ამომრჩევლის უმრავლესობა, რომელიც ჯერ საკუთარ არჩევანს არ აფიქსირებს, ოპოზიციურადაა განწყობილი — მამუკა ხაზარაძე
"NDI-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 60%, რომელსაც გადაწყვეტილი არ აქვს, ვის მისცემს ხმას, ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველია", - ამის შესახებ ლელოს თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ სატელევიზიო ეთერში ისაუბრა.
"ის ფაქტი, რომ გუშინ გამოქვეყნდა NDI-ის გამოკვლევა და 60%-ს გადაწყვეტილი არ აქვს, ვის მისცემს ხმას, ეს იმას მიანიშნებს, რომ ამ ადამიანების უმრავლესობა ოპოზიციურად განწყობილია. როდესაც ადამიანებს აშინებენ და ეუბნებიან, დაკარგავ სამსახურს თუ ქართული ოცნების გარდა სხვა პარტიის მხარდამჭერი იქნები და ამ აზრს დააფიქსირებს, ხალხს ემუქრებიან სოციალური დახმარების მოხსნით, ამ ადამიანების პასუხია, რომ ჯერ არ აქვთ გადაწყვეტილება მიღებული. ეს ცალსახად ნიშნავს იმას, რომ მათი უმრავლესობა ოპოზიციურად განწყობილია", - აცხადებს ხაზარაძე.
ლელოს თავმჯდომარემ პარტიის რეიტინგზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი რეიტინგი ორნიშნა რიცხვს შეადგენს - "უპრეცედენტო ზრდა გვაქვს, ჩვენი გამოკვლევით ვართ ორნიშნა რიცხვზე და ამას ცოტა ხანში ყველა დაინახავს. ჩემთვის მთავარია გუნდი და შემდეგ - თუ რის გარშემოა ეს გუნდი გაერთიანებული. რა პროექტიც არ უნდა იყოს, საჭიროა იდეა, შემდეგ პროფესიონალთა ჯგუფი, რომელიც აიღებს პასუხისმგებლობას და რისკს საკუთარ თავზე. ჩვენ დავაფუძნეთ პარტია და პანდემიის მიუხედავად, 80 000 ადამიანია ასეთი, მე არ ვლაპარაკობ ამომრჩევლებზე, წინა კვირას ეს რიცხვი იყო 70 000. არც ერთ პარტიას საქართველოს ისტორიაში არ ჰყოლია ამდენი რეგისტრირებული წევრი და რეგისტრირებული მხარდამჭერი. ჩვენ გვაქვს ყველაზე ძლიერი კონკრეტული გეგმა საქართველოს რეკონსტრუქციის, რომელიც 4 წელში ძირფესვიანად შეცვლის ჩვენს ქვეყანას და შემდეგ დაიწყება უპრეცედენტო ზრდა, რომელიც დღემდე ვერავინ ვერ მოახერხა. დარწმუნებული ვარ, რომ ერთ კვირაში ეს რიცხვი კიდევ გაიზრდება. რაც ჩვენ გავაკეთეთ, არის სერიოზული მენეჯმენტის შედეგი, გუნდის კვალიფიკაცია და პროფესიონალიზმი", - განაცხადა ხაზარაძემ.
NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 88% არჩევნებზე წასვლას აპირებს, თუმცა, მათგან 59%-მა არ იცის, ვის მისცემს ხმას.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები