ერთი წელი — ერთი ფოტო: ნახეთ Nat Geo-ს რჩეული კადრები 21-ე საუკუნიდან
ფოტო: Nick Nichols
მსოფლიოს ისტორიას ყველაზე კარგად ფოტოგრაფია გადმოსცემს — ეს ის ჭეშმარიტებაა, რომლისაც ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ გამოცემას, National Geographic-ს სწამს. დაწყებული ფლორიდან და ფაუნიდან, დამთავრებული ადამიანური ტრაგედიებითა და სამეცნიერო აღმოჩენებით, National Geographic-ის ფოტოგრაფები მთელი დედამიწის მასშტაბით იღებენ დაუვიწყარ ფოტოებს, რომლებიც კადრებად ინახავს ეპოქის ყველაზე საინტერესო მომენტებს.
წარმოგიდგენთ National Geographic-ის რედაქციის რჩეულ ფოტოებს 21-ე საუკუნის თითოეული წლიდან:
2000 წელი
ფოტო: Nick Nichols
ტყის სპილო სამხრეთ გაბონში. ფოტოგრაფი ნიკ ნიკოლსი ეკოლოგისტ მაიკლ ფეის დაემგზავრა 3200-კილომეტრიან ექსპედიციაში, რომლის მიზანიც ცენტრალურ აფრიკაში შემორჩენილი ველური ბუნების დოკუმენტაცია იყო. ამ ექსპედიციაზე გადაღებული ფოტოებით ფეიმ გაბონის მთავრობა 13 ეროვნული პარკის დაარსების აუცილებლობაში დაარწმუნა.
2001 წელი
ფოტო: Robert Clark
ადრეული 21-ე საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმა იყო. ფოტოგრაფი რობერტ კლარკის ნამუშევარი სწორედ იმ მომენტებს ასახავს, როცა ნიუ-იორკში მდებარე ტყუპ ცათამბჯენს მეორე თვითმფრინავი დაეჯახა.
2002 წელი
ფოტო: Jodi Cobb
National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში ფოტოგრაფმა ჯოდი ქობმა ასახა მსოფლიოს ირგვლივ მცხოვრები ადამიანები, რომლებიც 21-ე საუკუნეში მონობის მსხვერპლები გახდნენ. მათ შორის იყო ეს ინდოელი ოჯახიც, რომლის წევრებიც თაღლითური შეთანხმების გამო მევახშეების მონებად იქცნენ.
2003 წელი
ფოტო: Alexandra Boulat
ამერიკელი ჯარისკაცები ერაყელებს ეხმარებიან სადამ ჰუსეინის ძეგლის ჩამოგდებაში.
2004 წელი
ფოტო: David Doubilet
ბოტსვანაში მცხოვრები ტომის წევრი დასცქერის მდინარე ოკავანგოს, რომელიც გვალვის შემდეგ სასწაულებრივად შეივსო.
2005 წელი
ფოტო: Brian Skerry
კალიფორნიის ყურეში, ბადეში გაბმული ზვიგენი.
2006 წელი
ფოტო: Paul Nicklen
ზღვის ლომი პირიდან აგდებს ნანადირევს — პინგვინს — და თავს ესხმის ფოტოგრაფ პოლ ნიკლენს.
2007 წელი
ფოტო: Brent Stirton, Getty Reportage
2007 წელს მსოფლიოში სულ რაღაც 720 მთის გორილა იყო შემორჩენილი, როცა კონგოს ეროვნულ პარკში 7 მათგანი მოკლეს. ფოტოგრაფი ბრენტ სტირტონის მიერ
აღბეჭდილმა მოკლული გორილების გამოსახულებებმა ამ პრობლემისადმი მსოფლიოს ყურადღება მიიზიდა.
2008 წელი
ფოტო: Amy Toensing
2008 წლის რეკორდული გვალვა ავსტრალიაში, რომელმაც მდინარეების დაშრობა, ცხოველების სიკვდილი და მოსავლის გაფუჭება გამოიწვია.
2009 წელი
ფოტო: Lynsey Addario
ავღანეთის მთებში ჩარჩენილ ამ ორ ქალს ფოტოგრაფი ლინსი ადარიო მაშინ გადაეყარა, როცა ნურ ნისას (მარჯვნივ) მშობიარობა ეწყებოდა. მისი ქმარი დახმარების საპოვნელად იყო წასული, რადგან ოჯახს საავადმყოფომდე მიმავალ გზაზე მანქანა გაუფუჭდა. ადარიო, რომელიც ათწლეულზე დიდი ხანი იკვლევდა მშობიარეთა სიკვდილიანობას, მათ დაეხმარა და ოჯახი საავადმყოფომდე მიიყვანა.
2010 წელი
ფოტო: Stephanie Sinclair
ბავშვი პატარძლები თავიანთ ქმრებთან ერთად იემენში. "მისი დანახვისას მაშინვე ვიმალებოდი" — უამბო ტაჰანიმ (ვარდისფერ კაბაში) ფოტოგრაფს თავისი ქორწინების პირველ დღეებზე. ტაჰანი მაშინ გაათხოვეს, როცა 6 წლის იყო, მისი ქმარი, მაჯედი კი — 25-ის. ფოტოგრაფი სტეფანი სინკლერი ბავშვთა ქორწინების ტრაგედიულ რეალობას უკვე ათ წელზე მეტია, აღბეჭდავს.
