ლელოს 28 მაჟორიტარობის კანდიდატიდან 14 სამეწარმეო საქმიანობაშია ჩართული — TI
ფოტო: ლელო
საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს ინფორმაციით, ლელოს მიერ წარდგენილი 28 მაჟორიტარობის კანდიდატიდან 14 სამეწარმეო საქმიანობაშია ჩართული. აღნიშნული 14 კანდიდატი 73 კომპანიასთან არის დაკავშირებული.
ორგანიზაციამ კანდიდატების სამეწარმეო საქმიანობა და შემოწირულობები 2012 წლიდან 2020 წლის 13 ოქტომბრამდე შეისწავლა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ისინი მოკლებული არიან შესაძლებლობას, შეამოწმონ, არის თუ არა კვლევაში ნახსენები კომპანიები აქტიური, რადგან ამ მიზნისთვის საჭირო ინფორმაცია საგადასახადო საიდუმლოებაა.
ანგარიშის მიხედვით, 6-მა კანდიდატმა, მათმა ოჯახის წევრებმა და ბიზნეს პარტნიორებმა 2019-2020 წლებში საზოგადოებრივ მოძრაობა ლელოს და პარტიას ლელო საქართველოსთვის ჯამში 419 950 ლარი შესწირეს. ყველაზე მსხვილი პირადი შემოწირულობა გაიღო საბა ბუაძემ — 60 000 ლარი. პირადი შემოწირულობა არ გაუღია ბადრი ჯაფარიძეს, თუმცა მისმა ბიზნესპარტნიორებმა ლელოს 311 000 ლარი შესწირეს. დანარჩენ შემომწირველებს რაც შეეხება, ესენი არიან: ლანა გალდავა, ფიქრია ჩიხრაძე, ვახტანგ ვახტანგაშვილი და გიგლა მიქაუტაძე.
TI-ის ინფორმაციით, 7 კანდიდათან ამჟამად დაკავშირებულმა კომპანიებმა სახელმწიფო შესყიდვების გზით 1 156 881 ლარის საბიუჯეტო თანხები და 3 033 996 ლარის საერთაშორისო დონორის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი თანხები მიიღეს. ეს კანდიდატები არიან: ლევან კობერიძე, ბადრი ჯაფარიძე, სოსო ლიპარტელიანი, ირაკლი ტალახაძე, თორნიკე ართქმელაძე, კახა კოჟორიძე და ანა ბიბილაშვილი.
ორგანიზაციის ცნობით, 1 კანდიდატის შემთხვევაშისაჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მოთხოვნები დაირღვა. ლევან კობერიძემ საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსით შევსებულ ბოლო ქონებრივ დეკლარაციაში მისი ბიზნესკავშირები სრულად არ ასახა.
ანგარიშის მიხედვით, 10 კანდიდატი სამეწარმეო საქმიანობას არ ეწევა და პოლიტიკური შემოწირულობა არ განუხორციელებია, ესენი არიან: ჯამბულ ხოზრევანიძე, გიორგი ჭელიძე, თამარ ბელქანია, გიორგი ბარამია, ეკა ქვლივიძე, მურად მურადოვი, გრიგოლ გეგელია, ანა ნაცვლიშვილი, ნიკა ჩერქეზიშვილი და ანი მიროტაძე.
ცალკეული კანდიდატების სამეწრამეო საქმიანობა
რაც შეეხება ცალკეულ კანდიდატებს, ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ბადრი ჯაფარიძე, საბურთალოს მაჟრიტარობის კანდიდატი სამეწარმეო საქმიანაობაში აქტიურად არის ჩართული. ის დაკავშირებული არის 36 კომპანიასთან, რომლებმაც 2015-2020 წლებში სახელმწიფო შესყიდვებიდან 186 314 ლარი საბიუჯეტო თანხები მიიღეს და 3 033 996 ლარი საერთაშორისო დონორების მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი დაფინანსება.
