პრორუსული პარტიის, პატრიოტთა ალიანსის ლიდერის, დავით თარხან-მოურავის განცხადებით, არავითარ კოალიციას მმართველ პარტიასთან არ შექმნის, თუ მამუკა მდინარაძე და ირაკლი კობახიძე იქნებიან იქ. თუმცა მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ ქართული ოცნების ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი გუნდს შეცვლის, მაშინ კოალიცია იქნება.

"არავითარი კოალიცია მდინარაძესა და კობახიძესთან არ შეიძლება მოხდეს. ჩვენ ვიმარჯვებთ ამ არჩევნებში. კოალიცია შუეძლებელია სააკაშვილთან, კობახიძესთან, მდინარაძესთან, ბოკერიასთან. ერთი და იგივე ხალხია ეს. კოალიციაში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ივანიშვილი შეცვლის ამ გუნდს, თუ ეს ხალხი დატოვებს მას და დაბრუნება ძველი, მებრძოლი ხალხი", — განაცხადა მან ტელეკომპანია ფორმულას ეთერში.

1 სექტემბერს ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივნმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი პატრიოტთა ალიანსთან კოალიციის შექმნას თეორიულადაც გამორიცხავს.