ჯიფსი გიენ-კაიზერი

14 Jul. 2025, 11:02

მოგესალმებით, მე ჯიფსი გიენ-კაიზერ ვარ და წარმოვადგენ ჟურნალისტების დაცვის კომიტეტს, არაკომერციულ, არაპარტიულ ორგანიზაციას, რომელიც მთელ მსოფლიოში მუშაობს პრესის თავისუფლების დასაცავად.

დღეს მე აქ ვარ ჩემს კოლეგებთან ერთად, რადგან ჩემს უკან დგას ქალი, რომელსაც თავისუფლება ჩამოერთვა და რომლის ჯანმრთელობაც რისკის ქვეშაა. აქ რუსთავის ქალთა კოლონიაში, მე-5 დაწესებულებაში დგას მზია ამაღლობელი, მტკიცედ დამოუკიდებელი ჟურნალისტი, რომელმაც დააარსა "ნეტგაზეთი" და "ბათუმელები". თითქმის 26 წლის განმავლობაში, მზიას ჟურნალისტიკა საზოგადოებას აძლიერებდა და ხელისუფლების ზოგიერთ წრეში დისკომფორტს იწვევდა. დღეს აქ ვართ, რათა მზიას ვაცნობოთ, რომ ის მარტო არ არის. მაშინ, როცა ის შეთითხნილი ბრალდებებით უსამართლო პატიმრობას იტანს, რის გამოც შესაძლოა 7 წლამდე ციხეში მოხვდეს, მხედველობა დაკარგოს.

რა აღმაშფოთებელი უსამართლობაა, რომ ეს ჟურნალისტი, რომელიც სინათლის შუქურად გვევლინებოდა, მხედველობას კარგავს, მაშინ როცა პოლიციელები, რომლებმაც მომიტინგეებზე გაუგონრად იძალადეს, არაფრით ისჯებიან.

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტში ჩვენ ვიცით, რომ მზია ამ კედლებს მიღმა გაუმართლებელ წინასწარ პატიმრობაშია — როგორც სიმართლესა და ძალაუფლებას შორის ბრძოლის მსხვერპლი. ეს ბრძოლა გლობალურია და სულ უფრო მეტად გადაუდებელი ხდება იმ პერიოდში, როდესაც ინფორმაცია მანიპულაციის ქვეშაა, ხოლო ჟურნალისტებს, რომლებიც სიმართლეს აჩვენებენ, აშავებენ და წარმოსახავენ როგორც ბოროტი განზრახვების მქონე მავნე ფიგურებს. მზია, შენს ყველაზე ბნელ წუთებში ჩვენ შენს გვერდით ვართ.

განაცხადა ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის წარმომადგენელმა ჯიფსი გიენ-კაიზერმა, რომელიც რუსთავის ქალთა კოლონიასთან 13 ივლისს მზია ამაღლობელისთვის სოლიდარობის გამოსაცხადებლად მივიდა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნათია თურნავა: ოთხმა ქართულმა ბანკმა SWIFT-ის ჩინურ ანალოგ CIPS-ში პირდაპირი წევრობის სურვილი გამოხატა
  2. OC Media: განქორწინების შემდეგ, ფაშინიანის მეუღლის წინააღმდეგ შესაძლოა, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს
  3. ტრამპი აცხადებს, რომ ირანს მოლაპარაკებების დაწყება სურს — ბოლო ცნობები ირანიდან
  4. მოვლენების განვითარების რა სავარაუდო სცენარები არსებობს ირანში? — ინტერვიუ გიორგი კობერიძესთან
  5. ლავროვი: აშშ არ დაკმაყოფილდება მხოლოდ ვენესუელით, ირანითა და კუბით

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

საქართველოს ბანკის YouTube პროექტი — ფორმაში გრძელდება — უყურეთ მეორე ეპიზოდს

საქართველოს ბანკის YouTube პროექტი ფორმაში გრძელდება და მაყურებელს აძლევს შესაძლებლობას, მათთვის საყვარელი სპორტსმენები…