რვა წლის განმავლობაში არც ერთი დაპირება არ შეუსრულებიათ — ვაშაძე "ოცნების" მმართველობაზე
ფოტო: სტრატეგია აღმაშენებელი
სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე ქართული ოცნების რვაწლიან მმართველობას აფასებს და აცხადებს, რომ ამ ხნის განმავლობაში მმართველ გუნდს მოსახლეობისთვის არცეთი დანაპირები არ შეუსრულებია.
ოპოზიციურ ლიდერს მიაჩნია, რომ 31 ოქტომბერი — ეს არის გადამწყვეტი დღე, როცა საქართველომ ეს ტყუილები უნდა დაასრულოს და დაიწყოს ქვეყნის აღმშენებლობა.
"დღეს პირველი ოქტომბერია და ზუსტად რვა წელია, რაც დამსხვრეული ოცნებების პარტია მართავს ქვეყანას. რვა წლის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობისთვის არცერთი დაპირება არ შეუსრულებიათ; რვა წლის თავზე მილიონზე მეტი ადამიანი ქვეყანაში უკიდურეს სიღარიბეშია; რვა წლის თავზე 220 000 სამუშაო ადგილი დავკარგეთ, ხოლო კოვიდ მდგომარეობის შედეგად დამატებით 40 000 სამუშაო ადგილი დავკარგეთ; რვა წლის თავზე სასამართლოს მართავს კლანი; რვა წლის თავზე გაორმაგებულია დანაშაული და განახევრებულია მისი გახსნის მაჩვენებელი; ქვეყანაში კრიმინოგენური მდგომარეობა მძიმეა; რვა წლის თავზე ბოლომდე ჩამოშლილია სამართალდამცავი უწყებები, რომლებიც მხოლოდ პოლიტიკურ ინტერესებს იცავენ; რვა წლის თავზე ჩვენ ვართ ამერიკის შეერთებული შტატების სანქცირებულ ქვეყანათა სიაში; რვა წლის თავზე მცოცავი ოკუპაცია გრძელდება; რვა წლის თავზე ადამიანებს არ შეუძლიათ როგორ გამოიკვებონ და როგორ მიიტანონ პროდუქტი სახლში; რვა წლის თავზე საქართველოს მოქალაქეები უსამართლოდ მაღალ პროცენტებს, 20-36% იხდიან კვლავ მონოპოლისტურ ბანკებში", — აცხადებს გიორგი ვაშაძე.
მისი თქმით, ერთადერთი, რასაც მათ მიაღწიეს ეს არის 36 მილიონერი პარლამენტში, 6 ოფიციალურად მილიონერი მინისტრი, გამდიდრებული მათი ნათესავები და მეგობრები და გაღარიბებული ხალხი.
"ერთადერთი, რასაც მათ მიაღწიეს რვა წლის განმავლობაში, ეს არის 36 მილიონერი პარლამენტში, 6 ოფიციალურად მილიონერი მინისტრი, გამდიდრებული მათი ნათესავები და მეგობრები დაგაღარიბებული ხალხი. სწორედ, ამიტომ 31 ოქტომბერი, ეს არის გადამწყვეტი დღე, როცა საქართველომ ეს ტყუილები უნდა დაასრულოს და დაიწყოს აღმშენებლობა. არჩევანი, რომელსაც ჩვენ, სტრატეგია აღმაშენებლის გუნდი, ვაძლევთ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ძალიან მარტივია: საქმის თუ ფულის მკეთებელთა გუნდი — აი ეს არის განმასხვავებელი ჩვენსა და დამსხვრეული ოცნებების პარტიას შორის", — ამბობს გიორგი ვაშაძე.
-
"ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება "ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება
გადახედვა
-
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია
გადახედვა
-
10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს 10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა
-
კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს
გადახედვა
-
სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს
-
რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას
-
კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია
-
ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე
გადახედვა
-
კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა
გადახედვა
-
ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი
-
ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ
გადახედვა
კომენტარები