ემი ბრულეთი

14 Jul. 2025, 11:41

მე ვარ ემი ბრულეთი პრესის საერთაშორისო ორგანიზაციიდან (IPI). პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი (IPI) არის გლობალური ქსელი, რომელიც მსოფლიოს წამყვან რედაქტორებს, მედიამენეჯერებსა და ჟურნალისტებს აერთიანებს. ქსელის მისიაა მედიის თავისუფლებისა და ინფორმაციის თავისუფალი გავრცელების დაცვა ყველგან, სადაც ეს საფრთხის ქვეშაა.

6 თვეზე მეტი გავიდა, რაც მზია აქ არის წინასწარ პატიმრობაში — როდესაც ედავებიან სისხლის სამართლის დანაშაულს, რომელიც 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ჩვენი ორგანიზაციის და სხვების აზრითაც, ეს სასჯელი არაპროპორციულია და ქვეყნის დამოუკიდებელი მედიის გაჩუმებისკენაა მიმართული. აქ ვარ ჩემს კოლეგებთან ერთად, რათა სოლიდარობა გამოვუცხადოთ მზიას.

გვაქვს იმედი, რომ ჩვენი აქ ყოფნა კიდევ გაამახვილებს ყურადღებას ამ შემთხვევაზე, რომელსაც ასეთი მნიშვნელობა აქვს საქართველოში პრესის თავისუფლებისა და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკისთვის

ამის შესახებ პრესის საერთაშორისო ორგანიზაციის წევრმა (IPI) ემი ბრულეთმა განაცხადა, რომელიც 13 ივლისს რუსთავის ქალთა კოლონიასთან, უკანონო პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტისთვის, მზია ამაღლობელისთვის სოლიდარობის გამოსაცხადებლად მივიდა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. სომეხი მილიარდერი მსოფლიოში ყველაზე მაღალი იესოს ქანდაკების აშენების შემდეგ, ნოეს კიდობანს ააგებს
  2. ქვეყნის საეჭვო გარემოებაში დატოვების შემდეგ, ლევან დავითაშვილი იტალიური Italiana Petroli-ს აღმასრულებელ დირექტორი გახდა
  3. ამ ქვეყანაში თავი კიდევ ერთხელ მეორეხარისხოვნად ვიგრძენი — ჯეიჰუნ მუჰამედალი შიო III-ის ქადაგებაზე
  4. აშშ-ში ნეონაცისტური ჯგუფის ლიდერ მიხეილ ჩხიკვიშვილს 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
  5. ევროკომისიამ პუტინის დანაშაულების შემსწავლელი სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