ორგანიზაციის ცნობით, შპს გეოპლანტმა, რომლის 26% წილი მფლობელი ბადრი ჯაფარიძეა, 2016-2020 წლებში 58 576 ლარის ღირებულების 5 ტენდერში და 1 კონსოლიდირებულ ტენდერში გაიმარჯვა. გარდა ამისა, 2012-2019 წლებში კომპანიამ 56 705 ლარის ღირებულების 18 პირდაპირი კონტრაქტი მიიღო.
შპს ახალმა სამშენებლო კომპანიამ, რომლის 26,9% წილის მფლობელია ჯაფარიძე, 2019 წელს 3 033 996 ლარის ღირებულების ტენდერი მოიგო.
შპს როიალ ხვანჭკარამ, რომლის 48,6% წილის მფლობელია ჯაფარიძე, 2015-2019 წლებში 13 460 ლარის ღირებულების 8 მცირე პირდაპირი კონტრაქტი მიიღო.
შპს ეიჩ-არ-სი თბილისმა, რომლის 13,6% წილის მფლობელია ჯაფარიძე, 2017-2018 წლებში 14 208 ლარის საერთო ღირებულების 4 პირდაპირი კონტრაქტი მიიღო.
შპს ვაზისუბნის მამულმა, რომლის 50% წილის მფლობელია ჯაფარიძე, 2019 წელს 765 ლარის 1 პირდაპირი კონტრაქტი მიიღო.
TI-ს განცხადებით, ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი, ლევან კობერიძე, ასევე, ჩართულია სამეწარმეო საქმიანობაში. კობერიძე და მისი მეუღლე, სოფიო მოსიძე დაკავშირებული არიან 5 კომპანიასთან.
ლევან კობერიძემ პარლამენტის წევრის სტატუსით ბოლო დეკლარაცია 2020 წლის იანვარში შეავსო, სადაც მან შშს ბისიბი არ ახსენა, რომლის 10%-საც შშს branding.ge ფლობს. branding.ge-ის 100%-იანი წილის მფლობელი სწორედ კობერიძეა.
ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატმა 2016 წელს ქართულ ოცნებას 55 000 ლარი შესწირა. 2012-2017 წლებში შპს branding.ge-მ სახელმწიფოსგან 30 503 ლარის ღირებულების 5 გამარტივებული შესყიდვა მიიღო.
პაატა ცივაძე, ქობულეთის მაჟორიტარობის კანდიდატი სამეწარმეო საქმიანობაში აქტიურად არის ჩართული და 7 კომპანიის წილებს ფლობს, ან იკავებს დირექტორის პოზიციას.
ცივაძე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ბათუმის #68 საარჩევნო ოლქში პატრიოტთა ალიანსის მაჟორიტარობის კანდიდატი იყო და პარტიას 1 500 ლარი შესწირა.
ირაკლი ტალახაძე, თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარობის კანდიდატი 3 კომპანიის წილებს ფლობს და ამ კომპანიებში დირექტორის პოზიციას იკავებს.
სოსო ლიპარტელიანი, ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარობის კანდიდატი 5 კომპანიის წილის მფლობელი ან დირექტორია.
ლიპარტელიანი თავად არ არის პოლიტიკური შემომწირველი, თუმცა მისი ბიზნესპარტნიორი შპს აი ჯი სის 50%-ის მფლობელმა ვლადიმერ ბაკურაძემ 2012 წელს ერთიან ნაციონალურ მოძრაობას 50 000 ლარი შესწირა.
თორნიკე ართქმელაძე, სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მაჟორიტარობის კანდიდატი, სამეწარმეო საქმიანობაში ჩართულია და წილებს 4 კომპანიაში ფლობს.
ლევან სამუში, დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატი სამეწარმეო საქმიანობაში ჩართულია და 3 კომპანიასთან არის დაკავშირებული.
გიგლა მიქაუტაძე, გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი სამეწარმეო საქმიანობაში ჩართულია და 2 კომპანიასთან არის დაკავშირებული. ის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე იყო.
მიქაუტაძემ 2020 წელს ლელოს 1 450 ლარი შესწირა.
საბა ბუაძე, მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატი სამეწარმეო საქმიანობაში ჩართული არ არის. მან 2019 წელს საზოგადოებრივ მოძრაობა ლელოს 30 000 ლარი შესწირა, 2020 წელს კი პარტიას ლელო საქართველოსთვის — 30 000 ლარი.
ლანა გალდავა, ისნის მაჟორიტარობის კანდიდატი სამეწარმეო საქმიანობაში ჩართული არ არის. მან ლელოს 2020 წელს 15 000 ლარი შესწირა.
ფიქრია ჩიხრაძე, სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი სამეწარმეო საქმიანობაში ჩართული არ არის. 2020 წელს მან ლელოს 10 000 ლარი შესწირა, 2012 წელს ახალ მემარჯვენეებს კი 6 000 ლარი.
ჩიხრაძე 1995-2008 წლებში პარლამენტის წევრი იყო.
ირაკლი კუპრაძე, ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი ინდივიდუალური მეწარმეა.
კახა კოჟორიძე, ხაშურისა და ქარელის მაჟორიტარობის კანდიდატი შპს კოჟორიძე იურიდიული და ბიზნეს კონსალტინგის 50%-ის მფლობელია.
კოჟორიძე 2015-2018 წლებში პრეზიდენტის მრჩეველი იყო.
პაპუნა კობერიძე, გორისა და კასპის მაჟორიტარობის კანდიდატი სამეწარმეო საქმიანობაში ჩართულია. ის კომპანიის შპს პაგი + 50%-ს ფლობს, შპს დარიალის კი 34%-ს.
კობერიძე 2015 წელს გორის საკრებულოს თავმჯდომარე იყო.
მალხაზ ვახტანგაშვილი, მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მაჟორიტარობის კანდიდატი სამეწარმეო საქმიანობაში ჩრთული არ არის. 2020 წელს მან ლელოს 2 500 ლარი შესწირა.
ვახტანგიშვილი 2012-2016 წლებში პარლამენტის წევრი იყო.
ანა ბიბილაშვილი, ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონის და ბაღდათის მაჟორიტარობის კანდიდატი შპს ET-ის დირექტორია და 100%-ის მფლობელი.
გიორგი სიორიძე, ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარობის კანდიდატი შპს ინთერნეიშენელ ჯორჯიან გრუფის 22%-ის მფლობელი და დირექტორია. ასევე, შპს ონლაინ კაზინო ჯერმანის 45%-ის მფლობელი.
ალექსანდრე ახვლედიანი, ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი შპს ენგური ა.ა თრეველ ტურის დირექტორი და 100%-ის მფლობელია.
ახვლედიანი 2005-2008 წლებში სამეგრელოში გუბერნატორის მოადგილე იყო.
კანონმდებლობის თანახმად, პარლამენტის წევრს უფლება არ აქვს ეკავოს რაიმე თანამდებობა საჯარო სამსახურში ან ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას, თუმცა ის შეიძლება ფლობდეს აქციებს, წილს და სხვა ქონებას.
ასევე, პარლამენტის წევრს უფლება არ აქვს უშუალოდ განახორციელოს არაერთჯერადი საქმიანობა მოგების მიზნით მატერიალური ფასეულობებისა და ფინანსური საშუალებების სამართავად.
