სოხაძის თქმით, ეთერში მისი ასაკის წამყვანს რომ ხედავს, უფრო სჯერა, ვიდრე "პირტიტველა" ბავშვების
საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობის კანდიდატი ირმა სოხაძე ფიქრობს, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს უფროსი თაობის წამყვანი სჭირდება, მიზეზად კი იმას ასახელებს, რომ ახალგაზრდა წამყვანების არ სჯერა და ჰგონია, რომ მისთვის საინტერესო თემაზე არ ლაპარაკობენ. მისივე თქმით, მაუწყებელს თინეიჯერები არ უყურებენ და ძირითადი მაყურებელი უფროსი თაობაა, ამიტომ მათი მოზიდვა უნდა სცადონ.
"თითქოს, ეიჯიზმის ნიშნით, 40 წელს ზემოთ არ ზის არც წამყვანი, არც გადაცემის ავტორი [საზოგადოებრივ მაუწყებელში]. ახლა ცოტა შეიცვალა, ძალიან კარგი გადაცემაა ტელესკოლა მეორე არხზე. ასე, არ შეიძლება, რატომ იცით? იმას რომ თავი დავანებოთ სხვა მსგავს ტელევიზიებს, საზოგადოებრივ მაუწყებლებს, ჩვენი მაყურებელი ძირითადი მაინც არის ცოტა უფროსი თაობა. მე არ მგონია, ჩვენ თინეიჯერები გვიყურებდნენ, რატომღაც. იმიტომ, რომ ისინი სხვა რაღაცეებით არიან დაკავებული ძირითადად.
ამიტომ ამაზეც უნდა ვიფიქროთ, რომ ჩვენი წამყვანების ავტორიტეტით მათი რაღაც... თუნდაც ასაკობრივი, ჩემიანს რომ ვხედავ, მე უფრო მჯერა მისი, ვიდრე პირტიტველა, ლამაზ, საყვარელ, მაგრამ ბავშვს, რომლისაც რატომღაც არ მჯერა. არ მგონია, რომ ის იმას აკეთებს და ლაპარაკობს, რაც ჩემთვის საინტერესო და მისაღებია", — განაცხადა მან სამეურვეო საბჭოს წევრებთან გასაუბრებისას.
საბჭოს ერთ-ერთი წევრი არ დაეთანხმა სოხაძეს და განაცხადა, რომ არხზე 40 წელს ზევით წამყვანები მუშაობენ. მან მაგალითად დათო ევგენიძე და აკა მორჩილაძე დაასახელა, რაზეც სოხაძემ განაცხადა:
"არა, ეგ არ აღიქმება უფროს თაობად. აი, ჩემი თაობა და ბატონი გიას თაობა".
საბჭოს წევრმა გააპროტესტა ის მოსაზრებაც, რომ არხზე ეიჯიზმია, პასუხად კი სოხაძემ თქვა:
"ცოტა არის [ეიჯიზმი]. არა, ნუ, აი, ახლა გეუბნებით, მარიკა კვალიაშვილმა დამირეკა, მარიკას კონცერტი ვერ გავუშვით პირველ არხზე. არა, მე არ ვამბობ, რომ მარიკო დავჩაგრეთ და იმიტომ არ გავუშვით, ფაქტია, რომ ვერ გავუშვით. ამხელა ქალბატონმა ვარსკვლავი გახსნა, ფანტასტიური კონცერტი იყო. ნაწილ-ნაწილ მაინც, ცოტა დიდი გამოვიდა. მე ვეუბნებოდი მარიკოს, სამსაათიან კონცერტს ვერცერთი მაუწყებელი ვერ გაუშვებს. ორ ნაწილად გაგვეყო".
ამავდროულად, მან გააპროტესტა ის ფაქტი, რომ მაუწყებლიდან გაათავისუფლეს გამოცდილი, ასაკოვანი პროფესიონალები.
ამავე თემაზე:
საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის ხელფასი 4 ათასი ლარიდან 10 ათას ლარამდე გაიზრდება. გადაწყვეტილება თანამდებობრივი სარგოს გაზრდაზე სამეურვეო საბჭომ ერთხმად დაამტკიცა.
ამჟამად საზოგადოებრივ მაუწყებელში გენერალური დირექტორის პოზიციაზე შესარჩევი კონკურსი მიმდინარეობს. კონკურსის მეორე ტურში გადავიდნენ თინათინ ბერძენიშვილი, ირმა სოხაძე, ხათუნა ლაგაზიძე და ალექსანდრე ვახტანგოვი.
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ვასილ მაღლაფერიძემ თანამდებობა დატოვა. მაღლაფერიძის მტკიცებით, გადადგომის მიზეზი ის არის, რომ არ სურს წინასაარჩევნო პერიოდში გაჩნდეს კითხვები არხის მიკერძოებულობასთან დაკავშირებით.
გენერალურ დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს სამეურვეო საბჭო ღია კონკურსის წესით, 6 წლის ვადით.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები