ჭიათურაში არის ამ რეგიონის და საქართველოს განვითარებისა და გარდამტეხი ცვლილებების გასაღები — რატიანი
ფოტო: ევროპული საქართველო
ევროპული საქართველოს ლიდერმა, დავით ბაქრაძემ, პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატთან საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის ოლქში, სერგო რატიანთან ერთად, ჭიათურაში შემაჯამებელი შეხვედრა გამართა მოსახლეობასთან.
დავით ბაქრაძემ მოსახლეობას "გარდამტეხი ცვლილებების" გეგმა გააცნო და აღნიშნა, რომ 31 ოქტომბერს დასრულდება ის უიმედობა და უპერსპექტივობა, რომელიც ქართული ოცნების ხელისუფლებამ მოუტანა ქვეყანას.
"31 ოქტომბერი არის შანსი, შევცვალოთ ჩვენი ცხოვრება უკეთესობისაკენ და ეს ცვლილებები არის აუცილებელი დღევანდელი კრიზისის, უმუშევრობის, გაჭირვების ფონზე. ამიტომ, ევროპული საქართველო გახლავთ ის გუნდი, რომელსაც აქვს კონკრეტული ცვლილებების გეგმა, რომელიც გეგმავს გადასახადების შემცირებას, 100 000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას, პენსიის, სოციალურისა და დევნილის დახმარებების გაორმაგებას, კრიმინალის დამარცხებასა და თავისუფალი სასამართლოს შექმნას. ეს ყველაფერი არის ის ნაბიჯები, რომლებიც ქვეყანასა და ხალხს მოუტანს უკეთესობას და შანსი, რომ ყველაფერი შეიცვალოს არის სწორედ 31 ოქტომბერს, ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, რომ ხალხი მოვა და მოითხოვს გარდამტეხ ცვლილებებს, — განაცხადა ბაქრაძემ.
სერგო რატიანმა აღნიშნა, რომ სწორედ ევროპული საქართველოს გეგმა მოუტანს გარდამტეხ ცვლილებებს როგორც ჭიათურას, ისე მთლიანად საქართველოს.
"კამპანიის დამასრულებელი შეხვედრა გავმართეთ ჭიათურაში, რადგან ჭიათურაში არის გარდამტეხი ცვლილებების გასაღები, ჭიათურაში არის საქართველოს და ამ რეგიონის განვითარების გასაღები. დღეს ჭიათურა ნადგურდება, ის ებრძვის ეკოლოგიურ კატასტროფას, კრიმინალს, კორუფციას და ეს ყველაფერი დასრულდება. დასრულდება იმით, რომ წიაღისეულის გადასახადებიდან დიდი თანხა დარჩება აქ, ქალაქში და შესაბამისად ის დაეხმარება არამარტო ჭიათურას, არამედ მთელ რეგიონს", — განაცხადა რატიანმა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის ოლქში, გიგი წერეთელი. წერეთლის თქმით, ადამიანების დიდი სურვილია, რომ ამ არჩევნებზე შეცვალონ თავიანთი ცხოვრება უკეთესობისაკენ და 31 ოქტომბრის არჩევნები მათ აუცილებლად მოუტანს გარდამტეხ ცვლილებებს.
"ჩვენ ვხედავთ ადამიანების ძალიან დიდი სურვილს და გადაწყვეტილებას, რომ ამ არჩევნებზე შეცვალონ ცხოვრება საქართველოში. ეს მართლაც მათი პრეროგატივაა, ხალხის გადაწყვეტილება არის მთავარი და იმისათვის, რომ ჩვენ შევძლოთ ამ ქვეყნის წინ წაყვანა, შევძლოთ იმ პროგრამის განხორციელება რაც ჩვენ გვსურს და მთავარი არის, რომ ადამიანები ეკონომიკურად უკეთ ცხოვრობდნენ საქართველოში, უმუშევრობა იყოს ნაკლები და ისინი უმკლავდებოდნენ ცხოვრების სირთულეებს გაცილებით უკეთ, ვიდრე დღეს, არის, სამართლიანი წესები იყოს ქვეყანაში, კანონი კანონობდეს და კრიმინალი დამარცხდეს, ამას სჭირდება ხალხის ნება და 31 ოქტომბერს გარდამტეხი ცვლილებები", — განაცხადა წერეთელმა.
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ
-
საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ
-
WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
გადახედვა
-
დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ
გადახედვა
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა
-
ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება
გადახედვა
-
სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: იგეგმება, რომ გარკვეულ ეტაპზე აზერბაიჯანს ვესტუმრო, თუმცა არა ბაქოს სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: იგეგმება, რომ გარკვეულ ეტაპზე აზერბაიჯანს ვესტუმრო, თუმცა არა ბაქოს
გადახედვა
კომენტარები