ვიცე-პრემიერისა და ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, მოლაპარაკებების შედეგად, მთავრობამ შეძლო გაზპრომ ექსპორტისგან, "ოპტიმალური წინადედების მიღება".

კერძოდ, კალაძის თქმით, იცვლება მხოლოდ გადახდის ფორმა, რაც ნედლეულის ანაზღაურების ნაცვლად, ფულად ანაზღაურებაზე გადასვლას გულისხმობს. მისივე განმარტებით, ამით საქართველოს დამოკიდებულება რუსეთის ენერგომატარებლებზე არ გაიზრდება.

კალაძის თქმით, საქართველოსთვის გადასახდელი ტრანზიტის საფასური, იქნება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ევროპის ქვეყნებს შორის.

ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, ხელშეკრულება 2-წლიანია, თუმცა პირველ წელს ნაწილობრივ ისევ დარჩება ნედლეულით ანაზღაურებს ფორმა, შემდეგ კი, ფულადი ანაზღაურებით გაგრძელდება.

კახა კალაძე, 10 იანავარს, მინკსში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გაზპრომ-ექსპორტის ხელმძღვანელობას შეხვდა, სადაც რუსეთიდან სომხეთის მიმართულებით ბუნებრივი აირის ტრანზიტის საკითხთან დაკავშირებით იმსჯელეს.

აქამდე, გაზპრომ-ექსპორტისგან გატარებული ბუნებრივი აირის ტრანზიტისაგან საქართველო 10%-ს იღებდა.