იდუმალებით მოცულ ახალ ვიდეოში კერკეტი კაკალის (Die Hard) მსახიობმა ბრიუს უილისმა ჯონ მაკკლეინის როლში დაბრუნდა გვამცნო.

როდესაც 1988 წელს პირველი კერკეტი კაკალი კინოთეატრებში გამოვიდა, ის თავისი დროის მძაფრსიუჟეტიანი ფილმების წინააღმდეგ წავიდა და მთავარ როლში ისეთი მსახიობი აიყვანა, რომელსაც გიგანტური კუნთები არ ჰქონდა — შედეგად კი უილისი ჟანრის საკულტო შემსრულებელი გახდა და მთელი ახალი ფრენჩაიზიც შეიქმნა.

სამწუხაროდ, A Good Day to Die Hard, ფრენჩაიზის ბოლო ფილმი, 2013 წელს გამოვიდა და მკაცრად გაკრიტიკდა. ბოლო წლებში მუშაობა მიმდინარეობდა მეექვსე ფილმზე, რომელიც უნდა ყოფილიყო პრიქველი/სიქველი სახელით McClane. დისნეისა და Fox-ის გარიგებამ მოგვიანებით ეს ფილმი გაურკვეველ მდგომარეობაში დატოვა, თუმცა კერკეტი კაკალის გარშემო არსებული ბურუსის მიუხედავად, ახალი ვიდეო იმაზე მეტყველებს, რომ უილისი ფრენჩაიზში რაღაც ფორმით ბრუნდება.

გუშინ, 18 ოქტომბერს, ბრიუსის შვილმა რუმერ უილისმა თავის ტვიტერზე ძალიან მოკლე ვიდეო დაპოსტა ჰეშთეგით #DieHardisback ("კერკეტი კაკალი ბრუნდება"). ვიდეოში ასაკოვანი უილისი (ან ჯონ მაკკლეინი) ჩანს შემდეგ ფრაზებთან ერთად: "როგორც კი ამბავი მთავრდება. იწყება ახალი". იხილეთ სრული ვიდეო:

მიუხედავად იმისა, რომ მისი ხანგრძლივობა სულ რაღაც 15 წამია, ვიდეო ცნობისმოყვარეობაში გვტოვებს — კერკეტი კაკალის ფანებს კი, ალბათ, აღტაცებაში, რადგან ისინი საკულტო როლში უილისს რაღაც ფორმით ისევ იხილავენ.

განახლება: აღმოჩნდა, რომ ფრენჩაიზი DieHard-ის ბრენდის მანქანის ბატარეების რეკლამას აკეთებდა. ორწუთიან რეკლამაში უილისი მაკკლეინის პერსონაჟის როლში ბრუნდება სახიფათო მისიით — იშოვოს ახალი ბატარეა თავისი "გარდაცვლილი" მანქანისთვის. ის ავტონაწილების მაღაზიის მინას ამტვრევს, შემდეგ კი ვენტილაციაში ხოხიალისა და მრავალი ტყვიის აცილების შედეგად თავის მანქანას უბრუნდება და "აცოცხლებს" მას.

ცხადია, კლიპში ფრენჩაიზის რამდენიმე ისტერ-ეგია, მათ შორის მაკკლეინის ლიმუზინის მძღოლი, არგაილი, და სცენა, რომელშიც მაკკლეინი მოწინააღმდეგეს მანქანის ბატარეების საკუთარი ბრენდით შემოსცხებს თავში. რეკლამის ბოლოს არგაილი ამბობს "Yippee ki yay", რაზეც მაკკლეინი პასუხობს: "ჰეი, მოიცა, ეს ჩემი ფრაზაა!"

იხილეთ სრული რეკლამა: