ილიაუნის სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტმა ოქსფორდის უნივერსიტეტის გრანტი მოიპოვა
ფოტო: Tamar Tata Tsopurashvili / Facebook
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ თამარ ცოფურაშვილის მიერ მომზადებულმა კვლევითმა პროექტმა — არისტოტელიზმი აღმოსავლეთ და დასავლეთ საქრისტიანოში ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში — მეცნიერებისა და რელიგიის ახალი ჰორიზონტები ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში გაიმარჯვა და ჯონ ტემპლტონის ფონდმა ორი წლით (2020-2022) დააფინანსა.
კვლევითი პროექტი მიზნად ისახავს არისტოტელეს ლოგიკურ შრომაზე Peri Hermeneias ორი კომენტარის, 18-ე საუკუნით დათარიღებული ქართულენოვანი თარგმანის კრიტიკული გამოცემის მომზადებას და მათ ფილოსოფიურ შესწავლას არისტოტელეს ამავე ტექსტზე არსებულ ლათინურენოვან კომენტარებთან შედარების გზით, ლათინი ავტორების მიერ დამუშავებული ფილოსოფიურ-თეოლოგიური თეორიების სავარაუდო გავლენების ნათელსაყოფად.
თამარ ცოფურაშვილი გვესაუბრა პროექტის სამეცნიერო ღირებულებასა და ფოკუსზე და აღნიშნა, რომ მიზანი ტექსტის ფილოლოგიურ-ისტორიული და ფილოსოფიური კუთხით შესწავლაა.
"აღნიშნული პროექტი სამეცნიერო თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, რადგან საქმე ეხება ხელნაწერს, რომელიც ჯერ გამოქვეყნებული არ არის და კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში მანუსკრიპტის სახით ინახება. პროექტის ფარგლებში მომზადდება როგორც ამ ორი კომენტარის კრიტიკული გამოცემა ხელნაწერების საფუძველზე კრიტიკული ტექსტის დადგენის შემდეგ, ასევე მოხდება მათი შინაარსობრივი შესწავლა. ამდენად, კვლევითი პროცესი გულისხმობს ტექსტების როგორც ფილოლოგიურ-ისტორიული მხარის, ისე ფილoსოფიური ნაწილის შესწავლასაც. ფილოლოგიური კუთხით პროექტის კონსულტანტია და ტექსტის დამუშავებაში ჩართულია ხელნაწერთა ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, მაია რაფავა. მასთან ჩვენ პროექტის 2 წლიან მოსამზადებელ საფეხურზეც ვთანამშრომლობდით", — გვეუბნება თამარ ცოფურაშვილი.
თამარ ცოფურაშვილმა საკვლევი პროექტის შემდეგ ეტაპებზეც ისაუბრა. როგორც ამბობს, პირველ რიგში უნდა დადგინდეს, კომენტარების ორიგინალი და შეუდარდეს დავით უძლეველის სომხურენოვან კომენტარს, რომელიც ერთი თარგმნილი კომენტარის ავტორადაა მითითებული, ხოლო მეორე თარგმნილი კომენტარის ავტორი კი კვლევის ამ ეტაპზე დაუდგენელია.
"ქართულენოვანი თარგმანი და კომენტარები, რომლებსაც შევისწავლით, მე-18 საუკუნისაა. მე-6 საუკუნით თარიღდება არისტოტელეს ამ ტექსტის პირველი ლათინური თარგმანი და კომენტარები, რომლებიც ბოეციუსს ეკუთვნის და რომლებიც საფუძვლად უდევს ლათინი ავტორების მიერ შემდგომ საუკუნეებში ამ ტექსტზე დაყრდნობით განვითარებულ თეორიებს, იქნება ეს სილოგისტიკა თუ ნიშნის თეორია, ასევე თეოლოგიაში სულიერი სიტყვის თეორია თუ ღმერთის ზედროული ცოდნის თეოლოგიური დასაბუთება. ჩვენი მიზანია იმის ნათელყოფა, ლათინი ავტორების 12 საუკუნოვანი რეფლექსიის ტრადიცია შესასწავლ ტექსტზე როგორ აისახა ან აისახა, თუ — არა საერთოდ. შესაბამისად, იმის ჩვენება, თუ საკვლევი მასალა რამდენად იძლევა უკვე არსებული კულტურული პარადგიმის ხელახალი გადააზრების საშუალებას, რომლის თანახმადაც საქართველოში ფილოსოფიური აზროვნება ცალსახად აღმოსავლეთ საქრისტიანოში გენერირებული ნეოპლატონიზმის ინტერპრეტაციებითაა განსაზღვრული", — ამბობს თამარ ცოფურაშვილი
როგორც ის ამბობს, ამ ეტაპის შემდეგ საქმეში ილიაუნის დოქტორანტები ჩაერთვებიან, რათა ლათინი ავტორების კომენტარების გაანალიზების საფუძველზე, პარალელები თუ ანალოგიები დადგინდეს.
"პროექტში ჩართული დოქტორანტების საკვლევი თემები არისტოტელეს ტექსტზე ლათინი ავტორების კომენტარებს ეხება. ლუკა კუჭუხიძე ბოეციუსის კომენტარებს სწავლობს, ანა ლომაძე — დუნ სკოტის კომენტარებს, პროექტში კიდევ ერთი დოქტორანტი ჩაერთვება, რომელიც თომა აქვინელის კომენტარზე იმუშავებს. ჩვენ ერთობლივად შევეცდებით ლათინი ავტორების პერსპექტივები და ინტერპრეტაციები შევისწავლოთ და ისინი ქართულენოვან კომენტარებს შევუდაროთ. ", — აღნიშნავს თამარ ცოფურაშვილი.
თამარ ცოფურაშვილი თვლის, რომ საკვლევი ინსტიტუტის და სასწავლო პროცესის ინტეგრირება სწავლებას ბევრად ცოცხალ პროცესად აქცევს, რაც პროფესიული კუთხით ზრდას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს.
"ინსტიტუტი არამხოლოდ კვლევით საქმიანობას ეწევა, არამედ სწავლების პროცესშიც არის ჩართული. ამის საფუძველზე, კვლევის და სწავლების ინტეგრირება ხდება. ვასწავლით იმას, რასაც ვიკვლევთ, ამიტომ სასწავლო პროცესი ბევრად ცოცხალია", — აღნიშნავს ის.
ოქსფორდის უნივერსიტეტის საგრანტო კონკურსი — მეცნიერებისა და რელიგიის ახალი ჰორიზონტები ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 24 ქვეყნიდან საერთაშორისო სამეცნიერო ღირებულების კვლევების გამოვლენასა და სტიმულირებას ემსახურებოდა.
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
კომენტარები