ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატის ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის ოლქში, გიგი წერეთელის თქმით, ზუგდიდში მიმდინარე მოვლენები არის უკიდურესი წერტილი, სადამდეც ქვეყანა მიიყვანა უმძიმესმა გაჭირვებამ და ხელისუფლებასა და კრიმინალს შორის გარიგებამ.

წერეთელმა აღნიშნა, რომ ახლა საჭიროა სიტუაციის განხმუხტვა და სამართალდამცავების პროფესიონალური მოქმედება, რათა არ დაზარალდეს არცერთი ადამიანი.

"ყველასთვის არის უაღრესად შემაშფოთებელი, პრაქტიკულად წარმოუდგენელი სიუჟეტი, რომელიც ვითარდება ეხლა ზუგდიდიში. ადამიანები არიან სერიოზლული საფრთხის ქვეშ, მძევლებად აყვანილი ქალაქის შუა ცენტრში.

ვფიქრობ, რომ უკიდურეს წერტილამდე მივედით, რადგან, ერთი ამის საფუძველი არის ძალინ მძიმე გაჭირვება და სიღარიბე, რომელიც სამწუხაროდ იწვევს სწორედ ასეთი ტიპის კრიმინალს და მეორე, არის თავად კრიმინალის დაუსჯელობა, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში არსებობდა, ამაზე ბევრჯერ გაკეთდა განცხადება, რომ კრიმინალთან ენის მოჩლექა, გარიგება, საარჩევნო პროცესებში შესვლა და შემდეგ ამ ვითარების მართვა. ეს ძალიან რთულია და წარმოუდგენელია პრაქტიკულად.

ამიტომ, დღეს, როცა გვაქვს ასეთი სიტუაცია, პირველ რიგში ამას სჭირდება განმუხტვა და პროფესიონალურად ჩატარება, არ უნდა დაზარალდნენ ადამიანები და სამართალდამცავებმა, ბუნებრივია უნდა გააკეთონ თავისი გასაკეთებელი, მაგრამ ამავდროულად, როცა ვსაუბრობთ ქვეყანაში გარდამტეხ ცვლილებებზე, ეს არის სწორედ ნაწილი ამ გარდამტეხი ცვლილებების, რომ ამგვარი ვითარება ქვეყანაში არ უნდა იყოს და არ უნდა იყოს ამის საფუძველი, რომელსაც დღეს ჩვენ ვხედავთ", — განაცხადა წერეთელმა.