ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის დეპუტატის, ლევან ხაბეიშვილის სამგორის საარჩევნო შტაბს ქვები ესროლეს. როგორც დეპუტატმა On.ge-ს განუცხადა, საარჩევნო შტაბს ქვები ორმა პირმა ესროლა, შედეგად დაზიანდა ოფისის მინები. შემთხვევა ღამის 2 საათზე, აფრიკის დასახლებაში მოხდა. მისივე თქმით, ადგილზე თვითმხილველები იმყოფებოდნენ.

"ორგანიზებულად მოიტანეს ქვები და ესროლეს. ქვასროლია ხელისუფლება ჰყავს დღეს ჩვენს ქვეყანას, მაგრამ ამ ქვების სროლით მათ ჩემს შტაბს კი არ ესროლეს ქვა, არამედ ყველას, ვისაც დღეს უჭირს", — განაცხადა ხაბეიშვილმა On.ge-სთან.

ფოტო: ლევან ხაბეიშვილი

შინაგან საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანება ან განადგურებას გულისხმობს.