1991 წელს, დამოუკიდებლობის დაბრუნებასთან ერთად საქართველოში მცხეთობის დღესასწაული აღდგა. ყოველი წლის 14 ოქტომბერი მას შემდეგ დასვენების დღედაა გამოცხადებული და მართმადიდებლური ეკლესია სვეტიცხოვლობას საკათედრო ტაძარში აღნიშნავს.

წირვის შემდეგ, მცხეთის ქუჩებში სახალხო სეირნობები და სხვადასხვა ღონისძიებები ღამემდე იმართება ხოლმე, თუმცა, წელს, კორონავირუსის პანდემიის გამო საზეიმო წირვა მხოლოდ სვეტიცხოველში აღინიშნება. ქრისტიანული ლეგენდის მიხედვით, სვეტიცხოველი იმ ადგილასაა აშენებული, სადაც ქრისტეს ჩამოტანილი კვართი იყო დაკრძალული.

გთავაზობთ ეროვნული ბიბლიოთეკის საიტზე მოძიებულ ფოტოებს, რომელშიც მცხეთის წინა საუკუნეების ცხოვრებაა ასახული. მათი დიდი ნაწილი მე-19 საუკუნეში რუსი ფოტოგრაფის, დიმიტრი ერმაკოვის მიერაა გადაღებული, მათი ნაწილი კი კერძო კოლექციიდანაა, რომელიც ციფრული ფოტომატიანეში ინახება.

1. სვეტიცხოველი ზაჰესის მშენებლობისა და მცხეთის ხედის ფონზე, 1925 წელი

2. მცხეთის საფოსტო სადგური, წელი უცნობია

ფოტო: დიმიტრი ერმაკოვი

3. ქუთაისის საავტომობილო ქარხნის თანამშრომლების ექსკურსია მცხეთაში, 1986 წელი

ფოტო: ლამარა გიორგაძე

4. ქართველი მომლოცველები ტრაპეზის დროს ხატობის დღესასწაულზე, 1896 წლის 1 ოქტომბერი

ფოტო: დიმიტრი ერმაკოვი

5. რუსი დედოფლის, მარია თეოდორეს ასულის სტუმრობა სვეტიცხოველში, 1892 წლის 1 მაისი

ფოტო: დიმიტრი ერმაკოვი

6. მცხეთა, სვეტიცხოველი, წელი უცნობია

ფოტო: ელეფთერ ლაფაჩი

7. მის საიმპერატორო აღმატებულ თავადის ქალ ქსენია ალექსანდროვნასათვის საქართველოს სათავადაზნაუროსგან ნაჩუქარი ყარაბახის ჯიშის ცხენი. 1892 წლის 1 მაისი

ფოტო: მანანა ქუთათელაძე

8. მთის ხედი გვირაბის შესასვლელიდან

ფოტო: დიმიტრი ერმაკოვი

9. ქრისტეს კვართის დაფვლის ადგილი, მცხეთა

ფოტო: დიმიტრი ერმაკო

10. სვეტიცხოველი

11. ციხე და კოშკი მცხეთასთან ახლოს, მე-19 საუკუნე

ფოტო: ბაადურ ქობლიანიძე

12. მკითხველები მცხეთის ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში, თარიღი უცნობია