ხატია დეკანოიძე ისნის ოლქში მაჟორიტარობისთვის ვაშაძის წინააღმდეგ იბრძოლებს
ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ისანში მაჟორიტარობის კანდიდატი დაასახელა. ამ ოლქში ხატია დეკანოიძე იბრძოლებს.
პარტიის ერთ-ერთი წევრის, სალომე სამადაშვილის თქმით, ისნის მაჟორიტარულ ოლქში პოლიტიკური რეალობა შეიცვალა, მას შემდეგ, რაც ამ ოლქში გაერთიანებული კანდიდატი იქნა წარდგენილი, ამიტომ აქ საკუთარი კანდიდატურის დაყენების გადაწყვეტილება მიიღეს.
"ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ ახალმა პოლიტიკურმა რეალობამ ბატონი ვაშაძის გარშემო შეცვალა, ასევე, მისი შანსები, რომ დაამარცხოს ბიძინა ივანიშვილის კანდიდატი აღნიშნულ ოლქში. რამდენადაც ჩვენი ამოცანა არის რაც შეიძლება მეტ მაჟორიტარულ ოლქში დავამარცხოთ ივანიშვილის კანდიდატები, სწორედ ამ ინტერესებიდან გამომდინარე, რაც არის ვფიქრობ, ყველა ოპოზიციური პარტიის ინტერესი, გადავწყვიტეთ ისანში წარვადგინოთ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი", — აცხადებს სალომე სამადაშვილი მთავარი არხის ეთერში.
27 ივლისს, გიორგი ვაშაძემ და თაკო ჩარკვიანმა პოლიტიკურ პარტიათა კოალიცია, ძალა ერთობაშია დატოვეს და ახალი პოლიტიკური პლატფორმა, სტრატეგია აღმაშენებელი წარადგინეს. მათი განცხადებით, სტრატეგია აღმაშენებელი ამ ეტაპზე კიდევ ორ სუბიექტს — ახალი საქართველო და კანონი და სამართალს აერთიანებს.
კოალიციიდან წასვლის შემდეგ ვაშაძე ენმ-ს წევრებმა გააკრიტიკეს. მათ შორის, პარტიის ლიდერმა, მიხეილ სააკაშვილმა მისი წასვლა "ბნელ მხარეზე" გადასვლად შეაფასა. პასუხად ვაშაძემ ვარსკვლავური ომების პერსონაჟის ტანზე თავი მიიფოტოშოფა და დაპოსტა, რომ ბნელ ძალას დაამარცხებდა.
რაც შეეხება მაჟორიტარ კანდიდატებს, გიორგი ვაშაძე ოპოზიციის გაერთიანების საერთო კანდიდატებს შორის იყო დასახელებული იქამდე, სანამ ძალა ერთობაშიას დატოვებდა.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები