გირჩის ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ სოფო კილაძეს არც უსმენს და თუ სადმე მისი კომენტარი შეხვდება, სერიოზულად არც აღიქვამს. ამის შესახებ მან ფორმულასთან, ერთ-ერთ გადაცემაში საუბრის დროს განაცხადა.

"ამ ქალს ზოგადად აღარ ვუსმენ. Facebook-ზე თუ შემხვდა, მაქსიმუმ დავცინო. მაგ ხალხს სერიოზულად არ ვუყურებ. სოფიო კილაძე რომ რეფორმებზე ილაპარაკებს", — ამბობს ჯაფარიძე.

ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე ჟურნალისტების კითხვას იმის შესახებ, რას ფიქრობს ოპოზიციის მემორანდუმზე, მართლმსაჯულების რეფორმის შესახებ, რომლის ერთ-ერთი ინიციატორიც გირჩია, უპასუხა: "უუფ, გირჩის გატარებული რეფორმა არ გაიშვა..."