დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, მეშახტეების ტესტირების ალგორითმები მუშავდება. ამის შესახებ მან Covid-19-ის ეპიდსიტუაციის შესახებ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

"გარკვეულად მუშავდება მეშახტეების ტესტირების ალგორითმები და კიდევ არის რამდენიმე ჯგუფი, რომელიც სავალდებულო ტესტირებას ექვემდებარება და ეს არის გაწერილი მთავრობის დადგენილებით", — განაცხადა გამყრელიძემ.

StopCov-ის სტატისტიკით, 22 ივლისისთვის საქართველოში კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდა ამისა, გამოჯანმრთელდა 4 ადამიანი.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 24 ახალი ინიფიცირებულიდან: 5 არის იმპორტირებული შემთხვევა და სატვირთო მანქანების მძღოლები არიან, 5 შემთხვევა დაავადებულებთან კონტაქტებია, 10 შემთხვევა გარდაბნის რაიონის კვლევისას დადასტურდა, 2 პაციენტის ინფიცირების წყარო კი ჯერ უცნობია და კონტაქტების კვლევა მიმდინარეობს.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის სულ 1073 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 907 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, ხოლო 16 გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში რჩება 5 692 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 275. უცხოეთიდან საქართველოში სამკურნალოდ 41 ადამიანი გადმოიყვანეს.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: