობაზეც ISFED-მა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართა. ცესკომ პატრიოტთა ალიანსს საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტის დარღვევა დაუდგინა, რაც ეთნიკური დაპირისპირებისა და შუღლის ჩამოგდების მცდელობებს მოიცავს და სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა. როგორც დღეს საქალაქო სასამართლოში გვითხრეს, პარტია 2000 ლარით დაჯარიმდა.
პრორუსული პარტიის ანტითურქული რიტორიკა — ცესკომ პატრიოტთა ალიანსს დარღვევა დაუდგინა
"თქვენ აცხადებთ, რომ რუსეთისა და თურქეთის მიმართ თანაბარი მიდგომა უნდა არსებობდეს. თანაბარი მიდგომა რას ნიშნავს? თქვენ ასპონსორებთ ანტითურქულ რეკლამებს, ფულს იხდით ანტითურქულ რეკლამებში, ანტითურქულ ბანერებში, მაგრამ, ამას ასე აქტიურად არ აკეთებთ რუსეთის წინააღმდეგ. თუ თანაბარი მიდგომა გაქვთ, რატომ არაფერს ამბობთ ოკუპანტ ქვეყანაზე და არ ხართ ისევე აქტიური რუსეთის მიმართ, როგორც ხართ სტრატეგიული პარტნიორის მიმართ?" — ჰკითხა On.ge-ის ჟურნალისტმა დავით თარხან-მოურავს ფორმულას პირდაპირ ეთერში.
ამაზე პარტიის ლიდერმა განაცხადა, რომ ეს "არჩეული ტაქტიკაა, რადგან ისტორიულად დაკარგულ ტერიტორიებზე თურქეთთან მოლაპარაკებები აღარ არსებობს".
თითოეული ანტითურქული რეკლამის გავრცელების პოტენციური მასშტაბი საარჩევნო ასაკის მილიონზე მეტ მომხმარებელს მოიცავდა. ვიდეორგოლების შინაარსი დეზინფორმაციულია და სწორედ ამით ცდილობდნენ ალიანსის ლიდერები თურქების მიმართ აგრესიის გაზრდას საქართველოს მოსახლეობაში.
პატრიოტთა ალიანსის სხვა რეკლამებში პარტია ირწმუნება, რომ მხარდამჭერების ყველაზე დიდი რაოდენობა ჰყავს და ამის სარწმუნოდ ხარვეზებით ჩატარებული საკუთარი კვლევა და მხარდამჭერების რაოდენობა მოჰყავს.
მილიონი ხმა კრემლის პროპაგანდისთვის
ანტიდასავლური პარტიის ერთ-ერთ რეკლამაში ირმა ინაშვილი აუდიტორიას პირველ პირში ესაუბრება, საკუთარ გამოცდილებას აშშ-ს პრეზიდენტისას, დონალდ ტრამპისას ადარებს და აცხადებს, რომ მასაც ისევე ადანაშაულებენ რუსეთთან კავშირში. ის ბრალდების ერთ-ერთ ავტორად აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილ თანაშემწეს, დევიდ კრამერს ასახელებს და ირწმუნება, რომ მის უკან ენმ-სა და ევროპული საქართველოს ლიდერები მიხეილ სააკაშვილი და გიგა ბოკერია დგანან.
ფეისბუქ რეკლამებში პატრიოტთა ალიანსი აკრიტიკებს როგორც ოპოზიციას, ისე მმართველ ძალას და ძველ ვიდეოზე დაყრდნობით, მათ შეთანხმებულად მოქმედებაშიც კი ადანაშაულებს:
"ეს მამუკა მდინარაძეა – ქართული ოცნების მეხუთე ნომერი. ეს კი ბოკერიას პარტიის დეპუტატი - ირაკლი აბესაძეა. მოუსმინეთ, რას მღერიან - ვინც ჩვენზე ცუდი რამე თქვას, გული გაუპოს დანამამო".
პატრიოტთა ალიანსი სხვა რეკლამებში მოსახლეობას არჩევნებში მხარდაჭერისკენ მოუწოდებს და პარტიის ჰიმნს — გათენდი, ქართულო დღეს — ასმენინებს, რომელსაც წარსულში რუსეთში მცხოვრები მომღერალი, თემურ თათარაშვილი ასრულებს.
იმის გარდა, რომ პარტია აქტიურად იყენებს ანტითურქულ და ანტიდასავლურ რიტორიკას, ის ცნობილია პრორუსულობითაც. მაგალითად, აგვისტოს ბოლოს, ალიანსის რუსეთიდან დაფინანსების შესახებ საგამოძიებო მასალა გამოაქვეყნა ცენტრმა დოსიემ, რომლის მიხედვითაც, პარტიას კრემლთან დაახლოებული პირები უგეგმავენ საარჩევნო კამპანიას და მას დაახლოებით 8 მილიონი დოლარით აფინანსებენ. აღნიშნულ ბრალდებას პარტიაში უარყოფენ.
