პოლარიზებული მედია, მედიის კონტროლზე ორიენტირებული უწყებები — NDI-ის წინასაარჩევნო ანგარიში
ფოტო: John W. Tomac
ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) თანახმად, საქართველოს მედია გარემო რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი და მრავალფეროვანი, თუმცა მეტად პოლარიზებულია, რაც, შესაძლოა, მოქალაქეთა მიერ ინფორმირებული საარჩევნო გადაწყვეტილების მიღებაზე ახდენდეს გავლენას.
NDI-ის 2019 წლის დეკემბრის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების თანახმად, რესპონდენტთა 69 პროცენტმა განაცხადა, რომ ახალ ამბებს, ძირითადად, ტელევიზიის საშუალებით იგებენ, თუმცა იმავე გამოკითხვის თანახმად, მხოლოდ 32-მა პროცენტმა მიიჩნია, რომ ქართული სატელევიზიო მედია მიუკერძოებლად აშუქებს მოვლენებს.
არჩევნების დროს, პარტიებისთვის ტრადიციული მედია, განსაკუთრებით კი ტელევიზია, რეკლამების განთავსების მთავარ წყაროდ რჩება. მაშინ, როდესაც მოქალაქეებისთვის არჩევნებისა და პოლიტიკური მოვლენების შესახებ რეგულარული და სანდო ინფორმაციის მიღება განსაკუთრებით საინფორმაციო მნიშვნელოვანია, ჟურნალისტების საქმიანობაში ჩარევის შესახებ ბოლოდროინდელი ცნობები შეშფოთებას იწვევს. მათ შორისაა ისეთი ინციდენტები, როგორიცაა:
- საპროტესტო აქცია, რომლის გამოც პანკისში რადიო სადგური იძულებული გახდა დროებით შეეწყვიტა მაუწყებლობა;
- ბოლნისში ჟურნალისტის სიცოცხლის ხელყოფის მუქარა;
- ორი ძალადობრივი დაპირისპირება მარნეულში, რომლის დროსაც რეპორტიორიები და გადამღები ჯგუფის წევრები დაშავდნენ.
NDI-ის მიხედვით, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები შეშფოთებით აღნიშნავენ, რომ წარსულში მსგავსი ინციდენტების გამოძიება მიკერძოებულად წარიმართა. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ტრადიციული მედია [ტელევიზია, რადიო და ბეჭდური მედია] პოლიტიკური პარტიების მონაწილეობით ეროვნულ და ადგილობრივ დებატებს და გადაცემებს აწყობდნენ. თუმცა, NDI-ის თანახმად მედიის ბევრი წარმომადგენელი აცხადებს, რომ დებატებში ქართული ოცნების მონაწილეობის უზრუნველყოფა რთული იყო.
"მიუხედავად იმისა, რომ ქართულმა ოცნებამ საზოგადოებრივ მაუწყებელზე 15 ოქტომბერს გამართულ დებატებში მონაწილეობა მიიღო, როგორც ეროვნული, ასევე რეგიონული მედია საშუალებების უმეტესობა — განსაკუთრებით კი ისინი, რომლებსაც ოპოზიციურად ან ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილად მიიჩნევენ — აცხადებს, რომ მმართველმა პარტიამ თავიდან აირიდა ან სრულიად უგულებელყო მათ გადაცემებში მონაწილეობა", — წერია ანგარიშში.
NDI-ისთან საუბრისას სხვადასხვა ჩართულმა მხარემ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის, მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოს მიმართ უნდობლობა გამოხატა და განაცხადა, რომ კომისია პოლიტიკურად მიკერძოებულია და უფრო მეტად ოპოზიციური მედიის კონტროლზეა ორიენტირებული.
მხარეები აცხადებენ, რომ ამის ნაცვლად, მარეგულირებელი უცხო ქვეყნების მიერ გავრცელებული დეზინფორმაციის განეიტრალებასა და საქართველოს მედეგობის განვითარებაზე უნდა კონცენტრირდეს, განსაკუთრებით არჩევნების დროს.
რეკლამებთან და მედიასაშუალებების ჯარიმებთან დაკავშირებული ბოლოდროინდელი დავებიც იმის მანიშნებელია, რომ, შესაძლოა, მედიასაშუალებებსა და პოლიტიკურ პარტიებს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან შესაბამისი საკანანომდებლო ჩარჩოსა და რეგულაციების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღება სჭირდებათ.
"მიუხედავად იმ შიშებისა, რომელიც 2020 წლის ივლისში ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში განხორციელებულ ცვლილებებს მოჰყვა და რომელიც კომუნიკაციების კომისიას გარკვეულ დარღვევებში ბრალდებულ კომპანიებში ,"სპეციალური მმართველის" დანიშნვის უფლებამოსილებას ანიჭებს, ამ უფლებამოსილებას კომისია მხოლოდ შეზღუდულად იყენებს", — წერია ორგანიზაციის კვლევაში.
მაუწყებლები NDI-ისთან საუბარში აცხადებენ, რომ მათ მუშაობაში ჩარევას ან გამოძიებას საარჩევნო პერიოდში ადგილი არ ჰქონია, თუმცა კომისიისთვის მინიჭებულ ფართო დისკრეციულ უფლებებთან დაკავშირებით კვლავ შეშფოთებას გამოხატავენ.
საქართველოში სოციალური მედია ინფორმაციის მიღების მნიშვნელოვან წყაროდ ყალიბდება, რაც, თავის მხრივ, ონლაინ-მანიპულაციების მიმართ მოწყვლადობას ზრდის. მიუხედავად იმისა, რომ Facebook-მა — ქვეყანაში ყველაზე პოპულარულმა სოციალურმა ქსელმა — ახლახანს მასშტაბური შიდა დეზინფორმაციის ქსელები წაშალა, სხვა საშინაო და საგარეო გავლენის სქემები ჯერ კიდევ აქტიურია.
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისოს საზოგადოების (ISFED) ანგარიშის მიხედვით, ზაფხულში Facebook-ს საარჩევნო კამპანიისთვის 17 პოლიტიკური პარტია და მაჟორიტარობის 117 კანდიდატი იყენებდა. კანდიდატები Facebook-ს ამომრჩევლებთან პირდაპირი კომუნიკაციისთვის, საარჩევნო პროგრამების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთვის, ონლაინ დისკუსიების გასამართად და მათი სატელივიზიო გამოსვლებისა თუ ამომრჩევლებთან შეხვედრების ამსახველი ფოტოების გასაზიარებლად იყენებენ. თუმცა, ISFED-ის იმავე ანგარიშის მიხედვით, ანონიმური გვერდები როგორც მმართველი, ასევე სოციალური მედია და დეზინფორმაცია 3 ოპოზიციური პარტიების აქტიურ დისკრედიტაციას ეწევა. გამონაკლისია პატრიოტთა ალიანსი, რომელიც ამ ანონიმური გვერდების სამიზნეს არ წარმოადგენს. NDI-ს შეფასებით, ონლაინ სივრცეში მოქმედი ეს დისკრედიტაციული კამპანიები ქვეყნის შიგნიდან იმართება.
მათივე ანგარიშის მიხედვით, ოპოზიციის წინააღმდეგ წარმოებული კამპანია შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ კოორდინირებული და კარგად დაფინანსებულია. ამასთანავე ჩანს, რომ ამ გვერდების მმართველს სატელევიზიო არქივებზე მიუწვდება ხელი.
"მმართველი პარტიის მადისკრედიტირებელი გვერდები ნაკლებად ორგანიზებული ჩანს. ზოგიერთი სახის პოლიტიკური რეკლამა მიკრო-ტარგეტირებას ეფუძნება. მიკრო-ტარგეტირება მომხმარებლების პერსონალურ მონაცემებზე დაყრდნობით მათზე მორგებული, მათთვის მეტად დამაჯერებელი მესიჯების შემუშავების პრაქტიკას გულისხმობს", — წერია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ბიულეტენში.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მსგავსი რეკლამების შეზღუდული გავრცელება მათ მონიტორინგს, გამოვლენას და — მანიპულაციური ინფორმაციის შემთხვევაში — მათ განეიტრალებას ართულებს.
NDI-ის თანახმად, მიკრო-ტარგეტირების გავლენა არჩევნებზე ჯერ კიდევ არ არის სათანადოდ შეფასებული, თუმცა დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ მათი არსებობა მოსახლეობის დაბნევას უწყობს ხელს. აგვისტოში Facebook-ის რეკლამების ბიბლიოთეკის ამოქმედებამ კანდიდატების, მათი მხარდამჭერებისა და ანონიმური გვერდების მიერ მართული რეკლამების გამჭირვალობას შეუწყო ხელი.
ISFED-ის თანახმად, 4 აგვისტოდან 6 სექტემბრამდე კანდიდატების უმრავლესობა რეკლამებზე შესაბამისი დეკლარაციების განთავსების წესს იცავდა. ამის მიუხედავად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა — რომელიც კამპანიის დაფინანსების მონიტორინგზეა პასუხისმგებელი — აღნიშნა, რომ ონლაინ-ხარჯების შემოწმება რთულია, ნაწილობრივ იმიტომ, რომ პარტიებსა და კანდიდატებს თავიანთი ოფიციალური სოციალური მედიის გვერდების დეკლარირება არ ევალებათ. გარდა ამისა, აუდიტის სამსახურს ანონიმურ გვერდებზე გამოქვეყნებული რეკლამების განხილვის ან სანქცირების ინსტრუმენტი არ გააჩნია და უძნელდება კომუნიკაციის დამყარება Facebook-თან, რომელსაც საქართველოში წარმომადგენლობა არ აქვს.
ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ Covid-19-ის შესახებ დეზინფორმაცია კვლავ ფართოდაა გავრცელებული, ხოლო ახლოს მდებარე მთიან ყარაბაღში ახლახანს განახლებულმა ბრძოლებმა დეზინფორმაციის ახალი ნარატივები გააჩინა.
17 სექტემბრიდან 15 ოქტომბრამდე ორმა ქართულმა დამოუკიდებელმა, ფაქტების შემმოწმებელმა ორგანიზაციამ, რომლებიც Facebook-თან თანამშომლობენ, 46 ფართოდ გავრცელებული მცდარი პოსტი გამოავლინა და გააქარწყლა.
NDI-ის თანახმად, სომხური, აზერბაიჯანული და რუსული საინფორმაციო წყაროები ყარაბაღის კონფლიქტის მიმართ საქართველოს ქმედებებისა და დამოკიდებულების, ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ რეგიონებში განვითარებული მოვლენებისა და რეგიონული ვითარების შესახებ ყალბ ამბებს ავრცელებენ. ჩართული მხარეები აღნიშნავენ, რომ დაძაბულობის მზარდი ტენდენცია შეიმჩნევა როგორც ონლაინ, ასევე, რეალურ სივრცეში.
ფაქტების შემმოწმებელმა ორგანიზაციებმა აგრეთვე გამოავლინეს და გააქარწყლეს პატრიოტთა ალიანსის წევრების მიერ გავრცელებული ანტი-თურქული და განხეთქილების გამოწვევი განცხადებები. NDI-ს ანგარიშში, აგრეთვე, მოხვდა შემდეგი საკითხები:
- არსებული საკანონმდებლო მექანიზმების მიუხედავად, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისა (შშმ პირები) და ლგბტ თემის წარმომადგენლების პოლიტიკური წარმომადგენლობა კვლავ დაბალია;
- მიმდინარე მოწვევის პარლამენტის 150 წევრიდან მხოლოდ 21 წევრია ქალი, რაც სხვა ქვეყნებთან შედარებით ქალთა დაბალ პოლიტიკურ მონაწილეობაზე მიუთითებს.
NDI-ში აღნიშნავენ, რომ წინამდებარე ბიულეტენი 8 საერთაშორისო ექსპერტისგან შემდგარი გუნდის ანალიზს ეყრდნობა, რომლებიც, საქართველოში მყოფი თანაშემწეების დახმარებით, საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობას, წინასაარჩევნო კამპანიებს, პოლიტიკაში გენდერულ თანასწორობას და ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების ჩართულობას, მედიას და დეზინფორმაციას და საარჩევნო პროცესებზე კოვიდ-19-ის გავლენას ადევნებენ თვალს.
პირველი ბიულეტენი საარჩევნო ადმინისტრაციასა და საარჩევნო კამპანიის გარემოს ფარავდა. NDI საარჩევნო პროცესს მის დასრულებამდე დააკვირდება და არჩევნებიდან რამდენიმე დღეში ყოვლისმომცველ შეფასებას გამოაქვეყნებს.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერს გაიმართება.
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
-
შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით
-
რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად? რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად?
-
2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა
გადახედვა
-
იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო
გადახედვა
-
AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს
-
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
-
"ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა "ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა
გადახედვა
-
ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი და ახალი ინდუსტრიული რევოლუცია — როგორ იცვლება სამყარო? ხელოვნური ინტელექტი და ახალი ინდუსტრიული რევოლუცია — როგორ იცვლება სამყარო?
გადახედვა
-
სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის წესი დამტკიცდა სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის წესი დამტკიცდა
გადახედვა
-
უკრაინის მასშტაბით ელექტრომომარაგების საავარიო გათიშვა დაიწყო უკრაინის მასშტაბით ელექტრომომარაგების საავარიო გათიშვა დაიწყო
გადახედვა
-
მარია ზახაროვა ნიკოლოზ მჟავანაძეს ურჩევს, კლუნების ფონდ მიმართოს, რომ ლონდონის სანქციებისგან დაიცვან მარია ზახაროვა ნიკოლოზ მჟავანაძეს ურჩევს, კლუნების ფონდ მიმართოს, რომ ლონდონის სანქციებისგან დაიცვან
გადახედვა
-
ტვინის კონფიდენციალურობა შეიძლება წარსულს ჩაბარდეს — AI "აზრების წაკითხვას" სწავლობს ტვინის კონფიდენციალურობა შეიძლება წარსულს ჩაბარდეს — AI "აზრების წაკითხვას" სწავლობს
გადახედვა
-
10 ფილმი, რომლებსაც ოქტომბერში უნდა უყურო 10 ფილმი, რომლებსაც ოქტომბერში უნდა უყურო
გადახედვა
-
მასწავლებლის ეროვნული პრემია — რამდენს დახარჯავს განათლების სამინისტრო მასწავლებლის დღის ღონისძიებისთვის? მასწავლებლის ეროვნული პრემია — რამდენს დახარჯავს განათლების სამინისტრო მასწავლებლის დღის ღონისძიებისთვის?
გადახედვა
კომენტარები