ალტერბრიჯი წელს სტუდენტების პირველ ნაკადს მიიღებს
აქტიური და საინტერესო სტუდენტური ცხოვრება; კვლევები, კონფერენციები და სიმპოზიუმები; საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის სფეროში წარმატებული ქართველი და უცხოელი ლექტორები და პრაქტიკული სამუშაო სასიამოვნო გარემოში, ლოფტის ტიპის თანამედროვე დიზაინის მქონე შენობაში — ესაა ის მცირე ჩამონათვალი, რომელსაც მართვისა და კომუნიკაციების საერთაშორისო უნივერსიტეტი, ალტერბრიჯი თავის მომავალ სტუდენტებს სთავაზობს.
კომუნიკაციების უნივერსიტეტი ეკოლოგიურ და უსაფრთხო გარემოში, ბაგებში, ყოფილი სტუდქალაქის ტერიტორიაზე მდებარეობს. თანამედროვე და მიმზიდველი დიზაინით დაგეგმარებული შენობის სტრუქტურა უზრუნველყოფს, რომ სტუდენტებმა კომფორტულ და თავისუფალ გარემოში იმეცადინონ და მიიღონ საჭირო ცოდნა, გამოცდილება და პრაქტიკული უნარები.
"ალტერბრიჯი დამაკავშირებელი ხიდია მეცნიერებას, საზოგადოებას, განათლებასა და დასაქმებას შორის", — აცხადებენ უნივერსიტეტში.
"გაბედე იყო ალტერი ალტერბრიჯთან ერთად" — ეს საკმაოდ თამამი განაცხადი უნივერსიტეტის პოზიციონირების ერთ-ერთი მთავარი გზავნილი გახდა.
"ჩვენმა პროგრამებმა სრულად უნდა შეცვალოს PR-ის დონე საქართველოში. ჩვენი კურსდამთავრებულები იქნებიან კომუნიკაციის ფსიქოლოგები, რომლებსაც ექნებათ საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბების, ნეიროლინგვისტური პროგრამირების უნარები, რომლებიც მზად იქნებიან, შექმნან სწორი კონტენტი და მოარგონ ის საზოგადოებრივ ინტერესებს. ჩვენ უნდა შევქმნათ პიროვნული და პროფესიული თვითრეალიზების ახალი, საუკეთესო შესაძლებლობები და ხელი შევუწყოთ განათლებით დასაქმების პერსპექტივას", —აღნიშნავს უნივერსიტეტის რექტორი, ნათია გოცაძე.
მისი განცხადებით, სტუდენტები ცოდნას უშუალოდ პრაქტიკოსი სპეციალისტებისგან მიიღებენ და თავიდანვე ჩაერთვებიან საკომუნიკაციო აქტივობებში.
ალტერბრიჯის პარტნიორი ორგანიზაციები კომუნიკაციების სფეროს სხვადასხვა მიმართულებით მუშაობენ: მედია, სარეკლამო ინდუსტრია, მსხვილი კომპანიები თუ საჯარო უწყებები. ყველა ეს ორგანიზაცია მზადაა, ალტერბრიჯის სტუდენტებს თეორიული თუ პრაქტიკული ცოდნის და უნარების ათვისებაში დაეხმარონ.
თავდაპირველად PR აკადემია შეიქმნა. აკადემია, რომელიც 7 წელია, ლიდერობს არაფორმალური განათლების სფეროში, უნივერსიტეტის დამფუძნებელი გახდა. როგორც ალტერბრიჯში აღნიშნავენ, მათი მიზანი ქვეყანაში საზოგადოებასთან ურთიერთობის, კომუნიკაციის დარგის განვითარებაა.
უნივერსიტეტს ასევე მჭიდრო კონტაქტები აქვს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელთან მსოფლიოს მასშტაბით, რაც წარმატებულ სტუდენტებს გაცვლითი პროგრამებით სხვადასხვა ქვეყნის პრესტიჟულ უნივერსიტეტებში სწავლის შესაძლებლობას აძლევს. აღნიშნული კონტაქტების მეშვეობით, ალტერბრიჯში პერიოდულად იგეგმება პარტნიორი უნივერსიტეტების პროფესორების და ლექტორების ჩამოყვანაც, რომლებიც შესაბამის კურსებს გაუძღვებიან.
რაც შეეხება მომავალ დასაქმებას, ნათია გოცაძის განცხადებით, ალტერბრიჯი კომუნიკაციების სფეროში ახალ პროფესიონალებს გაზრდის, რომლებიც თავიანთ სიტყვას იტყვიან ამ მიმართულებით.
"სტრატეგიული კომუნიკაცია დღეს სჭირდება ყველას, ვისთვისაც საზოგადობრივი აზრი, ლოიალური მომხმარებელი, რეპუტაცია და გრძელვადიანი ურთიერთობებია მნიშვნელოვანი. ჩვენი კურსდამთავრებულები იქნებიან პროფესიონალები, რომლებიც შექმნიან ამ ღირებულებებს. ალტერბრიჯი მისცემს მათ საშუალებას, გახდნენ ბაზარზე ინოვატორი ლიდერები, სტრატეგები, რომლებიც საკომუნიკაციო პოლიტიკას აბსოლუტურად ახალ დონეზე აიყვანენ", — აღნიშნავს რექტორი.
ალტერბრიჯმა 6-წლიანი უპირობო ავტორიზაცია მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ საგანმანათლებლო სფეროს კონკურენტულ ბაზარზე კიდევ ერთი საინტერესო და მრავალმხრივი შესაძლებლობების მქონე უნივერსიტეტი გამოჩნდა. საზოგადოებრივი ურთიერთობები და კომუნიკაციის ფსიქოლოგია ბაკალავრებისთვის, სტრატეგიული კომუნიკაცია მაგისტრებისთვის — თითოეულ ამ მიმართულებას ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე გამოცდილი და თავიანთ სფეროში წარმატებული პროფესორები გაუძღვებიან.
ალტერბრიჯში სამაგისტრო პროგრამებზე განაცხადის მიღება 20 აგვისტოდან 11 სექტემბრამდე მიმდინარეობს.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
კომენტარები