სახელმწიფო ორგანოების სრული უმოქმედობა გარემოს დაცვის საკითხებზე — კახა კოჟორიძე
ლელოს ხაშურისა და ქარელის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა კახა კოჟორიძემ გარემოს დაცვის საკითხებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა და ხელისუფლება უმოქმედობაში დაადანაშაულა.
კახა კოჟორიძის განცხადებით, გარემოს დაცვა, მოქალაქეებისა და მომავალი თაობებისთვის უსაფრთხო და ჯანსაღი გარემოს უზრუნველყოფა ლელოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.
"დღეს, როდესაც ტყე ნადგურდება, წყალი ბინძურდება, ნაგავში იხრჩობა სოფლები და ქალაქები, სახელმწიფო უმოქმედოა, თვალს ხუჭავს, არაფერს აკეთებს, არ იცავს ჯანსაღი გარემოს, არ იცავს ადამიანის ჯანმრთელობას, არ უფრთხილდება ჩვენი შვილების მომავალს. რაში გამოიხატება ეს უპასუხისმგებლობა და სრული უმოქმედობა, ნათლად დასტურდება ხაშურისა და ქარელის მაგალითზე", — აღნიშნა კოჟორიძემ.
მან ასევე ისაუბრა ქვეყანაში ტყის უკანონოდ სარგებლობაზე.
"ისე, როგორც მთელ საქართველოში, ხაშურსა და ქარელში, ასევე ხშირია ტყით უკანონოდ სარგებლობა, ტყის დაცვისა და მოვლის წესების დარღვევა, წყლის დაბინძურება, ტყის დანაგვიანება, გარემოს დაცვის ნორმების დარღვევა. ხშირი ფაქტების მიუხედავად, ხელისუფლების მხრიდან რეაგირება, პრაქტიკულად, არის ნულოვანი", — აცხადებს კოჟორიძე.
მისივე თქმით, ლელოს ხაშურისა და ქარელის ოფისებმა გამოითხოვეს ინფორმაცია და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისგან ოფიციალურად მიღებული ინფორმაციის თანახმად:
- ბოლო 4 წლის განმავლობაში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ არც ხაშურში და არც ქარელში არც ერთხელ არ მოხდა რეაგირება გარემოს დაცვის ნორმების დარღვევაზე (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 69-ე მუხლი);
- ასევე, ბოლო 4 წლის განმავლობაში ხაშურსა და ქარელში ნულოვანი იყო რეაგირება ხე-ტყის დამზადებისას ტყით სარგებლობის წესების დარღვევაზე (აღნიშნული კოდექსის 63-ე მუხლი);
- ასევე, 4 წლის განმავლობაში ხაშურსა და ქარელში ნულოვანი იყო რეაგირება ტყის დაცვის, მოვლისა და აღდგენის წესების დარღვევაზე;
- ბოლო 4 წლის განმავლობაში ხაშურსა და ქარელში ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს ასევე არც ერთი ფაქტი არ დაუფიქსირებიათ ტყის ფონდის მიწებზე ტყის დანაგვიანება-დაზიანების კუთხით;
- წყლის დაცვის რეჟიმის დარღვევის მხოლოდ 2-2 ფაქტია დაფიქსირებული 2019-2020 წლებში, ხოლო ქარელში ბოლო 4 წლის განმავლობაში ასეთი მხოლოდ 1 ფაქტი გამოავლინეს, 2018 წელს.
"ეს არის უმძიმესი რეალობა, რომელიც უნდა შევცვალოთ. პირველ რიგში, ლელო განახორციელებს რიგ ღონისძიებებს, რათა ამაღლდეს ცნობიერება და ყველა ერთად გავუფრთხილდეთ გარემოს. ამასთან, ლელოს მარშალის გეგმის თანახმად, გამკაცრდება გარემოს დაცვითი რეგულაციები, და რაც მთავარია, ჩვენ უზრუნველვყობთ ამ რეგულაციების ამოქმედებას. ლელოს მიერ განხორციელებული კომპლექსური ღონისძიებები დაიცავს ჩვენს გარემოს, ჯანმრთელობას და ჩვენი შვილების მომავალს", — განაცხადა კახა კოჟორიძემ.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები