დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

ბათუმის სამშობიარო სახლში სამმა კოვიდინფიცირებულმა ქალმა ბავშვი გააჩინა. ჩვილებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ.

როგორც კლინიკის ექიმმა, ნუგზარ პაპამ On.ge-ს უთხრა, ჩვილების ტესტის პასუხები გუშინ ღამით მიიღეს. მისივე თქმით, ამჟამად კლინიკაში 15 ინფიცირებული ორსული ქალი ჰყავთ, მათგან ერთის მდგომარეობა კი საყურადღებოა.

26 სექტემბერის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 4 960 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 1 819 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 27 კი გარდაიცვალა. 5 584 ადამიანი იმყოფება კარანტინში, ხოლო 836 — სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ. ამასთან, 781 პირი კოვიდსასტუმროშია მოთავსებული.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: