კონტენტმენეჯერი — მომავლის პროფესია უსაზღვრო შესაძლებლობებით
დღეს, როცა დრო განსაკუთრებულად ასწრაფებულია, იმაზე მალე ვხვდებით ცვლილებების მომსწრე, ვიდრე ოდესმე. ეს ფაქტორი სხვა ბევრ რამესთან ერთად თვალსაჩინოდ აისახება ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაზე, განათლებასა და პროფესიაზე.
ამ ყველაფერს ხელს უწყობს მეცნიერებაში ბოლო პერიოდის ერთმანეთზე უფრო მნიშვნელოვანი სიახლეები, მეტადრე ტექნოლოგიების დარგში. ინტერნეტის, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ციფრული კომუნიკაციების საშუალებით ახალი გამოწვევების გადალახვის თვითმხილველები გასულ თვეებშიც გავხდით: თუნდაც იზოლირებულ გარემოში მრავალმა ადამიანმა წარმატებით მოახერხა როგორც დისტანციური შეხვედრების გამართვა, ისე საქმის ონლაინ წარმოება.
ეს ახალი ტენდენციები კი სამომავლო პროგნოზებს გვამცნობს: რა იქნება განსაკუთრებით აქტუალური უახლოეს მომავალში, რა საჭიროებები ექნებათ ადამიანებს და შესაბამისად, რომელი ადამიანური რესურსი იქნება ყველაზე მოთხოვნადი.
თუ გინდათ, ერთი პროფესიის მაგალითზე გაიგოთ, რა მიმართულება ხდება სულ უფრო აქტუალური შრომის ბაზარზე, მაშინ კონტენტმენეჯმენტის პერსპექტიულ შესაძლებლობებს უნდა გაეცნოთ:
დღეს ყველა კომპანია ორიენტირებულია, რომ თავის მომხმარებელთან რაც შეიძლება უწყვეტი, ახლო და მისთვის სასურველი შინაარსის მქონე ურთიერთობა ჰქონდეს. ამას ციფრული არხების განვითარებასთან ერთად ძირითადად ინტერნეტპლატფორმების საშუალებით ახერხებს ყველა, რაც საკუთარი სათქმელის მრავალი ადამიანისთვის მიწვდენას ამარტივებს.
სწორედ ამ "სათქმელს" ქმნის კონტენტმენეჯერი: ინფორმაციულ ზღვაში უნდა მოახერხოს და ყველაზე მომხიბვლელი ხომალდით შეცუროს, რათა სხვების ყურადღება სწრაფად, მარტივად და ერთბაშად მიიპყროს.
ამისათვის კი კონტენტმენეჯერმა საჭირო დროს და ადგილას უნდა შექმნას ტექსტური თუ ვიზუალური მასალა, რომელიც რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის იქნება ხელმისაწვდომი. საუკეთესო შედეგს ის მიაღწევს, ვინც დეტალებზე ორიენტირებულია და ორგანიზებულობა უყვარს.
კონტენტმენეჯერს ევალება, რომ განავითაროს სტრატეგია, შექმნას შესაბამისი კონტენტი, განათავსოს ის ყველა საჭირო სივრცეში, მიღებული შედეგები გაანალიზოს და ახალი ხელსაყრელი გეგმა დასახოს. სწორედ ამიტომ, ის კარგად უნდა იცნობდეს ტექნოლოგიებს: მას შეიძლება დასჭირდეს ფოტო/ვიდეო გადაღება, დამუშავება და სხვადასხვა პლატფორმაზე განთავსება.
დღეს ნებისმიერი ბრენდის, ორგანიზაციისა თუ კომპანიის ბედი მეტწილად მის მარკეტინგულ ხედვაზეა დამოკიდებული. შესაბამისად, მაშინ, როცა განსაკუთრებულად გაზრდილია კონკურენცია ბაზარზე, ამავდროულად კი შესაფერის ტექნოლოგიურ საშუალებებზე თითქმის ყველას მიუწვდება ხელი, გადამწყვეტი მნიშვნელობა იმასღა ენიჭება, თუ რა კონტენტს შექმნის კომპანია და როგორ შესთავაზებს ამას სხვებს. სწორედ ამიტომაც კონტენტმენეჯერი დღეს ერთი-ერთი ყველაზე პერსპექტიული პროფესიაა, რომელიც მომავალში სულ უფრო მნიშვნელოვანი, საჭირო და მოთხოვნადი გახდება.
როგორ უნდა გაიგო, შეგეფერება თუ არა ეს პროფესია შენ? ძალიან მარტივად: სხვა ბევრი თანამედროვე სამუშაოს მსგავსად, კონტენტმენეჯერობაც უმეტესწილად კრეატიულობას მოითხოვს — თუ გიყვარს წერა, იდეების ნაკლებობას არ უჩივი და მცირე დეტალებით დიდი ამბების დატრიალება შეგიძლია, მაშინ ისეთი კონტენტის შექმნასაც მოახერხებ, რომელიც ყველას დიდხანს დაამახსოვრდება და თავადაც მარტივად გაუმკლავდები ცვლილებებს, რათა დროის პირისპირ საკუთარი პროფესიით მოთხოვნად კადრად დარჩე.
მომავლის პროფესიის დაუფლებაში, მათ შორის კონტენტმენეჯერად ჩამოყალიბებაში საქართველოს ბანკიც დაგეხმარება.
საქართველოს ბანკმა გადაწყვიტა, რომ სულ უფრო მეტი ადამიანისთვის მიეწვდინა ხმა და ერთი მხრივ იმ გამოწვევების შესახებ ეცნობებინა, რომლის წინაშეც ნებისმიერი დასაქმებული დგას მსოფლიოში მიმდინარე მუდმივად ცვალებადი პროცესების გამო, ამავდროულად კი სწორი, დროული და მომგებიანი არჩევანის გაკეთებაში დახმარებოდა.
ახალი პროექტის ფარგლებში სამუშაო ბაზრის ტენდენციების შესახებ სპეციალური ტექსტური თუ ვიზუალური ინფორმაცია შეიქმნა, რათა შესაფერისი რჩევებით, მოლოდინებითა და ცოდნით, რომელიც პროფესიონალების გამოცდილებას ემყარება, დაინტერესებულმა პირებმა მომავლის იმ პროფესიების შესახებ გაიგოთ, რომლებიც დღითიდღე სულ უფრო მოთხოვნადი ხდება.
კომენტარები