20 მუსიკალური კლიპი, რომელშიც ცნობილი მსახიობები იღებენ მონაწილეობას
ჩვენი საყვარელი მსახიობები მხოლოდ ფილმებსა თუ სერიალებში მონაწილეობით როდი გვიხარებენ გულს: ხშირად ისინი სხვადასხვა შემსრულებლის მუსიკალურ ვიდეოკლიპებშიც ჩნდებიან, რაც ამ ვიდეოებს განსაკუთრებულ ხიბლს მატებს.
ახლა სწორედ რამდენიმე ასეთ თვალსაჩინო მაგალითს გთავაზობთ, რომელთა შესახებაც ბევრმა თქვენმა, შესაძლოა, არც კი იცოდა:
1. სირშა რონანი Hozier-ის ვიდეოკლიპში Cherry Wine
ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე მეტად პერსპექტიული ახალგაზრდა მსახიობი ოთხწუთიან ვიდეოშიც კი ნამდვილ სამსახიობო შესრულებას გვთავაზობს.
2. რობინ უილიამსი Cobra Starship-სა და Sabi-ს კოლაბორაციაში You Make Me Feel..
მილიონობით მაყურებლის ეს საყვარელი მსახიობი ამ, რბილად რომ ვთქვათ, არაფრით გამორჩეულ ვიდეოკლიპში რამდენიმე წამით ჩნდება და მაშინვე მას განსაკუთრებულ ხიბლს მატებს.
3. შაია ლაბაფი Sia-ს ვიდეოკლიპში Elastic Heart
ამ საოცრად ნიჭიერი მსახიობის დამსახურებით მუსიკალური ვიდეოკლიპი მოკლემეტრაჟიან მხატვრულ ფილმად გადაიქცა.
4. ტომ ჰენკსი კარლი რეი ჯეპსენის ვიდეოკლიპში I Really Like You
კიდევ ერთი დადასტურება იმისა, თუ რატომაა ის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მსახიობი მთელ ჰოლივუდში.
5. ჯენიფერ ლოურენსი პარაშუტის ვიდეოკლიპში The Mess I Made
ამ კლიპის გამოსვლიდან სამ წელში ჯენიფერ ლოურენსმა ოსკარიც მოიპოვა.
6. ჯესი უილიამსი დემი ლოვატოს ვიდეოკლიპში Tell Me You Love Me
ნამდვილად სასურველი სასიძოა.
7. მაილო ვენტიმილია ფერჯის ვიდეოკლიპში Big Girls Don't Cry
სანამ This Is Us იქნებოდა, მანამდე ჯერ კიდევ წლებით ადრე შევიყვარეთ ის ბევრმა ამ კლიპით.
8. სკარლეტ იოჰანსონი ჯასტინ ტიმბერლეიკის ვიდეოკლიპში What Goes Around...Comes Around
მისი ხილვა ყოველთვის უხარია თვალს.
9. იდრის ელბა Mumford & Sons-ის ვიდეოკლიპში Lover Of The Light
თავადაც წერს სიმღერებს და სხვებსაც უჭერს მხარს.
10. ნატალი დორმერი Hozier-ის ვიდეოკლიპში Someone New
სანამ სერსეი მოუღებდა ბოლოს, თურმე რესტორნებშიც დადიოდა აგი.
11. სოფი ტერნერი Bastille-ის ვიდეოკლიპში Oblivion
როგორც ჩანს, Game of Thrones-ის მსახიობებს განსაკუთრებით იტაცებთ სატახტოთა თამაშები და მუსიკალური კლიპები.
12. კრის მესინა და დაიანა ეგრონი სემ სმიტის ვიდეოკლიპში I'm Not The Only One
ერთ-ერთი განსაკუთრებული ემოციის მქონე თანამედროვე ვიდეოკლიპი, რომლის გამორჩეულობაც სემ სმიტის მუსიკასთან ერთად სწორედ ამ მსახიობების დამსახურებაა.
13. დენი დევიტო One Direction-ის ვიდეოკლიპში Steal My Girl
ფოტო: Syco / Columbia
ამ ვიდეოკლიპში დენი დევიტო უფრო მეტად გაერთო, ვიდრე ჯგუფის ფანები მოახერხებდნენ.
14. მეგან ფოქსი Machine Gun Kelly-ის ვიდეოკლიპში Bloody Valentine
ფოტო: Bad Boy / Interscope
მსახიობი ასევე მონაწილეობას იღებს რიანასა და ემინემის ვიდეოკლიპში Love The Way You Lie, თუმცა, ეს ალბათ ყველას ისედაც გვახსოვს.
15. ჯეიკ ჯილენჰოლი Vampire Weekend-ის ვიდეოკლიპში Giving Up The Gun
ფოტო: XL
ამ კლიპის ნახვა თუნდაც იმის გამო ღირს, რომ მოკლე შორტში გამოწყობილი ჯეიკ ჯილენჰოლი იხილოთ, რომელიც ჩოგბურთს მთელი მონდომებით თამაშობს.
16. ალექსანდრ სკარსგარდი ლედი გაგას ვიდეოკლიპში Paparazzi
ფოტო: Interscope
სანამ Big Little Lies-ში ვიხილავდით, ალექსანდრ სკარსგარდი მანამდეც ტოქსიკური პარტნიორების როლს ასრულებდა და ამ კლიპში ტოქსიკური დასასრულიც ერგო მის პერსონაჟს.
16. მილი ბობი ბრაუნი Sigma-ს ვიდეოკლიპში Find Me
ფოტო: Vevo
კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ ის საოცრად ნიჭიერია.
17. მაკოლეი კალკინი მაიკლ ჯექსონის ვიდეოკლიპში Black Or White
ფოტო: YouTube
ამ კლიპში სახლში მარტო არ დარჩენილა, თუმცა, ალბათ ერჩივნა, ეგრე ყოფილიყო.
18. ჰიუ ლორი ენი ლენოქსის ვიდეოკლიპში Walking on Broken Glass
ფოტო: YouTube
მასთან ერთად შეუდარებელ ჯონ მალკოვიჩსაც შენიშნავთ.
19. კრისტენ სტიუარტი The Rolling Stones-ის ვიდეოკლიპში Ride 'Em On Down
ფოტო: YouTube
კრისტენ სტიუარტს ვამპირები და როკი ერთნაირად იზიდავს.
20. ანჯელინა ჯოლი The Rolling Stones-ის Anybody Seen My Baby
ფოტო: YouTube
ეს ჩამონათვალი ამ კლასიკით უნდა დავასრულოთ.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები