ძალადობა, დაშინებები, ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვა — NDI წინასაარჩევნო გარემოს აფასებს
ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge
ფიზიკური ძალადობა, დაშინებები, ამომრჩეველთა შესაძლო მოსყიდვა — ეს ის ძირითადია ჩამონათვალია დარღვევებისა, რომელიც NDI-ს წინასაარჩევნო ბიულეტენში მოხვდა. NDI-ს თანახმად, ქართული ოცნების შემოსავლები და დანახარჯები ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, ევროპული საქართველოს, ლელოს, სტრატეგია აღმაშენებლისა და პატრიოტთა ალიანსის შემოსავლებსა და დანახარჯებს იმავე პერიოდში მნიშვნელოვნად აჭარბებს.
ასევე, სხვადასხვა ჩართული მხარე NDI-ისთან საუბრისას ფიზიკური ძალადობის, დაშინებისა და ამომრჩეველთა ხმების მოსყიდვის სავარაუდო შემთხვევებზე მუდმივად ამახვილებს ყურადღებას. NDI-ში განმარტავენ, რომ რამდენიმე საჩივარს დეტალური დოკუმენტაცია ახლავს თან, თუმცა უმეტესობა დამოუკიდებელი გადამოწმებისთვის საკმარისად დასაბუთებული არ არის.
წინასაარჩევნო ბიულეტენში ვკითხულობთ, რომ სხვადასხვა ჩართული მხარე და მედია პარტიის წევრებზე, აქტივისტებზე, მხარდამჭერებსა და ჟურნალისტებზე თავდასხმების შესახებ, მათ შორის საარჩევნო კამპანიისა და საარჩევნო კომისიის საქმიანობის შეფერხების შესახებ საუბრობს. რამდენიმე საქმეზე სავარაუდო დამრღვევები დაკავებულები არიან ან მიმდინარეობს გამოძიება. თუმცა, ზოგიერთი მხარე აცხადებს, რომ ხშირად მსხვერპლი ანგარიშსწორების შიშისა და სასამართლოს დამოუკიდებლობისადმი უნდობლობის გამო — რომელიც განპირობებულია წარსულში სასამართლოს მიერ დაწესებული არასათანადო სანქციებითა და დაგვიანებული რეაგირებით — სამართლებრივი დაცვის საშუალებების გამოყენებისგან თავს იკავებს.
8 ოქტომბრის მდგომარეობით, ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) 49 პოლიტიკური პარტიისა და 2 საარჩევნო ბლოკის პარტიულ სიებს ამოწმებს. ანგარიშში წერია, რომ მაჟორიტარობის კანდიდატების ჯამური მონაცემების ანალიზი, ჯერჯერობით, ხელმისაწვდომი არ არის.
3 სექტემბერს პარლამენტმა სისხლის სამართლისა და საარჩევნო კოდექსებში ცვლილება შეიტანა და ამომრჩევლებზე ზეწოლის ან მათი იძულების ფაქტებზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგეbლობა დააწესა. NDI-ში ამ ნაბიჯს პოზიტიურად აფასებენ, თუმცა NDI-სთან საუბარში სხვადასხვა მხარეებმა აღნიშნეს, რომ მთავარი გამოცდა ამ წესების მიუკერძოებელი აღსრულება იქნება.
ორგანიზაციაში შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებები საკმაოდ გვიან შევიდა, ამ ეტაპისთვის ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნებისთვის ეფექტიანად და ვადების დაცვით ემზადება.
"მეტი ჩართულობისა და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად ცესკომ თანმიმდევრული ნაბიჯები გადადგა", — აცხადებენ NDI-ში.
7 ოქტომბრის მონაცემებით, ცესკომ 72 ადგილობრივი სადამკვირვებლო ჯგუფი დაარეგისტრირა. ჩართული მხარეები სადამკვირვებლო სივრცის ასეთ მრავალფეროვნებას პოზიტიურად აფასებენ, თუმცა ბევრი საუბრობს იმაზე, რომ ზოგიერთი სადამკვირვებლო ჯგუფი, რომელიც მიუკერძოებელი უნდა იყოს, სხვადასხვა პარტიასთან არის დაკავშირებული, ან საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობის ხელის შეშლას ცდილობს. მათ წუხილი გამოთქვეს, რომ ამ ჯგუფებმა, შესაძლოა, მიუკერძოებელი ჯგუფების საქმიანობის მიმართ ნდობა შეარყიონ.
დამატებით, სამოქალაქო საზოგადოება და ოპოზიციური პარტიები კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ მთავრობის მზაობას, აღასრულოს რეგულაციები, რომელიც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, ამომრჩევლების დაშინებასა და მოსყიდვას ეხება. სავარაუდო დარღვევები ძირითადად შემდეგი ტიპის შემთხვევებს მოიცავს:
საჯარო მოხელეების მიერ მმართველი პარტიის კანდიდატების სასარგებლოდ კამპანიაში მონაწილეობა, საჯარო სექტორში დასაქმებულებზე ან სოციალური დახმარების მიმღებ ადამიანებზე ზეწოლა, რომ მხარი დაუჭირონ მმართველ პარტიას, ან სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული დახმარების იმგვარად გაცემა, რომელიც, შესაძლოა, კამპანიის აქტივობად იქნას აღქმული. ქართული ოცნება უარყოფს და დაუსაბუთებელს უწოდებს მსგავს ბრალდებებს, ზოგ შემთხვევაში კი აცხადებს, რომ Covid-19 პანდემიის პირობებში ეკონომიკური სირთულეების დაძლევისთვის პირდაპირი დახმარების გაცემა აუცილებელია.
ბიულეტენი ეყრდნობა 8 საერთაშორისო ექსპერტისგან შემდგარი გუნდის ანალიზს, რომლებიც საქართველოში მყოფი თანაშემწეების დახმარებით, საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობას, წინასაარჩევნო კამპანიებს, პოლიტიკაში გენდერულ თანასწორობას და ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების ჩართულობას, მედიას და დეზინფორმაციას და საარჩევნო პროცესებზე კოვიდ-19-ის გავლენას ადევნებენ თვალს.
31 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეები ახალ პარლამენტს აირჩევენ, რომელიც პროპორციული სისტემით არჩეული 120 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 30 პარლამენტის წევრისაგან შედგება.
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
სიდნეის ოპერის თეატრის სახურავზე ბეტმენი გამოჩნდა, რომელიც რობერტ პატინსონი არ ყოფილა სიდნეის ოპერის თეატრის სახურავზე ბეტმენი გამოჩნდა, რომელიც რობერტ პატინსონი არ ყოფილა
გადახედვა
-
რევაზ სოხაძე: ჩვენზე მეტად არავინ ნერვიულობს და განიცდის იმ პრობლემებზე, რაც განათლების სექტორშია რევაზ სოხაძე: ჩვენზე მეტად არავინ ნერვიულობს და განიცდის იმ პრობლემებზე, რაც განათლების სექტორშია
გადახედვა
კომენტარები