საფრთიხისშემცველი სათამაშოები და 2 სიმბოლო, რომელიც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, სანამ სათამაშოს შევიძენთ
ფოტო: ShutterStock
ყოველდღიურობაში, ჩვენს შვილებს, ოჯახის წევრებსა თუ პატარა მეგობრებს უამრავი ტიპის სათამაშოს ვაცნობთ, თუმცა ხშირად ვერც კი ვაცნობიერებთ, რომ ამ ერთ შეხედვით უბრალო ნივთებში შეიძლება სერიოზული საფრთხე იმალებოდეს. მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე არჩევანი ძალიან დიდია, მშობლების ნაწილი ჯერ კიდევ ვერ ასხვავებს, რომელი სათამაშოა ნამდვილად უსაფრთხო და რომელმა შეიძლება საფრთხე შეუქმნას ბავშვებს.
უხარისხო სათამაშოები შეიძლება გახდეს დახრჩობის, ქიმიური მოწამვლის და სხვა უამრავი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემის მიზეზი. ამ რისკების თავიდან აცილება მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როცა პროდუქტი პასუხობს საერთაშორისო უსაფრთხოების სტანდარტებს — მაგალითად, CE ნიშანსა და EN 71-ს.
ფოტო: Cooper Levenson
ბევრმა მშობელმა შესაძლოა არც კი იცოდეს, რას ნიშნავს ეს ნიშნები და რატომ არის მათი არსებობა აუცილებელი. სწორედ ამიტომ, არის მნიშვნელოვანი სათამაშოების უსაფრთხოებაზე ხალხის ცნობიერების ამაღლება.
გასულ წელს ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, გერმანიის თანამშრომლობამ და ჩეხეთის განვითარების სააგენტომ დაიწყო პროექტი — QUIS: უკეთესი პროდუქტი, უკეთესი მომსახურება. პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს საინფორმაციო კამპანია, რომელიც მიზნად ისახავს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ — თემაზე, რომელიც ბავშვთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის დაცვისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
რას უნდა აკმაყოფილებდეს სათამაშო?
სათამაშოები ბავშვებისთვის აუცილებლად უნდა იყოს უსაფრთხო — არ უნდა შეიცავდეს დახრჩობის საფრთხეს, ტოქსიკურ ქიმიურ ნივთიერებებსა და ბასრ/პატარა დეტალებს, რომლებმაც შეიძლება სათამაშოს გადაყლაპვის რისკი გაზარდოს.
სათამაშოს არჩევისას სწორი გადაწყვეტილების მისაღებად ყურადღება მიაქციეთ შეფუთვაზე მითითებულ უსაფრთხოების ნიშნებს — განსაკუთრებით CE მარკირებას და EN 71 სტანდარტის აღნიშვნას, რომლებიც მიუთითებენ, რომ პროდუქტი ევროპული უსაფრთხოების მოთხოვნებს აკმაყოფილებს.
CE სიმბოლო მიუთითებს, რომ სათამაშოს გავლილი აქვს ტესტირება, შეესაბამება ევროკავშირის უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და გარემოს სტანდარტებს და შეიძლება გაიყიდოს ევროკავშირში.
მნიშვნელოვანია, რომ ყურადღებით დააკვირდეთ სიმბოლოს და შეძლოთ ავთენტურისა და ყალბი ნიშნის გარჩევა (CE მარკირება და Chinese export).
EN 71 არის სათამაშოების ევროპული უსაფრთხოების სტანდარტი, რომელიც განსაზღვრავს —მცირე ნაწილებით გამოწვეულ დახრჩობისა და აალებადობის რისკს. ამასთანავე, მავნე ქიმიური ნივთიერებებისა და მძიმე მეტალების შემცველობას, მექანიკურ და ფიზიკურ უსაფრთხოებას.
ვინ არის სათამაშოების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი საქართველოში?
საქართველოში იმპორტირებული სათამაშოების უსაფრთხოებაზე კონტროლს ახორციელებს ბაზრის ზედამხედველობის სააგენტო. მისი მთავარი ამოცანაა უზრუნველყოს ქვეყანაში შემოსული საბავშვო სათამაშოები უსაფრთხოება.