გაიგე მეტი:
- ლეიბორისტული პარტიის მაჟორიტარობის 10 კანდიდატიდან 3 სამეწარმეო საქმიანობაშია ჩართული — TI
- სტრატეგია აღმაშენებლის მაჟორიტარობის 2 კანდიდატი 4 კომპანიასთან არის დაკავშირებული — TI
- პატრიოტთა ალიანსის მაჟორიტარობის 29 კანდიდატიდან 14 სამეწარმეო საქმიანობას ეწევა — TI
- ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის 20 კანდიდატიდან 7 სამეწარმეო საქმიანობას ეწევა — TI
- გირჩის 6 მაჟორიტარი კანდიდატიდან 4 სამეწარმეო საქმიანობაშია ჩართული — TI
- ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატების ნახევარზე მეტი სამეწარმეო საქმიანობაშია ჩართული — TI
- ძალა ერთობაშიას მაჟორიტარობის კანდიდატების ნახევარზე მეტი ჩართულია სამეწარმეო საქმიანობაში — TI
-
Turbo — კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე Turbo — კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
-
MySpace ბრუნდება? — ყველაფერი, რაც ამ დროისთვის ვიცით MySpace ბრუნდება? — ყველაფერი, რაც ამ დროისთვის ვიცით
გადახედვა
-
Volvo 365 — ერთი წელი ავტომობილთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე Volvo 365 — ერთი წელი ავტომობილთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
-
ტექნოლოგიებიდან მუსიკამდე — გაიცანით სხვადასხვა ინდუსტრიის პირველი მილიარდერები ტექნოლოგიებიდან მუსიკამდე — გაიცანით სხვადასხვა ინდუსტრიის პირველი მილიარდერები
გადახედვა
-
დიემჯი ჯგუფი ლაგუნა ვერეს, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს დიემჯი ჯგუფი ლაგუნა ვერეს, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
-
შექსპირის თეატრში Game of Thrones:The Mad King-ის პრემიერა შედგა — ნახეთ ფოტოები შექსპირის თეატრში Game of Thrones:The Mad King-ის პრემიერა შედგა — ნახეთ ფოტოები
-
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
-
გამოავლინეს 3 ფაქტორი, რომლებიც დემენციის 13 წლით გადავადებასთანაა დაკავშირებული გამოავლინეს 3 ფაქტორი, რომლებიც დემენციის 13 წლით გადავადებასთანაა დაკავშირებული
გადახედვა
-
ChatGPT უფასო ვერსიის მომხმარებლებს შეუზღუდავ ტექსტურ ჩატებს სთავაზობს ChatGPT უფასო ვერსიის მომხმარებლებს შეუზღუდავ ტექსტურ ჩატებს სთავაზობს
გადახედვა
-
იაპონიაში ისე ცხელა, რომ ზოოპარკში ცხოველები იხოცებიან იაპონიაში ისე ცხელა, რომ ზოოპარკში ცხოველები იხოცებიან
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მეცნიერებმა ახალი ვირუსები შექმნეს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მეცნიერებმა ახალი ვირუსები შექმნეს
გადახედვა
-
სიცილიის სანაპიროსთან ძველი რომაული ხომალდის ნაშთები აღმოაჩინეს სიცილიის სანაპიროსთან ძველი რომაული ხომალდის ნაშთები აღმოაჩინეს
გადახედვა
-
MOB Burgers X Sio Print ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი MOB Burgers X Sio Print ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
სეს-მა გორში ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა სეს-მა გორში ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა
გადახედვა
-
ახალი ცოდნა ყოველთვის ღირებული ინვესტიციაა — საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, ლუკა ბესტავაშვილის ისტორია ახალი ცოდნა ყოველთვის ღირებული ინვესტიციაა — საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, ლუკა ბესტავაშვილის ისტორია
-
BMG: მთავრობამ გზების მოვლა-პატრონობის კომპანია შექმნა BMG: მთავრობამ გზების მოვლა-პატრონობის კომპანია შექმნა
გადახედვა
-
2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის საქმეზე პროკურატურამ სამ პირს, მათ შორის ნიკა მელიას თანაპარტიელებს, ბრალი წარუდგინა 2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის საქმეზე პროკურატურამ სამ პირს, მათ შორის ნიკა მელიას თანაპარტიელებს, ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
თბილისის აეროპორტში თვითმფრინავის ბორტზე ქურდობისთვის ჩინეთის ორი მოქალაქე დააკავეს თბილისის აეროპორტში თვითმფრინავის ბორტზე ქურდობისთვის ჩინეთის ორი მოქალაქე დააკავეს
გადახედვა
-
ბაზისბანკი აკვა მასტერს ალიანსის გენერალური მხარდამჭერია ბაზისბანკი აკვა მასტერს ალიანსის გენერალური მხარდამჭერია
-
OnlyMarms — რატომ დარეგისტრირდნენ ვირზაზუნები OnlyFans-ზე? OnlyMarms — რატომ დარეგისტრირდნენ ვირზაზუნები OnlyFans-ზე?
გადახედვა
-
რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
გადახედვა
კომენტარები