თუ გინდა, რომ ნამდვილი და ყალბი ამბები ერთმანეთისგან მარტივად განასხვავო და დეზინფორმაციისგან სხვებიც დაიცვა, შემოგვიერთდი ჯგუფში – ერთად ვებრძოლოთ დეზინფორმაციას.
ქართული მარში
ფოტო: On.ge / სალომე ჩადუნელი
პარტიად გარდაქმნილ ძალადობრივ, ქსენოფობიურ და ჰომოფობიურ დაჯგუფებას, ქართულ მარშს ფეისბუქზე სულ 24 რეკლამა აქვს განთავსებული და მათზე 4 აგვისტოდან 27 ოქტომბრის ჩათვლის $496 დოლარი აქვს დახარჯული.
რეკლამების დიდ ნაწილში, ულტრანაციონალისტური პარტიის წევრებს ამომრჩეველთან შეხვედრისას ვხედავთ, სადაც ისინი საკუთარ იდეოლოგიაზე საუბრობენ. მაგალითად, ირაკლი შიხიაშვილი სამგორის ამომრჩეველთან შეხვედრისას ჰომოფობიური ლექსიკონით აკავშირებს ღირებულებების გაუფასურებას ევროპასთან, რაც კრემლის ერთ-ერთ ცნობილ დეზინფორმაციულ ნარატივია. "მე არც რუსეთუმე ვარ და არც პროამერიკელი, მე ვარ ქართველი", — დასძენს ის.
მარშის რეკლამაში ვხედავთ, რომ პატრიოტთა ალიანსი ერთადერთი პარტია არაა, რომელიც მთავარ ოკუპანტს და მტერს რუსეთში არ ხედავს. მაშინ, როცა აზერბაიჯანი სომხეთთან ყარაბაღის კონფლიქტშია ჩართული, მარშის წევრები სიტუაციას ძაბავენ. ისინი მხარდამჭერებთან ერთად დავით გარეჯში ჩავიდნენ და აზერბაიჯანს ულტიმატუმი წაუყენეს.
ულტრანაციონალისტური პარტია გიორგი გაბედავას პოსტებსაც არეკლამებს. გაბედავა წარსულში ირწმუნებოდა, რომ ქართულ მარშს ჟურნალისტები უსამართლოდ მიაწერდნენ და დამოუკიდებელი აქტივისტი იყო, თუმცა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ძალადობრივი ჯგუფის ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად მოგვევლინა.
რეკლამებში გაბედავა, ისევე როგორც პატრიოტთა ალიანსი, ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის კავშირებზე მიანიშნებს და საკუთარ ვიდეორგოლებში "ზუგდიდის პოლიტიკურ ელიტაში" ნაციონალების ყოფილი წევრების აქტიურობაზე მიუთითებს. ნაციონალური მოძრაობა ერთადერთი ოპოზიციური პარტია არაა, ვინც, გაბედავას მიხედვით, ოცნებასთან თანამშრომლობს.
"ზუგდიდის მერია და მამუკა ხაზარაძე ტკბილად თანამშრომლობენ", — ასე ასათაურებს ის ერთ-ერთ პოსტს.
ფეისბუქის რეკლამების ბიბლიოთეკის მიხედვით, გიორგი გაბედავას პოსტების ფართო აუდიტორიამდე მიტანა ქართულ მარშს $118 დოლარი დაუჯდა. გაბედავას გვერდის რეკლამებით იმასაც ვიგებთ, რომ თავდაპირველად მაჟორიტარობის კანდიდატის პოსტები 100 ათასიდან 500 ათას მოხმარებლამდე იყო გამიზნული, თუმცა დროთა განმავლობაში სამიზნე აუდიტორიის რიცხვი 10-ჯერ შემცირდა.
დასკვნა
არჩევნებში ჩართვით აღნიშნული პარტიები საქართველოს შიდა საქმეებში რუსეთის ჩარევის რისკს ზრდიან. საგამოძიებო ჟურნალისტური პლატფორმა დოსიეს მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტების მიხედვით, პატრიოტთა ალიანსის წინასაარჩევნო კამპანიას პირდაპირ კრემლი აფინანსებს. YouTube არხის, Cyber Kmara-ს გამოქვეყნებული აუდიოჩანაწერიდან კი ცხადი ხდება, რომ ქართული მარშის ლიდერს, სანდრო ბრეგაძეს რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრ იგორ მოროზოვთან საქმიანი კავშირები აქვს. რუსეთისადმი კეთილგანწყობილი პარტიების სია ამით არ სრულდება: თავისუფალი საქართველო ნატოში საქართველოს ინტეგრაციას ეწინააღმდეგება, ქართული იდეა კი, რომლის წევრებიც ძალადობრივ აქციებში მონაწილეობით გამოირჩევიან, აგვისტოს ომის დაწყებაში საქართველოს ადანაშაულებს.
ანტიდასავლური პარტიები სოციალურ მედიაში ბრძოლას აგებენ
DFRLab-ის კვლევის მიხედვით, წინასაარჩევნოდ ანტიდასავლური პარტიების აქტიურობა და პოტენციური წვდომა ფეისბუქზე ბევრად ჩამოუვარდება პროდასავლური პარტიების მონაცემებს. ზემოთ აღნიშნული პარტიების მიერ განთავსებული პოსტების რაოდენობა, ისევე, როგორც რეკლამებზე დახარჯული თანხა და ფეისბუქის აუდიტორიის სიდიდე საგრძნობლად ჩამოუვარდება კონკურენტებისას.
სოციალურ ქსელში რეკლამის განთავსებას სამი მთავარი უპირატესობა აქვს: ბევრად იაფია, ვიდრე სატელევიზიო რეკლამა; პოლიტიკოსი პოტენციურ ამომრჩეველთან პირდაპირ შედის კომუნიკაციაში და სწრაფად მიაქვს სათქმელი ათასობით მომხმარებელთან. ის მასშტაბები, რომელსაც პატრიოტთა ალიანსისა და ქართული მარშის დაფინანსებული ფეისბუქ გვერდები იკავებენ, მიანიშნებს, რომ ანტიდასავლური პარტიები, პროდასავლურისგან განსხვავებით, სოციალური მედიის უპირატესობებს ეფექტურად ვერ იყენებენ.
რუსული აქტორები ქართულ მედიაში, პოლიტიკასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში
სტატია მოამზადა On.ge-მ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში. მასალის დამზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია On.ge. ის შესაძლოა არ გამოხატავდეს EWMI-ს, USAID-ის ან/და ამერიკის შეერთებული შტატების შეხედულებებს.
-
უკრაინაში არჩევნები, ტრამპის "ენერგეტიკული ზავი" — ბოლო ცნობები რუსეთ-უკრაინის ომზე უკრაინაში არჩევნები, ტრამპის "ენერგეტიკული ზავი" — ბოლო ცნობები რუსეთ-უკრაინის ომზე
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური რეზო კიკნაძის განცხადებას ზარების შეზღუდვის შესახებ უარყოფს პენიტენციური სამსახური რეზო კიკნაძის განცხადებას ზარების შეზღუდვის შესახებ უარყოფს
გადახედვა
-
რა შემთხვევაში შეწყვეტს უკრაინა რუსეთის ნავთობის ობიექტებზე დარტყმებს — ზელენსკის განმარტება რა შემთხვევაში შეწყვეტს უკრაინა რუსეთის ნავთობის ობიექტებზე დარტყმებს — ზელენსკის განმარტება
გადახედვა
-
Yandex-ის აპლიკაცია საქართველოშიც შეფერხებით მუშაობს Yandex-ის აპლიკაცია საქართველოშიც შეფერხებით მუშაობს
გადახედვა
-
უკრაინული დრონების თავდასხმის გამო Yandex-ის აპლიკაციები და სერვისები შეფერხებით მუშაობს უკრაინული დრონების თავდასხმის გამო Yandex-ის აპლიკაციები და სერვისები შეფერხებით მუშაობს
გადახედვა
-
გარი კასპაროვი: "ალბათ მომავალ წელს ნობელის პრემიას ჰამასის ბომბების დამამზადებელს გადასცემენ" გარი კასპაროვი: "ალბათ მომავალ წელს ნობელის პრემიას ჰამასის ბომბების დამამზადებელს გადასცემენ"
გადახედვა
-
"დელტა" მის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს "დელტა" მის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: "დროა უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავდეს" დონალდ ტრამპი: "დროა უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავდეს"
გადახედვა
-
ისტორიაში პირველად, კვანტური სპინებით სანტიმეტრის ზომის ობიექტი გადააადგილეს ისტორიაში პირველად, კვანტური სპინებით სანტიმეტრის ზომის ობიექტი გადააადგილეს
გადახედვა
-
რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე
გადახედვა
-
ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე გიორგი დავითაძის საქმეზე ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე გიორგი დავითაძის საქმეზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც რუსეთის მიმართ სანქციებს არ შევუერთდით ირაკლი კობახიძე: უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც რუსეთის მიმართ სანქციებს არ შევუერთდით
გადახედვა
-
ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა
გადახედვა
-
ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა
გადახედვა
-
პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა


კომენტარები