ფოტო: ShutterStock
სააგენტო ამოწმებს, აკმაყოფილებენ თუ არა პროდუქციები "სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკურ რეგლამენტს"; საჭიროების შემთხვევაში ატარებს ლაბორატორიულ ტესტირებას, ხოლო არასათანადო ან საფრთხის შემცვლელი ნივთების აღმოჩენის შემთხვევაში, აჩერებენ სათამაშოს გაყიდვას. ამასთანავე, სააგენტო აჯარიმებს დამრღვევ კომპანიებს და საინფორმაციო მხარდაჭერით უზრუნველყოფს მოსახლეობას.
ხოლო იმ მომხმარებელს, რომელსაც ეჭვი აქვს სათამაშოს ხარისხზე, შუძლია ბაზრის ზედამხედველობის სააგენტოს დაუკავშირდეს და მიაწოდოს ინფორმაცია კონკრეტული სათამაშოს შესახებ.
უახლესი ევროპული კვლევები Temu-სა და Shein-დან ნაყიდი პროდუქტების შესახებ
ევროკავშირი განსაკუთრებულად ზრუნავს მომხმარებელთა უსაფრთხოებასა და საკვებისა თუ არასასურსათო პროდუქტების ხარისხზე. სწორედ ამიტომ, ევროკავშირი სისტემატურად ატარებს კვლევებსა და მონიტორინგს, რათა ბაზარზე არსებული პროდუქცია უსაფრთხო, სანდო და მაღალი სტანდარტების შესაბამისი იყოს.
ფოტო: The Toy Insider
ერთ-ერთი ახალი კვლევის თანახმად, რომელიც Stiftung Warentest-მა, გერმანულმა მომხმარებელთა დაცვის ასოციაციამ, Temu-სა და Shein-ის ჩინური ონლაინ პლატფორმებიდან შეძენილი სამკაულები, საბავშვო სათამაშოები და USB დამტენები გადაამოწმა. შეძენილი 162 პროდუქტის შემოწმებამ აჩვენა, რომ მათი უმეტესობა იაფფასიანი და უხარისხოა, ამავდროულად რეგულაციებთან შეუსაბამოა და რამდენიმე მათგანი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენდა.
პროდუქტების ორ მესამედზე მეტმა ვერ დააკმაყოფილა ევროკავშირის უსაფრთხოების სტანდარტები, დაახლოებით, მეოთხედი კი საფრთხის შემცვლელად მიჩნიეს. სერიოზული დარღვევები გამოვლინდა საბავშვო სათამაშოებში.
კვლევამ აჩვენა, რომ Temu-სა და Shein-ზე შეძენილ სათამაშოზე დაკრული CE ნიშანი უსაფრთხოებას არ უზრუნველყოფდა, რადგან ეტიკეტირება იყო დარღვეული, ხოლო საფრთხისშემცველ სათამაშოებზე არ იყო შესაბამისი ნიშანი მითითებული.
პროდუქტების ორ მესამედზე მეტმა ვერ დააკმაყოფილა ევროკავშირის უსაფრთხოების სტანდარტები, დაახლოებით, მეოთხედი კი საფრთხის შემცვლელად მიჩნიეს. სერიოზული დარღვევები გამოვლინდა საბავშვო სათამაშოებში.
კვლევამ აჩვენა, რომ Temu-სა და Shein-ზე შეძენილ სათამაშოზე დაკრული CE ნიშანი უსაფრთხოებას არ უზრუნველყოფდა, რადგან ეტიკეტირება იყო დარღვეული, ხოლო საფრთხისშემცველ სათამაშოებზე არ იყო შესაბამისი ნიშანი მითითებული.
სათამაშოების უსაფრთხოება უმთავრესია ბავშვების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როგორ ავარჩიოთ უსაფრთხო სათამაშო, რა სტანდარტები არსებობს და სად უნდა გადავამოწმოთ ინფორმაცია. CE და EN 71 ნიშნების შემოწმება, ხარისხის სტანდარტების დაცვა და პასუხისმგებელი იმპორტიორების არჩევა მნიშვნელოვნად ამცირებს ნებისმიერი სახის რისკს.
ეს სტატია შექმნილია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, პროექტ QUIS- ის ფარგლებში და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს შეხედულებებს.
-
ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი
გადახედვა
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
კომენტარები