გამორიცხულია, საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილდეს იარაღით დატვირთული კოლონა — ვოლსკი
ფოტო: On.ge / გვანცა ნემსაძე
საქართველოს პარლამენტის წევრი ქართული ოცნებიდან, გია ვოლსკი გამორიცხავს საქართველოს ტერიტორიაზე იარაღიანი კოლონის გადაადგილებას, რომელიც დაპირისპირებულ მხარეებს იარაღს აწვდის. დეპუტატი ასე ეხმაურება აზერბაიჯანული გამოცემის მიერ გავრცლებულ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს სომხეთს საბრძოლო იარაღი სერბეთმა საქართველოს გავლით მიაწოდა.
"განა არ იცის ოპოზიციამ, რომ სამხედრო ტვირთების გადაადგილება სერიოზული მონიტორინგის ქვეშაა და გამორიცხულია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილდეს კოლონა, რომელსაც იარაღი ჩააქვს ან ერთი ან მეორე დაპირისპირებული ქვეყნისათვის", — განაცხადა გია ვოლსკიმ.
მისივე თქმით, ჩვენი ქვეყნის საზღვართან საომარი მოქმედებები საქართველოს ინტერესებში არ შედის და აზერბაიჯან და სომეხ მოსახლეობას მოუწოდებს, რომ პროვოკაციას არ აყვნენ.
12 ივლისს აზერბაიჯან-სომხეთ შორის დაპირისპირება დაიწყო. კონფლიქტთან დაკავშირებით აზერბაიჯანულმა გამოცემამ სარედაქციო წერილი გამოაქვეყნა, სადაც ამტკიცებდა, რომ სომხეთს საბრძოლო იარაღი სერბეთმა საქართველოს გავლით მიაწოდა. ამ წერილს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დეზინფორმაცია უწოდეს, რის საპასუხოდაც გამოცემამ კიდევ ერთი წერილი გამოაქვეყნა, რომელსაც ფოტოები დაურთო. რედაქცია ირწმუნება, რომ ფოტოებზე ასახული კამაზის მარკის ავტომობილის კოლონა, რომელიც ამჯერად რუსეთიდან შემოვიდა, იარაღითაა დატვირთული და მოგვიანებით სომხეთის საზღვარს გადაკვეთს.
haqqin.az-ის წერილებთან დაკავშირებით ოფიციალური აზერბაიჯანი ისევ არაფერს ამბობს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ აზერბაიჯანული გამოცემის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მტკიცებითაც, სომხეთში საბრძოლო იარაღები სერბეთიდან საქართველოს გავლით შევიდა.
"ერთ-ერთი აზერბაიჯანული მედია საშუალების მიერ გავრცელდა დეზინფორმაციული ხასიათის პუბლიკაცია, რომელიც შეიცავს უამრავ უზუსტობას. სამწუხაროა, რომ აზერბაიჯანული, თითქოსდა სერიოზული ინტერნეტ გამოცემა არაობიექტურად აღწერს ფაქტებს, საზოგადოება შეჰყავს შეცდომაში და ცდილობს ჩრდილი მიაყენოს საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიულ პარტნიორობასა და მეგობრობას", — აცხადებენ უწყებაში.
საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სტატია ტენდენციურ ხასიათს ატარებს და ორ სტრატეგიულ პარტნიორ შორის პრობლემების ხელოვნურად შექმნისკენაა მიმართული.
"კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს აკავშირებს სტრატეგიული პარტნიორობა და ორი ერის ხანგრძლივი მეგობრობა, რომელიც ვითარდება და ღრმავდება. ორივე ქვეყანა მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონში და მათ შორის, ერთობლივად ახორციელებს მრავალმნიშვნელოვან რეგიონულ და საერთაშორისო პროექტს", — აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მიმდინარე კონფლიქტთან დაკავშირებით ერთ-ერთი აზერბაიჯანული გამოცემა haqqin.azz სარედაქციო წერილს ავრცელებს. რედაქციის მტკიცებით, აქვთ ინფორმაცია, რომ სომხეთმა აზერბაიჯანზე თავდასხმისთვის მზადება რამდენიმე დღით ადრე დაიწყო და საბრძოლო დახმარება სერბეთიდან საქართველოს გავლით მიიღო. თუმცა, ამასთან დაკავშირებით არ არსებობს ოფიციალური აზერბაიჯანის განცხადება.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით რედაქცია წერს, რომ იმავე დღეებში სომხეთმა, ამჯერად უკვე რუსეთიდან, ისევ საქართველოს გავლით, კამაზის მარკის ავტომობილები მიიღო, რომელიც ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემის დასამონტაჟებელი მოწყობილობითა და ნაღმმტყორცნი საბრძოლო მასალით იყო დატვირთული. მათი მტკიცებით, სომხეთმა თავდასხმისას სწორედ სხვადასხვა კალიბრის ნაღმმტყორცნებით გაუხსნა აზერბაიჯანულ სოფლებს ცეცხლი, რამაც აზერბაიჯანული მხარის აღშფოთება გამოიწვია. აღსანიშნია, რომ სომხური მხარე სოფლების დაბომბვას უარყოფს და ამტკიცებს, რომ აზერბაიჯანმა სამხედროებმა სოფელი ცოცხალ სამიზნედ აქციეს.
სტატიაში ხაზგასმულია, რომ სხვადასხვა დროს აზერბაიჯანი სომხეთსა და სერბეთს ეხმარებოდა. მათ შორის, 2008 წლის ომის დროს, მიუხედავად საგარეო პოლიტიკის რისკებისა, აზერბაიჯანი საქართველოს დაეხმარა. რედაქციის პოზიციით, ამ მოვლენების ფონზე, "კიდევ უფრო მეტ დაბნეულობას იწვევს საქართველოს, მათი მეზობელი და პარტნიორი ქვეყნის, ქცევა".
"საქართველომ ხომ რამდენიმე წლის წინ აკრძალა ქვეყნის გავლით სომხეთის მიმართულებით საბრძოლო ტვირთვის შეტანა. მაშ, ამჯერად რა მიზეზით დაეშვა სერბეთისთვის გამონაკლისი? ნუთუ თბილისმა არ იცოდა, საით გადაისვრიდა მთელ ამ საბრძოლო მასალას სომხეთი?" — ნათქვამია სარედაქციო წერილში.
დასასრულს გამოცემა აცხადებს, რომ ქართულ მხარეს აზერბაიჯანის წინაშე არაერთი შეცდომა აქვს დაშვებული, მაგრამ მიუხედავად ამისა, ორი ქვეყნის მეგობრობა საუკუნებითაა გამოცდილი და მისი განადგურება არც ისე იოლია. ბოლოს რედაქცია აღნიშნავს, რომ ელოდება, როდის მოითხოვს ბაქო მომხდართან დაკავშირებით საქართველოსგან ოფიციალურ განმარტებას.
-
პაპუაშვილმა რუსთაველის პროტესტის მონაწილეებს "ფსევდორელიგიური სექტა" კიდევ ერთხელ უწოდა პაპუაშვილმა რუსთაველის პროტესტის მონაწილეებს "ფსევდორელიგიური სექტა" კიდევ ერთხელ უწოდა
გადახედვა
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
კომენტარები