არისტონის გათბობის ქვაბები: 4 ტიპი და მათი მახასიათებლები
ფოტო: ცელსიუსი
ათწლეულების განმავლობაში, არისტონმა გათბობის სისტემების ინდუსტრიაში ძლიერი რეპუტაცია მოიპოვა, როგორც ბრენდმა, რომელშიც ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის იტალიური დახვეწილი ინჟინერია და ენერგოეფექტური, პრაქტიკული გადაწყვეტილებების ნაზავი. სწორედ ამიტომ, სადაც არ უნდა ცხოვრობდეთ, იქნება ეს თანამედროვე აპარტამენტი, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი, თუ აგარაკი ქალაქგარეთ, არისტონის გათბობის ქვაბი ნებისმიერ შემთხვევაში საუკეთესოა თქვენთვის, რადგან არისტონი სანდო, გამძლე და უახლესი ტექნოლოგიით დამზადებულ პროდუქციას გთავაზობთ.
სწორედ ამიტომ და იმის გათვალისწინებით, რომ ცელსიუსის მაღაზიათა ქსელში მთელი ნოემბრის განმავლობაში არისტონის გათბობის ქვაბებზე ფასდაკლება მოქმედებს, ამ ბლოგში განვიხილავთ 4-ვე ტიპის ქვაბს, გამოვყოფთ მათ განმასხვავებელს ნიშნებს, რაც თქვენი სივრცისათვის საუკეთესო მათგანის შერჩევას გაგიმარტივებთ:
არისტონის სტანდარტული ქვაბები
სტანდარტული გათბობის ქვაბები წლებია, რაც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და უცვლელი არჩევანია საშუალო და დიდი ოჯახებისთვის. ამ ტიპის გათბობის ქვაბს განსაკუთრებით მიმზიდველს ხდის ის, რომ რამდენიმე ადამიანს ერთდროულად შეუძლია ცხელი წყალი ტემპერატურის უეცარი ვარდნის გარეშე გამოიყენოს. ეს შესაძლებელია მეორადი თბომცვლელი, იმავე ჩქაროსნული ბოილერის დახმარებით, რომელშიც წყალი უფრო მარტივად და სწრაფად თბება.
შესაბამისად, ისეთ საცხოვრებელ სახლებში, სადაც რამდენიმე სველი წერტილია განთავსებული და მათი ერთდროულად გამოყენების საჭიროებაც შესაძლოა ხშირად დადგეს, სწორედ მსგავსი მონოთერმული ქვაბი ოპტიმალური არჩევანია.
არისტონის კონდენსაციური ქვაბები
კონდენსაციური ქვაბები თანამედროვე ქვაბის ყველაზე ეფექტურ ტიპად მიიჩნევა და Ariston-მა, წლების განმავლობაში, ამ ტექნოლოგიის განვითარებაში დიდი ინვესტიციაც ჩადო. კონდენსაციური ქვაბის საიდუმლო, რითაც გასაოცარ შედეგს იძლევა მარტივია: კონდენსაციური ქვაბი აღადგენს სითბოს, რომელიც სხვა შემთხვევაში, უბრალოდ საკვამურიდან გამოვიდოდა და ხელახლა იყენებს მას, თქვენი სახლის გასათბობად.
ეს პროცესი მნიშვნელოვნად ამცირებს ენერგიის დანაკარგს და საშუალებას აძლევს ქვაბს იმუშაოს ძალიან მაღალი ეფექტურობით, რაც ნაკლებ გაზის მოხმარებას, დაბალ კომუნალურ გადასახადებს და გარემოში ნახშირბადის ნაკლები კვალის დატოვებას ნიშნავს.
შესაბამისად, მსგავსი ქვაბი იდეალურია მათთვის, ვინც გრძელვადიან პერსპექტივაზე ფიქრობს, როგორც დანაზოგის, ისე გარემოზე ზემოქმედების თვალსაზრისით.
არისტონის სისტემური ქვაბები
Ariston-ის სისტემური ქვაბი, იგივე ერთკონტურიანი გათბობის ქვაბი, განკუთვნილია მხოლოდ ცენტრალური გათბობის მოსაწოდებლად. შესაბამისად, მისი დახმარებით, ცხელ წყალს ვერ მივიღებთ. მსგავსი ქვაბების ძირითადი დანიშნულება გაცხელებული წყლის მუდმივი ნაკადის რადიატორებში, იატაკქვეშა გათბობის სისტემებში ან დიდ გათბობის წრედებში გადაადგილებაა. იმის გათვალისწინებით, რომ სისტემური ქვაბი სრულად სივრცის გათბობისთვისაა, ძალიან ეფექტური და გამძლეა.
