ამერიკის შეერთებული შტატების კონტრდაზვერვის თანამდებობის პირი ამბობს, რომ რუსეთი, ჩინეთი და იანი აშშ-ს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას შეეცდებიან. ამის შესახებ გამოცემა Reuters წერს.

Reuters-ის ინფორმაციით, ვილიამ ავანინა, ეროვნული კონტრდაზვერვისა და უსაფრთხოების ცენტრის დირექტორი ,აცხადებს, რომ ეს სამი ქვეყანა იყენებდა ონლაინ დეზინფორმაციას და სხვა მეთოდებს, რათა გავლენა მოეხდინა ამომრჩევლებზე, შეექმნათ არეულობა და ძირი გამოეთხარათ ამერიკელ ამომრჩეველთა ნდობისთვის დემოკრატიული პროცესის მიმართ.

პრეზიდენტი ტრამპი კი აცხადებს:

"ჩვენ მათ ყველას დავაკვირდებით, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ".

ტრამპს სჯერა, რომ ამ სამივე ქვეყანას არჩევნებში მისი დამარცხება სურს. მისი თქმით, ონლაინ ხმის მიცემა სწორედ ამ მიზეზის გამო იქნება მიზანშეუწონელი.

"მათთვის ბევრად მარტივი იქნება ამ გზით საარჩევნო ბიულეტენების გაყალბება", — აცხადებს ამერიკის პრეზიდენტი.

აღსანიშნავია, რომ მანამდე, 2016 წელს, როცა პრეზიდენტი ტრამპი გახდა, ამერიკის სადაზვერვო სააგენტოები ამბობდნენ, რომ რუსეთმა ყველაფერი გააკეთა ტრამპის დასახმარებლად და მისი მეტოქის, ჰილარი კლინტონის დისკრედიტაცია გამოიწვია.

ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნები 2020 წლის 3 ნოემბერს ჩატარდება. არჩევნებში ერთმანეთს რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი, დონალდ ტრამპი და დემოკრატი ჯო ბაიდენი დაუპირისპირდებიან.