ევროპული საქართველოს ლიდერი, დავით ბაქრაძე, საარჩევნოდ, ხელისუფლების მხრიდან ოპონენტებზე ზეწოლასა და ძალადობაზე საუბრობს.

ბაქრაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კამპანია არ შესულა აქტიურ ფაზაში, უკვე ვხედავთ სხვადასხვა ფაქტებს ოპონენტებზე ზეწოლისა და დაშინების. ბაქრაძემ აღნიშნა, რომ ამგვარი დარღვევები ინტენსიური გახდება არჩევნების მოახლოვებასთან ერთად, რადგან მოსახლეობის მოლოდინი არის გარდამტეხი ცვლილებები და ამ ხელისუფლების შეცვლა.

"რეალურად საარჩევნო კამპანია ეხლა ხურდება და ეხლა იღებს ინტენსიურ სახეს, ამიტომ, ველოდებით, რომ ყველა ის ნიშანი, რომელიც არსებობდა წინა საარჩევნო კამპანიების დროს, ყველა ის ცუდი სიმპტომი, რომელიც უკვე გამოჩნდა ამ კამპანიის დროს, კიდევ უფრო გამძაფრდება და იქნება ტიპიური საარჩევნო კამპანია, როგორსაც ატარებს ქართული ოცნების ხელისუფლება. პირველ რიგში ამომრჩევლის მოსყიდვით, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით, ზეწოლით, ოპონენტების წინააღმდეგ ძალადობით, ყველაფერი ჩვენ ვიხილეთ წინა არჩევნებზე ქართული ოცნების მონაწილეობით და დღეს, როდესაც ნათელია სურათი, რომ ხელისუფლება ამ არჩევნებს წააგებს ოპოზიციასთან და ეს არჩევნები იქნება გარდამტეხი ცვლილებების არჩევნები, რათქმაუნდა ველოდებით, რომ ყველა ამ ნაცად ხერხს, ხელისუფლება კიდევ უფრო აქტიურად გამოიყენებს. ამის ნიშნები უკვე სახეზეა და რაც უფრო გამწვავდება და პიკს მიაღწევს საარჩევნო კამპანია, მით უფრო მეტ დარღვევას იხილავს ჩვენი საზოგადოება. მთავარი არის ის, რომ ვერანაირი დარღვევა, მოსყიდვა, ხელისუფლებას ვეღარ უშველის, რადგან მოსახლეობა შესულია იმდენად მძიმე ეკონომიკურ კრიზისში, რომ საზოგადოებში არის მკაფიო დაკვეთა გარდამტეხ ცვლილებებზე, წინსვლაზე და უკეთესობაზე, ამრიგად, დარწმუნებული ვარ, რომ ვეღარც ფქვილით, ვეღარც კარტოფილით და ვეღარც ზეწოლით, მოსახლეობიოს აზრის შეცვლა ვეღარ მოხერხდება", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.