შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მათ კიდევ 3 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. უწყების განცხადებით, თანამშრომლები, ვისთანაც ინფიცირებულებს უშუალო კონტაქტი ჰქონდათ, ეპიდემიოლოგების დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან.

შსს-ში განმარტავენ, რომ 2 შემთხვევა გამოვლინდა კახეთში, საიდანაც 1 პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელია, 1 კი უწყების კონტრაქტორი დასუფთავების კომპანიის თანამშრომელი. მესამე შემთხვევა 14-15 სექტემბერს გამოვლინდა თბილისში — ინფიცირება დაუდასტურდა მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორს, რომელიც აჭარის რეგიონში მივლინებით იმყოფებოდა.

შსს-ში ამბობენ, რომ დაინფიცირებულების მკურნალობა კლინიკაში მიმდინარეობს, მათი მდგომარეობა სტაბილურია.