თსუ-ს ეთიკის კომისია განმარტავს, რატომ დაუდგინა იაგო კაჭკაჭიშვილს დარღვევა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი განმარტავს, რატომ დაუდგინა იაგო კაჭკაჭიშვილს 20 წლის წინანდელ ნაშრომზე კეთილსინდისიერების დარღვევა. ერთობლივი განცხადება კომისიის ერთ-ერთმა წევრმა ზვიად აბაშიძემ ფეისბუქზე გაავრცელა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ დასკვნა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული არაა. ისინი ხაზს უსვამენ, რომ კომისიის წევრობა კომისიაში მონაწილეები თავისი ნებით არ ერთიანდებიან, არამედ მათ არსებული სიიდან ირჩევს უნივერსიტეტი და კორპორაციული ეთიკის მიხედვით, უნივერსიტეტის აფილირებულ პროფესორ უფლება არ აქვს, წევრობაზე უარი თქვას.
კომისიის წევრები განმარტავენ, რომ მათ მოეთხოვებოდათ პასუხი გაეცა მხოლოდ ორ კითხვაზე: იყო თუ არა ე. წ. თვითპლაგიატის ფაქტი და იყო თუ არა დისერტაცია/სახელმძღვანელო კომპილაცია. მათივე თქმით, კომისიამ დაადასტურა თვითპლაგიატის ფაქტი და მიუთითა, რომ წიგნში ავტორის საკუთარი ნაშრომის მითითება "მეტი აკადემიური კეთილსინდისიერება იქნებოდა".
"კომისიამ უბრალოდ დაადასტურა ის, რაც ისედაც ცხადი იყო განსაკუთრებული განხილვის გარეშე. ამავე დროს, აღნიშნა კიდეც, რომ წიგნში ამ ყველაფრის მითითება მეტი აკადემიური კეთილსინდისიერება იქნებოდა. სწორედ ამას ნიშნავს დასკვნის ბოლო ნაწილში "აკადემიური კეთილსინდისიერების დარღვევა", რომელიც შესაძლო ბევრისთვის "სადამსჯელოდ" მოსჩანდეს, თუმცა რეალურად ეს ასე არ არის.
ამასთანავე, მოგეხსენებათ, რომ ამ ტიპის ე. წ. თვითპლაგიატის თაობაზე არ არსებობს არავითარი რეგულაცია და წესი. შესაბამისად, შეუძლებელია მისი ბოროტი განზრახვით გამოყენება.
ბ-ნი იაგო კაჭკაჭიშვილის ნაშრომის დაკნინება აზრად არავის მოგვსვლია! დასკვნაში არსად წერია, რომ ნაშრომი არ ემსახურება სოციოლოგიური აზრის განთვითარებას", — ვკითხულობთ განცხადებაში.
რაც შეეხება კომპილაციას, კომისიის წევრები აცხადებენ, რომ მათ არა კომპილაცია, არამედ კომპილაციის ნიშნები დაადგინეს:
"დასკვნაში არსად წერია, რომ ნაშრომი კომპილაციაა, დასკვნაში წერია, ის შეიცავს კომპილაციის ნიშნებს (და ხაზი გასმულია სახელმძღვანელოდ გადაკეთებაზე), როგორც დედამიწაზე არსებული ყველა თეორიული დისერტაცია და მით უმეტეს სახელმძღვანელო".
მათივე თქმით, დასკვნის "მთავარი პათოსი" კი ის იყო, რომ კომისიამ მიმართა აკადემიურ საბჭოს, არ დაეშვათ 20 წლის წინანდელ ნაშრომზე მსჯელობის პრეცედენტი.
რამდენიმე დღის წინ თსუ-ს პროფესორმა, იაგო კაჭკაჭიშვილმა განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც, თსუ-ს რექტორი, გიორგი შარვაშიძე პლაგიატში ამხილა, მასზე შურისძიების რამდენიმე სერია მოაწყვეს. მისი განმარტებით, უნივერსიტეტში შექმნილმა ეთიკის კომისიამ, თავისივე დისერტაციის გამო, მეცნიერულ არაკეთილსინდისიერებაში დაადანაშაულა.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები