Facebook-მა დეზინფორმაციული რუსული ქსელები წაშალა, რომელთა სამიზნე საქართველოც იყო
Facebook-მა რუსეთთან დაკავშირებული ქსელები წაშალა, რომელთა მიზანი სხვა ქვეყნის პოლიტიკაში ჩარევა იყო. სოციალური ქსელის გიგანტის განცხადებით, ამ სიაში მოხვდა საქართველოც.
"წავშალეთ სამი დამოუკიდებელი ქსელი, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ჩვენს პოლიტიკას არაავთენტურ ქცევაში უცხო ქვეყნების ან მთავრობის ჩართულობის შესახებ. ეს ქსელები რუსეთიდან იღებდა სათავეს", — წერია კომპანიის განცხადებაში.
ფეისბუქმა წაშალა 214 მომხმარებელი, 35 ფეისბუქგვერდი, 18 ჯგუფი და 34 ექაუნთი ინსტაგრამზე. კომპანიაში განმარტავენ, რომ თითოეულ ფეისბუქგვერდს დაახლოებით 8 500, ინსტაგრამის ანგარიშებს კი დაახლოებით 7 500 გამომწერი ჰყავდა. გარდა ამისა, თითოებულ ჯგუფში 9 500-მდე ადამიანი იყო გაწევრიანებული.
მათი განცხადებით, ეს ქსელი, პირველ რიგში, მიმართული იყო სირიასა და უკრაინაზე, ასევე, თურქეთზე, იაპონიაზე, სომხეთზე, საქართველოზე, ბელარუსზე და მოლდოვაზე. მათივე თქმით, ამ ქსელის საქმიანობის მცირე ნაწილი ორიენტირებული იყო დიდ ბრიტანეთზე და აშშ-ზე.
Facebook-ის განცხადებით, აგვისტოში წაშლილი რუსული ქსელის მსგავსად, ამ დაჯგუფების წევრებიც არაერთ ინტერნეტქსელში მუშაობდნენ და ცდილობდნენ დაექირავებინათ კონტრიბუტორები და მათი ისტორიები ახალი ამბების ორგანიზაციების საშუალებით გაევრცელებინათ.
"იმ ქსელს, რომელზეც ჩვენ დღეს ვისაუბრებთ, მიზანში მსოფლიოს მასშტაბით არაერთი ქვეყანა ჰყავდა ამოღებული და გლობალურად შეზღუდული მხარდაჭერა ჰქონდა.
აქტივობების დიდი ნაწილი მიმართული იყო ორ საკითხზე:
- ფიქტიური და თითქოს დამოუკიდებელი მედია ობიექტებისა და პერსონების შექმნა, რათა მათი კონტენტის გავრცელებაში შემთხვევითი ადამიანები ჩაერთოთ;
- ადამიანების მიწვევა ვებგვერდებზე, რომელთაც ისინი აკონტროლებდნენ", — წერია ფეისბუქის განცხადებაში.
კომპანიის განცხადებით, ყველა შემთხვევისას ამ ქმედებების უკან მდგომი პირები კოორდინირებულად მოქმედებდნენ და ისინი წერდნენ სხვადასხვა ენაზე. მათ შორის: ინგლისურად, უკრაინულად, რუსულად და არაბულად. ისინი ხშირად წერდნენ საქართველოს, სომხეთის, უკრაინიას და ბელარუსის შიდა პოლიტიკაზე, სირიის ომზე, აზიის რეგიონის გეოპოლიტიკურ პრობლემებსა და ნატოზე.
Facebook-ის განცხადებით, კვლევისას ვერ აღმოაჩინეს, რომ გაუქმებული ქსელები უშუალოდ 2020 წლის არჩევნებში ჩართვას ცდილობდნენ, მაგრამ ისინი დაკავშირებულნი არიან პირებთან, რომლებიც წარსულში აშშ-ს არჩვენებში ჩაერივნენ. მათ შორის 2016 წელს მოხმდარი გაჟონვის საქმის მონაწილეებთან.
"წარსულში ჩვენ ფეიკ კამპანიას ვაკვირდებოდით, რომელიც ჟურნალისტებსა და საზოგადოების წარმომადგენლების წინააღმდეგ იყო მიმართული, მათ შორის დაფიქსირდა დაჰაკვისა და ინფორმაციის გაჟონვის ფაქტები. ამ დროს ხდება კონფიდენციალური ინფორმაციის მოპარვა, ზოგჯერ მისით მანიპულირება, ამის შემდეგ კი მისი გავრცელება, რათა საზოგადოებრივ დებატებზე გავლენა მოახდინონ. ეს არის ერთ-ერთი საფრთხე, რომელზეც განსაკუთრებული ფოკუსი ამერიკაში ნოემბერში ჩასატარებელი არჩევნების წინ გვქონდა", — წერია კომპანიის განცხადებაში.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები