პარტია რეფორმერის თავმჯდომარე, თორნიკე ჯანაშვილი და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გიორგი ავაზაშვილი ისნის მოსახლეობას შეხვდნენ. ისნის ადგილობრივების პრობლემებს გაეცნენ და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.

რეფორმერის თავმჯდომარემ თორნიკე ჯანაშვილმა ამომრჩევლებს პარტიის საარჩევნო პროგრამა წარუდგინა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. ჯანაშვილი ამბობს, რომ მოსახლეობა ცვლილებების მოლოდინშია და გამოხატავს მხარდაჭერას ახალი პოლიტიკური ძალის მიმართ.

დღეს გვქონდა შეხვედრა ისნის რაიონის მოსახლეობასთან, მათ გავაცანით ჩვენი პარტიის საარჩევნო პროგრამა და სამომავლო გეგმები.

ამომრჩევლები არიან ცვლილებების მოლოდინში. მათთვის მნიშვნელოვანია არსებული გარემოს და პოლიტიკური რეალობის შეცვლა; იმ პრობლემების გადაჭრა, რაც აქამდე ვერ მოგვარდა. შეხვედრებზე განსაკუთრებით აქტიურობენ ახალგაზრდები. ისინი რეფორმერის აქტივობებში დიდი ინტერესით ერთვებიან. ჩვენ, ყველამ, ერთად უნდა შევქმნათ ჩვენი ქვეყნის მომავალი", — განაცხადა თორნიკე ჯანაშვილმა.

პარტიის ლიდერებმა ამომრჩეველს 31 ოქტომბერს არჩევნებზე მისვლისკენ და სწორი არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდეს.

რეფორმერის ამომრჩევლებთან შეხვედრები კორონაპანდემიის დადგენილი რეგულაციების და ნორმების დაცვით ტარდება.