დეზინფორმაცია მარტივად შესამჩნევია, როცა კრემლის მიერ კონტროლირებადი მედია იმ კარგად გავრცელებულ ნარატივებს ეყრდნობა, რომლებიც სხვადასხვა სიტუაციას იდეალურად ერგება. ეს სტრატეგია ყველაზე შესამჩნევი და აქტიური მაშინ ხდება, როცა საქმე სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე პოპულარულ საპროტესტო აქციებს ეხება.

მაშინ, როცა საქართველოში, სომხეთში, უკრაინაში, ჰონგ-კონგში, ან სულ ბოლოს ბელარუსში მოქალაქეები კორუფციას, მთავრობის მხრიდან ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას ან ოკუპაციას აპროტესტებენ, კრემლი მყისიერად იწყებს მათ წინააღმდეგ დეზინფორმაციის მანქანის ამუშავებას.

რუსული მედია ამ აქციებს ამერიკისგან, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოსგან (CIA) და ევროპისგან მართულს, რუსოფობიულს, ნეო-ნაცისტურს და წინასწარ დადგმულს უწოდებს. გთავაზობთ ცნობილი დემონსტრაციების შესახებ არსებულ რუსულ, პროპაგანდისტულ ნარატივებს, რომლებსაც კრემლის მხარდამჭერი მედია წლების განმავლობაში აქტიურად ავრცელებდა.

ინფოგრაფიკი მოამზადა On.ge-მ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში. მასალის დამზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია On.ge. ის შესაძლოა არ გამოხატავდეს EWMI-ს, USAID-ის ან/და ამერიკის შეერთებული შტატების შეხედულებებს.

თუ გინდა, რომ ნამდვილი და ყალბი ამბები ერთმანეთისგან მარტივად განასხვავო და დეზინფორმაციისგან სხვებიც დაიცვა, შემოგვიერთდი ჯგუფში – ერთად ვებრძოლოთ დეზინფორმაციას.