სომეხი ჰაკერების განცხადებით, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდი გატეხეს
სომეხი ჰაკერების განცხადებით, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდი გატეხეს. ამ წუთებში უწყების საიტი მიუწვდომელია, თუმცა, აღსანიშნია, რომ საომარი მოქმედებების დაწყების დღიდან ის გაუმართავად მუშაობდა და ხშირად არ იტვირთებოდა.
როგორც სომხური გამოცემები წერენ, კიბერარმიის, "მონტე მელკონიანის" წევრებმა განცხადება გაავრცელეს და აზერბაიჯანს მოუწოდეს "ელოდნენ მათ, რადგან გაგრძელება იქნება" და სხვა სამთავრობო ვებგვერდებსაც დაჰაკავენ.
სომეხი ჰაკერების კიბერთავდასხმას წინ უძღოდა, სავარაუდოდ, აზერბაიჯანელი ჰაკერების თავდასხმა სომხური მედიების ვებგვერდებზე, სადაც რამდენიმე წუთით მთავარ გვერდზე ილჰამ ალიევის ვიდეო გამოჩნდა.
ბოლო მონაცემებით, დაპირისპირებულ მხარეებს ყავთ ათეულობით გარდაცვლილი, როგორც სამოქალაქო, ასევე, სამხედროებს შორის. აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე შეტაკებები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა. ორივე მხარე შეტაკებებისა და ერთმანეთის ტექნიკის განადგურების ვიდეო და ფოტომასალას აქვეყნებს.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 29 სექტემბრის ღამეს სომხეთი კონტრშეტევებით დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას ცდილობდა, თუმცა მათ ეს მცდელობები აღკვეთეს. ამასთან, აზერბაიჯანული მხარე აცხადებს, ქალაქ ფიზულის მიმართულებით შეტევას აგრძელებენ.
ბაქოში ამბობენ, რომ სომეხმა სამხედროებმა ვარდენისის რაიონიდან აზერბაიჯანის დაშქესანის რაიონის მიმართულებით საარტილერიო თავდასხმა განახორციელეს. აღნიშნული ინფორმაცია ერევანმა უარყო. მათივე თქმით, თავდასხმისას კიდევ ოთხი სომხური ტანკი გაანადგურეს.
ღამის პირველი საათისთვის თვითაღიარებული რესპუბლიკა არცახის (ყარაბაღი) თავდაცვის სამინისტრომ დაღუპულების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. როგორც ისინი აცხადებენ, ორშაბათს მათ კიდევ 26 სამხედრო დაკარგეს — სულ 84.
27 სექტემბერს მთიან ყარაბაღში სამხედრო დაპირისპირება განახლდა. სომხეთი და აზერბაიჯანი პროვოცირებაში ისევ ერთმანეთს ადანაშაულებენ, თვითაღიარებული ყარაბაღი კი მომხდარზე პასუხისმგებლობას აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს აკისრებს.
გაიგეთ მეტი:
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები