ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ ახალუბანში სიტუაციის პროვოცირება არა მათ, არამედ ევროპულმა საქართველომ მოახდინა. ორივე პარტია ამტკიცებს, რომ დაპირისპირების მიზეზი მათი პლაკატების ჩამოხევა და ოპონენტების ფოტოების გაკვრა გახდა.

"ოცნების" წარმომადგენლის თქმით, ევროპული საქართველოს წევრი ადგილობრივებს იარაღით დაემუქრა. თავის მხრივ, ევროპულ საქართველოში ამბობენ, რომ მათ 6 ადამიანი დახვდათ, რომლებმაც გამოიწვიეს პროვოკაცია და ჩხუბი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.