ადამიანები, რომლებსაც უკვე აქვთ წყლის ცალკეული გამაცხელებელი სისტემა, მაგალითად, როგოროციაა გაზის წყლის გამაცხელებელი ან მზის თერმული მოწყობილობა, ხშირად, სისტემური ტიპის Ariston-ის ქვაბს ამჯობინებენ.
აღსანიშნავია, რომ ეს მოდელები ასევე იდეალურია დიდი ფართობზე განლაგებული სახლებისა და სხვადასხვა დანიშნულების შენობებისთვის.სისტემური ქვაბები ძალიან აქტიურად გვხვდება დიდ კერძო სახლებში. როგორც წესი, სისტემური ქვაბის დაერთება შესაძლებელია კასკადურად, რაც რამდენიმე ქვაბის ერთდროულად მუშაობას გულისხმობს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სისტემურ ქვაბზე ბოილერის მიერთება საშუალებას გვაძლევს წყლის გათბობით ცხელი წყალიც მივიღოთ. რაც მთავარია, სისტემურ გათბობის ქვაბზე შესაძლებელია ნებისმიერი ტიპის წყლის სისტემის დაერთება, მათ შორის, მზის წყლის გამაცხელებლისაც.
არისტონის მაღალი სიმძლავრის ქვაბები
მაღალი სიმძლავრის ქვაბები შექმნილია გაცილებით დიდი ფართობის გათბობისთვის, ვიდრე სტანდარტული საცხოვრებელი სახლია. მსგავსი სისტემები ხშირად გამოიყენება დიდ შენობებში, მათ შორის, სასტუმროებში, საოფისე ფართებში, რესტორნებში, ქარხნებში ან აპარტამენტის ტიპის მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლებში, რომლებიც საჭიროებს მთელი შენობის მძლავრ და უწყვეტ გათბობას.
Ariston-ის მაღალი სიმძლავრის ქვაბი სამრეწველო დონის კომპონენტებითაა აგებული, რაც ნიშნავს, რომ იგი მძიმე დატვირთვების დროსაც კი, ეფექტურად და საიმედოდ მუშაობს. საჭიროების შემთხვევაში, მაღალი სიმძლავრის ქვაბები შესაძლოა გაერთიანდეს ერთ კასკადურ სისტემაში, რაც რამდენიმე მოწყობილობას ერთად მუშაობის საშუალებას აძლევს და უკიდურესად მაღალი სიმძლავრის წყალობით, განსაკუთრებით დიდი ფართობის გათბობას უზრუნველყოფს.
გარდა ამისა, როდესაც საქმე არისტონის მაღალი სიმძლავრის ქვაბს ეხება, უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ეს მოდელები კონდენსაციური ტიპის ქვაბებია, რაც სხვა ბრენდების მსგავს მოდელებთან შედარებით, მათ გაცილებით მეტად ენერგოეფექტურს ხდის. ამ თვისების გათვალისწინებით, არისტონის მაღალი სიმძლავრის ქვაბები გარემოშიც ნაკლებ კარბონის კვალს ტოვებს, ასევე მნიშვნელოვან განსხვავებას იძლევა ყოველთვიური დანახარჯების მხრივაც, რადგან Ariston-ის გათბობის ქვაბის ეს მოდელები, დიდი ფართობის გასათბობად საგრძნობლად ნაკლებ ენერგიას მოიხმარს.
-
გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან
გადახედვა
-
ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების სავარაუდო ფაქტს ეხმაურება მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების სავარაუდო ფაქტს ეხმაურება
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი: იძულებულს მხდიან 6 ოქტომბერს ჩემი სისხლით შევაჩერო ამ მშიშარა კაცუნების ბოროტება თამაზ ელიზბარაშვილი: იძულებულს მხდიან 6 ოქტომბერს ჩემი სისხლით შევაჩერო ამ მშიშარა კაცუნების ბოროტება
გადახედვა
-
გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
გადახედვა
-
პროკურატურამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 94 პირს ბრალი წარუდგინა პროკურატურამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 94 პირს ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი
გადახედვა
-
არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს
გადახედვა
-
მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია
გადახედვა
-
ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს
გადახედვა
-
დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი
გადახედვა
-
ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს
გადახედვა
-
ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს" გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს"
გადახედვა
-
ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა
გადახედვა
-
OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე
გადახედვა
-
"ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა "ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა
გადახედვა
-
მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა
-
ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ
გადახედვა
კომენტარები