პროკურატურამ პანკისში დისკრიმინაციის მოტივით ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჯგუფურად ცემისთვის 3 პირს ბრალდება წარუდგინა.

უწყების განცახდებით, შსს-მ გამოძიებით დაადგინა, რომ 2020 წლის 8 აგვისტოს ახმეტის რაიონის სოფელ ყვარელწყალში, ი.ფ. შორტებში ჩაცმულ კაცს იმ მოტივით, რომ აღნიშნული ჩაცმულობა ეწინააღმდეგებოდა მის ადათ-წესებს, ფიზიკურად გაუსწორდა. ორმა პირმა კი და იმავე მიზეზით ჯგუფურად სცემეს არასრულწლოვან შვილს.

უწყების განცახდებით, ძალადობის შედეგად მამა-შვილმა მიიღეს სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებები, მათ შორის სხივის ძვლის მოტეხილობა.

ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით 9 აგვისტოს დაიწყო.

ერთ-ერთ დაკავებულს ბრალი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, ჩადენილი ჯგუფურად ცემისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 53'-126 მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით და 53'-118 მუხლის 1-ლი ნაწილით, ხოლო 2 პირს ბრალდება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ჯგუფური ცემისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 53' -126 მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის"ა" და "ბ" ქვეპუნქტებით დღეს, 22 აგვისტოს წარედგინათ.

პროკურატურამ ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე თელავის რაიონულ სასამართლოს შუამდგომლობით უკვე მიმართა.