საპატრიარქო და ქუთაისის მერიაც აცხადებს, რომ ადგილი, სადაც პატრიოტთა ალიანსმა ყრილობა ჩაატარა, მათ საკუთრებაში არაა
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაც და საქართველოს საპატრიარქოც აცხადებენ, რომ ბაგრატის ტაძრის მიმდებარე ტერიტორია, სადაც პატრიოტთა ალიანსის შეხვედრა გაიმართა, მათ საკუთრებაში არაა.
მას შემდეგ, რაც ბაგრატის ტაძრის ეზოში ირმა ინაშვილის მიერ გამართულ შეხვედრას სოციალურ ქსელში კრიტიკა მოჰყვა, საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ განცხადება გამოაქვეყნა და აღნიშნა რომ ეს ტერიტორია სახელმწიფო საკუთრებაშია. ჯაღმაიძე ამბობს იმასაც, რომ იქ სხვადასხვა დროს სხვადასხვა ღონისძიება იმართება, რომელსაც არ უთანხმებენ ეპარქიას.
"ცნობისათვის, ისტორიულად ეს მიწა ეკუთვნოდა ბაგრატის ტაძარს, თუმცა შემდგომში ტაძარს გადაეცა მხოლოდ ნაწილი ისტორიულად კუთვნილი ტერიტორიისა, ხოლო ეს ადგილი სახელმწიფოს საკუთრებაში რჩება", — აცხადებს ჯაღმაიძე.
თუმცა, On.ge-ს ქუთაისის მერიის პრესსამსახურში განუცხადეს, რომ ტერიტორია მათ არ ეკუთვნით და სავარაუდოდ, საპატრიარქოს საკუთრებაშია.
"არის ადგილები, რომელიც არის კერძო, არის თვითმმართველობის ადგილები, ზოგი საპატრიარქოსია. ის ტერიტორია არ არის ადგილობრივი თვითმმართველობის, არანაირად. სავარაუდოდ, არის საპატრიარქოსი", — აცხადებენ მერიაში.
On.ge პატრიოტთა ალიანსსაც დაუკავშირდა. პარტიის წარმომადგენელმა, ირაკლი ჩიხლაძემ თქვა, რომ მიტროპოლიტი საქმის კურსში იყო და გააფრთხილეს შეხვედრის თაობაზე. მან სიტუაციის უკეთ გასარკვევად პარტიის გენერალურ მდივანთან, გოჩა თევდორაძესთან გადაგვამისამართა, რომელმაც განაცხადა, რომ ნებართვა ჰქონდათ, თუმცა თავად არ იცის, ვისგან. მისივე თქმით, თანხმობა რომ არ ჰქონოდათ, შეხვედრაც არ ჩატარდებოდა.
ირმა ინაშვილსა და ახალგაზრდების შეხვედრა 2020 წლის 1 სექტემბერს ქუთაისში, ბაგრატის ტაძრის ეზოში გაიმართა.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები