სტრატეგია აღმაშენებელმა 27-საათიანი ტურნე დაიწყო — გიორგი ვაშაძე
სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, არჩევნებამდე ცოტა დრო დარჩა და ბევრი რაიონი, რომლის მოსახლეობასაც მასთან შეხვედრა სურს. სწორედ ამიტომ, 27-საათიან უწყვეტ ტურნეს ბათუმიდან იწყებს.
"არჩევნებამდე ძალიან ცოტა დრო დარჩა და ძალიან ბევრ რაიონს უნდა, რომ ჩავიდე, ვისაუბროთ, დავგეგმოთ, შევხდეთ მოსახლეობას და კიდევ ძალიან ბევრი გვაქვს მოსასწრები, ამიტომ გადავწყვიტე, რომ 27-საათიანი უწყვეტი ტურნე დავიწყო ამ საარჩევნო კამპანიის პროცესში. ამ 27 საათის განმავლობაში შევხდებით ძალიან ბევრ მხარდამჭერს, მოქალაქეს, ძალიან ბევრ ადამიანს, ვისაც ჩვენთან შეხვედრა უნდა და გავესაუბრებით ჩვენს მოხალისეებს. ბევრი დასვამთ კითხვას რატომ 27 საათი და არა 24 საათი?! - იმიტომ, რომ 27 სტრატეგია აღმაშენებლის საარჩევნო ნომერია ანუ ყველამ უნდა შემოვხაზოთ 27 ნომერი, იმისათვის, რომ დავიწყოთ აღმშენებლობა და დავამარცხოთ სიღარიბე", — აცხადებს ის.
ვაშაძის თქმით, 27 საათის განმავლობაში მაქსიმალურად ბევრ ადამიანს შეხვდება და მათ საარჩევნო პროგრამას გააცნობს.
"ამ 27 საათის განმავლობაში შევეცდები, რომ მაქსიმალურად ბევრ რაიონში ჩავიდე, ბევრი ადამიანი ვნახო, რაც შეიძლება ბევრ ადამიანს ავუხსნა და განვუმარტო ჩვენი პროგრამა და ვუთხრა, რომ საქართველოს აქვს ძალიან დიდი პერსპექტივა და ეს პერსპექტივა აღმშენებლობის გზაზე გადის. პირველივე დღიდან, როცა ჩვენი პოლიტიკური პლატფორმა დავაფუძნეთ, ჩვენი მთავარი მიზანი იყო საქმის გარშემო გაგვეერთიანებინა რაც შეიძლება მეტი ადამიანი; უარი გვეთქვა დაპირისპირებაზე და მაქსიმალური კონსოლიდაცია საქმეზე გაგვეკეთებინა. აი ეს არის სწორედ სტრატეგია აღმაშენებლის შინაარსი, გვაქვს ბევრი პროექტი და გეგმა, მაგრამ რაც მთავარია, გვაქვს უშრეტი ენერგია, რომ დღე და ღამე ვიმუშაოთ იმისათვის, რომ ქვეყანა წინ წავიყვანოთ. ამ უშრეტ ენერგიას შემდეგი 27 საათის განმავლობაში გაჩვენებთ, ყოველ საათში ერთხელ ფეისბუქ ლაივის საშუალებით ნახავთ რა აქტივობა გვაქვს, მთელი საქართველო უნდა მოვიაროთ. 27 ნომერი 27 საათის განმავლობაში ტურნეს ვიწყებთ ბათუმიდან და მაქსიმალურად შევეცდებით მთელი საქართველო მოვიცვათ", — აღნიშნა ვაშაძემ.
პარტიის პრემიერობის კანდიდატის თქმით, სტრატეგია აღმაშენებელი გამარჯვების გზაზე მიდის
"სტრატეგია აღმაშენებელი გამარჯვების გზაზე მიდის და მე მაქვს თქვენი მხარდაჭერის იმედი. ბათუმიდან მივდივართ ოზურგეთში, სადაც შევხდებით ჩვენს მოხალისეებს და მოსახლეობას გავესაუბრებით. 15:00 საათზე კი ქუთაისში დიდი ღონისძიება გვექნება. დროა, ვაჩვენოთ ჩვენი ენერგია, თუ რა შეგვიძლია ჩვენი ქვეყნისთვის და სწორედ ამ ენერგიით გვინდა, რომ საბოლოო ჯამში გავიმარჯვოთ", — განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
-
-
-
გადახედვასაქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
კომენტარები