2011 წელი
ფოტო: Joel Sartore
სამი წლის გეპარდი.
2012 წელი
ფოტო: Anand Varma
კარგად დააკვირდით: ეს ჩვეულებრივი კიბორჩხალა კი არაა, არამედ ზომბირებული კიბორჩხალა, რომელსაც ორგანიზმში გონების მაკონტროლებელი პარაზიტი ჰყავს შეჭრილი.
2013 წელი
ფოტო: John Stanmeyer
ჯიბუტში მცხოვრები სომალელი ემიგრანტები ცდილობენ მობილური კავშირის დაჭერას.
2014 წელი
ფოტო: Charlie Hamilton James
გრიზლი იკვებება ბიზონით, რომლის გვამსაც სვავები დასტრიალებენ თავს, იელოუსთოუნის ეროვნულ პარკში.
2015 წელი
ფოტო: Lynn Johnson
2015 წლის თებერვალში, თავისი გარდაცვალების დღეს, სიუზენ პოტერი "უკვდავ გვამად" იქცა. სიკვდილამდე ათი წლით ადრე პოტერი თავისი სხეულის მეცნიერებისთვის შეწირვას დათანხმდა. ფოტოგრაფი ლინ ჯონსონის მიერ გადაღებული პოტერის გვამის ეს ფოტო ასახავს მომენტს, სანამ სხეული გაიყინებოდა და 27 000 ნაწილად დაიჭრებოდა, რათა შემდგომ ციფრული გვამის სახით აღმდგარიყო, რომლითაც მედიცინის სტუდენტები წლების განმავლობაში ისწავლიან.
2016 წელი
ფოტო: Wayne Lawrence
და-ძმა ჯული, ანტონიო და ინდია აბრონები იღებენ თავიანთ კუთვნილ წყალს მიჩიგანის შტატში, ქალაქ ფლინტში, მაშინ, როცა ქალაქის წყალმომარაგება დაბინძურდა.
2017 წელი
ფოტო: Lynn Johnson
ისტორიაში მე-40 სახის გადანერგვის ოპერაცია.
2018 წელი
ფოტო: Ami Vitale
რეინჯერი ეფერება სუდანს, მსოფლიოს უკანასკნელ მამალ ჩრდილოურ თეთრ მარტორქას, სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე.
2019 წელი
ფოტო: Evgenia Arbugaeva
არქტიკულ ზონაში მდებარე ქოხში შეჭრილი ლომვეშაპები.
2020 წელი
ფოტო: Kris Graves
2020 წლის მაისში პოლიციელების მიერ ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის ამბავი მთელ მსოფლიოს მოედო. ამან აშშ-ში მასობრივი დემონსტრაციები გამოიწვია. ერთ-ერთი ასეთი აქციის დროს საპროტესტო ორგანიზაციის, Black Lives Matter-ის წევრებმა ვირჯინიას შტატში მდებარე კონფედერაციული შტატების გენერლის, რობერტ ლის ქანდაკება ფლოიდის მემორიალად გადააკეთეს.
2021 წელი
ფოტო: Lynsey Addario
მეხანძრეები ცდილობენ კალიფორნიაში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას, რომელიც აშშ-ს ისტორიაში სიდიდით მეორე ადგილზეა.
2022 წელი
ფოტო: Kiliii Yuyan
მკვიდრი ამერიკელების ტომის წევრი წევს მუშტს თავისი წინაპრებისთვის პატივის მისაგებად.
2023 წელი
ფოტო: Nichole Sobecki
ეგვიპტური ხილის ღამურა ფრენისას.
2024 წელი
ფოტო: Ami Vitale
2024 წელს ჩრდილოური თეთრი მარტორქების გადარჩენის ახალი იმედი გაჩნდა. პლანეტაზე ამჟამად მხოლოდ ორი მარტორქა დარჩა — ორივე მდედრი. თუმცა, შესაძლოა, მეცნიერებმა სახეობის გამრავლება შეძლონ.
-
NAEC-ი ე.წ მეორადი ჩარიცხვების მონაწილეებს ურჩევს გადაამოწმონ არჩეული პროგრამა, ქალაქი, ადგილების რაოდენობა NAEC-ი ე.წ მეორადი ჩარიცხვების მონაწილეებს ურჩევს გადაამოწმონ არჩეული პროგრამა, ქალაქი, ადგილების რაოდენობა
გადახედვა
-
ევროპარლამენტმა სომხური პროდუქციისთვის საბაჟო გადასახადების დროებით გაუქმებას მხარი დაუჭირა ევროპარლამენტმა სომხური პროდუქციისთვის საბაჟო გადასახადების დროებით გაუქმებას მხარი დაუჭირა
გადახედვა
-
მინსკი 25 პოლიტპატიმარს ათავისუფლებს, აშშ კი ბელარუსის წინააღმდეგ სანქციებს ამსუბუქებს მინსკი 25 პოლიტპატიმარს ათავისუფლებს, აშშ კი ბელარუსის წინააღმდეგ სანქციებს ამსუბუქებს
გადახედვა
-
FSB: ჩრდილოეთ კავკასიის ხუთ რესპუბლიკაში იარაღის ამოღების მიზნით ჩხრეკები ჩატარდა FSB: ჩრდილოეთ კავკასიის ხუთ რესპუბლიკაში იარაღის ამოღების მიზნით ჩხრეკები ჩატარდა
გადახედვა
-
თბილისში კვების ორ ობიექტს, კრიტიკული დარღვევების გამო, საწარმოო პროცესი შეუჩერდა თბილისში კვების ორ ობიექტს, კრიტიკული დარღვევების გამო, საწარმოო პროცესი შეუჩერდა
გადახედვა
-
"ტოიოტა ცენტრი თეგეტამ" საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა "ტოიოტა ცენტრი თეგეტამ" საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა
-
4-თვიანი არსებობის შემდეგ, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტი გაუქმდა 4-თვიანი არსებობის შემდეგ, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტი გაუქმდა
გადახედვა
-
27 სექტემბერს, 19:00 საათზე, თსუ-დან გმირთა მემორიალამდე მსვლელობა გაიმართება 27 სექტემბერს, 19:00 საათზე, თსუ-დან გმირთა მემორიალამდე მსვლელობა გაიმართება
გადახედვა
-
აშშ-მა ორბიტაზე იარაღი განათავსა — "კოსმოსური რბოლა" და მასთან დაკავშირებული საფრთხეები აშშ-მა ორბიტაზე იარაღი განათავსა — "კოსმოსური რბოლა" და მასთან დაკავშირებული საფრთხეები
გადახედვა
-
ფონ დერ ლაიენი EU-ში 15-წლამდე მოზარდებისთვის სოციალურ ქსელებზე წვდომის შეზღუდვას გეგმავს ფონ დერ ლაიენი EU-ში 15-წლამდე მოზარდებისთვის სოციალურ ქსელებზე წვდომის შეზღუდვას გეგმავს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია - CROSSROAD AI გაიმართება თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია - CROSSROAD AI გაიმართება
-
EU კანადას პირველი "ასოცირებული წევრის" სტატუსის მინიჭებას სთავაზობს EU კანადას პირველი "ასოცირებული წევრის" სტატუსის მინიჭებას სთავაზობს
გადახედვა
-
ორად გაიყო, გაუქმდა და ისევ გაერთიანდა — ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების სამინისტროების 1.5 წელი ორად გაიყო, გაუქმდა და ისევ გაერთიანდა — ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების სამინისტროების 1.5 წელი
გადახედვა
-
ამ საიტებზე ვერაფერს იყიდი, მაგრამ შეგიძლია თვალიერებით გაიხარო გული ამ საიტებზე ვერაფერს იყიდი, მაგრამ შეგიძლია თვალიერებით გაიხარო გული
გადახედვა
-
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარედ თორნიკე ჭეიშვილი აირჩიეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარედ თორნიკე ჭეიშვილი აირჩიეს
გადახედვა
-
მაია ბითაძეს პარლამენტში ბიზნესმენი ქეთევან ხუროძე ჩაანაცვლებს მაია ბითაძეს პარლამენტში ბიზნესმენი ქეთევან ხუროძე ჩაანაცვლებს
გადახედვა
-
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ გრემის კანონპროექტის განხილვას მხარი დაუჭირა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ გრემის კანონპროექტის განხილვას მხარი დაუჭირა
გადახედვა
-
მოისმინეთ სიმღერა, რომლითაც საქართველო საბავშვო ევროვიზია 2026-ზე წარდგება მოისმინეთ სიმღერა, რომლითაც საქართველო საბავშვო ევროვიზია 2026-ზე წარდგება
-
ფონ დერ ლაიენმა დააანონსა პროექტი, რომელიც სამხრეთ კავკასიასა და ცენტრ. აზიას ევროპულ ბაზართან დააკავშირებს ფონ დერ ლაიენმა დააანონსა პროექტი, რომელიც სამხრეთ კავკასიასა და ცენტრ. აზიას ევროპულ ბაზართან დააკავშირებს
გადახედვა
-
"მქონდა ხანგრძლივი საუბარი საქართველოსთან ურთიერთობებზე" — რაზე ესაუბრა ირანი ელჩი აბას არაყჩის? "მქონდა ხანგრძლივი საუბარი საქართველოსთან ურთიერთობებზე" — რაზე ესაუბრა ირანი ელჩი აბას არაყჩის?
გადახედვა
-
როდის შედგება სიამაყე და ცრურწმენის სერიალის პრემიერა? — იხილეთ ახალი კადრები და თარიღი როდის შედგება სიამაყე და ცრურწმენის სერიალის პრემიერა? — იხილეთ ახალი კადრები და თარიღი
გადახედვა
კომენტარები