როგორ შეცვალა ევროპაბეთმა სათამაშო ბიზნესი პასუხისმგებლიანი პოლიტიკით
ფოტო: Timo Kuilder
უკვე ნახევარი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ევროპაბეთმა საქართველოში პასუხისმგებლიანი თამაშის პოლიტიკის დანერგვა დაიწყო. თავდაპირველად პროექტი კამარასთან ერთად ფსიქოთერაპიის კურსების შეთავაზებას გულისხმობდა, თუმცა მაღალი მიმართვიანობის გამო 7 ივლისს თბილისში ახალი ფსიქორეაბილიტაციის ცენტრი მენტალ ჰაბი გაიხსნა. ორივე პროექტის მხარდამჭერი ევროპაბეთია.
პასუხისმგებლიანი თამაშის 6 თვე
ევროპაბეთმა ცოტა ხნის წინ ორი კვარტლის ანგარიში გამოაქვეყნა. ბიზნესმა პასუხისმგებლიანი თამაშის პოლიტიკა დეკემბერში წამოიწყო და სათამაშო ბიზნესში მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა — ეს სამ მიმართულებას გულისხმობს:
- პასუხისმგებლობა ბიზნესში;
- პასუხისმგებლობა კომუნიკაციაში;
- პასუხისმგებლობა საზოგადოების მიმართ.
ცვლილებების ფარგლებში სათამაშო ბიზნესის მთავარი მიზანი საზოგადოების სოციალური კეთილდღეობის შექმნაში აქტიური მონაწილეობაა — ევროპაბეთმა ჩამოხსნა ქუჩაში განთავსებული რეკლამები, საიტზე კი სპეციალური შემახსენებელი მესიჯები განათავსა, რომელიც მომხმარებელს ახსენებს, თუ რამდენი დრო დაჰყო საიტზე და სურს თუ არა გაგრძელება.
ეს ყველაფერი არაა — ევროპაბეთმა მოქალაქეების მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა დაიწყო, რისთვისაც ცენტრში კამარა ფსიქოთერაპიის რეაბილიტაციის უფასო კურსები თამაშზე დამოკიდებულთათვის თებერვლიდან დაიწყო.
მოგვიანებით გაიხსნა ახალი ფსიქორეაბილიტაციის ცენტრი მენტალ ჰაბი, რომლის ძირითადი ბენეფიციარები ლუდომანიით დაავადებული ადამიანები იქნებიან. თუმცა, უფასო ფსიქოთერაპიულ დახმარებას ცენტრი იმ სამედიცინო პერსონალსაც გაუწევს, ვინც უკვე რამდენიმე თვეა COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაშია ჩართული.
პასუხისმგებლიანი თამაშის 6 თვის თავზე ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის განხორციელებული პროექტები On.ge-სთან ევროპაბეთის მარკეტინგის დირექტორმა, ლაშა გოგუამ, კამარას ფსიქოლოგმა ელენე ბარამიძემ და ფსიქორეაბილიტაციის ცენტრის მენტალ ჰაბის დამფუძნებელმა, აკაკი ბურკაძემ შეაფასეს.
ლაშა გოგუა
ევროპაბეთის მარკეტინგის დირექტორი
ლაშა გოგუა
ევროპაბეთის პასუხისმგებლიანი თამაშის პოლიტიკა სამ მიმართულებას მოიცავს. მოგვიყევით ამის შესახებ უფრო ვრცლად.
ევროპაბეთმა პასუხისმგებლიანი თამაშის ევროპული მოდელის დანერგვა ინდუსტრიაში 2019 წლის ბოლოდან, დეკემბერში დაიწყო რასაც საკმაოდ წარმატებით ახორციელებს. სამი მიმართულება გვაქვს — ესაა პასუხისმგებლობა ბიზნესში, პასუხისმგებლობა კომუნიკაციაში და პასუხისმგებლობა საზოგადოების მიმართ.
კოვიდის რეალობიდან გამომდინარე, უამრავი გეგმის შეცვლა და ახალ რეალობაზე მორგება მოგვიწია. ჭადრაკის ტურნირები, რომლებიც ევროპაბეთის მხარდაჭერით იმართებოდა, გადავიდა ონლაინ რეჟიმში და საკმაოდ წარმატებით გრძელდება. ჭადრაკის ფედერაციამ გამართა 20-ზე მეტი ტურნირი, ხოლო სახელფასო და საპრიზო ფონდი 15%-ით გაიზარდა. კამარამაც ონლაინ თერაპია წამოიწყო.
რომელი ქვეყნების გამოცდილებებს იზიარებთ?
ძირითადად ბრიტანეთის, სკანდინავიისა და მალტას გამოცდილებას ვიზიარებთ. ამ ქვეყნებში პასუხისმგებლიანი თამაშის პოლიტიკას დიდი ისტორია აქვს. არის საკითხები, რომლებიც ჩვენთვის ახალია, მაგალითად, პრობლემური თამაშის პრაქტიკა, რომლის ფარგლებშიც სანამ პრობლემა შეიქმნება, მანამდე ვაქცევთ ყურადღებას.
რამდენი დახარჯა ამ პოლიტიკაზე ევროპაბეთმა და რა შედეგებს ელით ამ მიმართულებით?
ჯამურად ევროპაბეთის მიერ სოციალური პასუხისმგებლობის პროექტებზე დახარჯული თანხა 2 მილიონ ლარს აღწევს. პასუხისმგებლიანი თამაშის კამპანია მომავალში კიდევ უფრო მასშტაბურად გაგრძელდება და გარე რეკლამაში დაზოგილი თანხა კვლავ სპორტის განვითარებას, ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობასა და სხვა მნიშვნელოვანი სოციალური საკითხების მოგვარებას მოხმარდება. პროექტების ანგარიში კი ყოველი კვარტალის ბოლოს შეგიძლიათ Responsible.ge-ზე იხილოთ.
თქვენი კამპანია ბევრად ადრე დაიწყო. პანდემიამ ხელი ხომ არ შეუშალა ევროპაბეთს გეგმების განხორციელებაში?
კორონავირუსმა, როგორც ყველას, ისე ჩვენც ხელი შეგვიშალა. დაგეგმილი გვქონდა ბევრი აქტივობა. ეს პოლიტიკა მოიცავს სპორტული ცხოვრებისა და ზოგადად სპორტის წახალისებას, თუმცა, ამ მიმართულებით აკრძალულია ღონისძიებები და თავშეყრა. თუმცა, ნაწილის ადაპტირება შევძელით, მაგალითად ჭადრაკის ტურნირები, კამარას თერაპიის კურსები ონლაინ გადავიტანეთ და მოვერგეთ ამ რეალობას.
რა პროექტებს ახორციელებთ მენტალური ჯანმრთელობის მიმართულებით და რას გეგმავთ მომავალში?
ლუდომანებისთვის თერაპია ევროპაბეთმა ხელმისაწვდომი გახადა. ჩვენთან ერთი კლინიკა იყო — კამარა, რომელიც ამ მიმართულებით კურსებს აკეთებდა და ხელმისაწვდომი არ იყო ყველასთვის, მაგრამ, ამ განცხადების შემდეგ, მოთხოვნა გაიზარდა და გადავწყვიტეთ, სხვა ცენტრებიც წაგვეხალისებინა, რომ ეს სერვისი დაენერგათ.
ამისთვის შეიქმნა მენტალ ჰაბი, სადაც პაციენტი ასევე უფასოდ იღებს ამ ტიპის თერაპიას.
მენტალური ჯანმრთელობის მიმართულებით ერთი საინტერესო პროექტია, რომელიც დაგეგმილი არ იყო, ახლახან წამოვიწყეთ და ვახორციელებთ ერთობლივად. ესაა რეაბილიტაციის და თერაპიის კურსები უშუალოდ იმ მედპერსონალისთვის, რომელიც ჩართული იყო COVID-19-თან ბრძოლაში. ამ ხალხმა სერიოზული რამ გადალახა და მნიშვნელოვანია, რომ მცირედი დახმარების გაწევა მათთვის ჩვენც შეგვიძლია.
ელენე ბარამიძე
კამარას ფსიქოლოგი
ელენე ბარამიძე
საზოგადოების რეაქცია კამარას და ევროპაბეთის საერთო პროგრამაზე, თავდაპირველად, ორაზროვანი იყო. როგორ გაგრძელდა პროექტი და შეძელით თუ არა ნდობის მოპოვება?
ვფიქრობ, შევძელით საზოგადოების ნდობის მოპოვება, რადგან ნათელი გახდა რომ სასარგებლო საქმეს ვემსახურებით. ლუდომანია ჩვენი საზოგადოების აქტუალური პრობლემაა და სწორედ ევროპაბეთის პასუხისმგებლიანი თამაშის ფარგლებში ამ პრობლემასთან აქტიურად ბრძოლის საშუალება გვეძლევა.
როდის დაიწყეთ კურსები და რამდენი ბენეფიციარი გყავთ? რა სიხშირით იზრდება მათი რიცხვი?
ჯგუფური ფსიქოთერაპიის ინტენსიურ კურსი 2020 წლის თებერვალში დავიწყეთ და დღემდე წარმატებით მიმდინარეობს.
კურსზე 2 დღეში დარეგისტრირდა 40-ზე მეტი ადამიანი. ამ დროის განმავლობაში ჩატარდა ფსიქოთერაპიის 5 760 საათი.
ოთხი თერაპევტი ვმუშაობთ, შესაბამისად თითო ჯგუფს კვირაში ოთხი სეანსი უტარდება. პროგრამის დაწყებიდან დღემდე დაახლოებით 80 ბენეფიციარია ჩაწერილი. ზოგიერთმა მათგანმა უკვე დატოვა ჯგუფი, რადგან სასურველ შედეგს მიაღწია, ზოგიც კი მოგვიანებით შემოუერთდა პროცესს. თვეში შეიძლება დაახლოებით 5-დან 10-მდე ახალი ბენეფიციარი გვემატებოდეს.
მკურნალობის რა გზებს მიმართავთ?
ვმუშაობთ თერაპიის ინტეგრირებული ამერიკული მეთოდით. თერაპიის სქემა შეკრულია პროგრამულად და ის მოიცავს გეშტალთერაპიას, არტ-თერაპიას, კოგნიტურ-ბიჰევიორქლურ თერაპიასა და ფსიქოანალიტიკურ მიდგომას.
აკაკი ბურკაძე
ფსიქორეაბილიტაციის ცენტრის მენტალ ჰაბის დამფუძნებელი
აკაკი ბურკაძე
ცოტა ხნის წინ ვრცლად გვესაუბრეთ ფსიქიკური ჯანმრთელობის მნიშვნელობაზე კორონავირუსის დროს. მოგვიყევით, როგორ აგრძელებს მენტალ ჰაბი ფუნქციონირებას?
მენტალ ჰაბი წარმატებით აგრძელებს ფუნქციონირებას. პირველ ეტაპზე, როგორც დაგპირდით, ორი პროგრამა გამოვაცხადეთ — ლუდომანების რეაბილიტაციისთვის და COVID-19 თან მებრძოლი სამედიცინო პერსონალის მხარდაჭერისთვის. ბენეფიციარებთან მუშაობა, პროგრამების გამოცხადებიდან, მალევე დავიწყეთ. განაცხადები კი ყოველ დღე გვემატება. ეს ტენდენცია გვაფიქრებინებს, რომ მენტალ ჰაბი უკვე წარმოადგენს სივრცეს გარდაქმნებისთვის და საზოგადოებრივი ცვლილებების გამოწვევაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.
მსურს ხაზი გავუსვა იმასაც, რომ ეტაპობრივად სხვადასხვა სიახლეს შევთავაზებთ საზოგადოებას. ჩვენი გუნდი აგრძელებს მუშაობას ახალ პროგრამებზე, რომელთაც მალე დავაანონსებთ. უახლოეს მომავალში დავიწყებთ ცნობიერების ამაღლების კამპანიასაც. ჩვენი ორგანიზაციის ბაზაზე გაიმართება სალექციო კურსები, რომლებიც საინტერესო აქტივობებით იქნება დატვირთული.
რამდენი ბენეფიციარი ჰყავს ახლა მენტალ ჰაბს? მათ შორის, რამდენი ლუდომანი და რამდენი COVID-19-თან ბრძოლაში ჩართული ექიმია?
ამ ეტაპზე ლუდომანების პროგრამაში 15 ბენეფიციარია ჩართული, რომელთანაც უკვე დავიწყეთ მუშაობა. გარდა ამისა, დაჯავშნილია ადგილები, მათთვის ვინც ქალაქიდან არის გასული და უახლოეს პერიოდში ჩაერთვება პროგრამაში. რაც შეეხება სამედიცინო პერსონალის მხარდაჭერის პროგრამას, განაცხადები ძირითადად პირადი მომართვების საფუძველზე მივიღეთ და მუშაობის ინტენსივობის და მეთოდოლოგიის შეთანხმების პროცესში ვართ. ადრეც აღვნიშნე, რომ ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპი ჯანდაცვის თანამედროვე სტანდარტის დაცვაა, რისთვისაც პაციენტზე/კლიენტზე ორიენტირებულ მიდგომას ვთავაზობთ პროგრამებში ჩართულ ყველა პირს. ეს ერთი მხრივ, ახალისებს ბენეფიციართა უფლებებს და ზრდის მომსახურების ხარისხს, მეორე მხრივ კი დამატებით დროს მოითხოვს ჩვენგან.
როგორ განსხვავდება მათი მკურნალობის გზები და რა მთავარ გამოწვევებს აწყდებით?
ბენეფიციარებთან მუშაობის მეთოდებს პროგრამების მიხედვით ვერ დავყოფდი. ეს ინდივიდუალური შეთანხმების საგანია, თუმცა შეიძლება გამოიყოს საერთო ასპექტიც: მულტიდისციპლინურობა. მსგავსი მიდგომა სხვადასხვა პერსპექტივის ჩართვის შესაძლებლობას იძლევა და ეფექტურ შედეგზე გავყავართ.
რაც შეეხება გამოწვევებს, ჩვენთვის მთავარი ბარიერი სოციალური სტიგმაა. პირველი კითხვა, რომელსაც ბენეფიციარები გვისვამენ ანონიმურობის შენარჩუნებას უკავშირდება.
ამ დროს, ვხედავთ ორ ტენდენციას. ერთი მხრივ, ამ ადამიანებმა შეძლეს ნაბიჯის გადადგმა და ჩვენამდე მოსვლა. თუმცა, მეორე მხრივ, საზოგადოებაში არიან ისეთი პირები, რომელთაც სურთ ფსიქოლოგიური დახმარების მიღება, მაგრამ სოციალური სტიგმის გავლენით თავს იკავებენ. ყველას ვურჩევდი საკუთარ ჯანმრთელობაზე და ცხოვრების ხარისხზე ზრუნვას. დროულ მომართვიანობას შეუძლია შედეგებზე მარტივად გაგვიყვანოს, დაგვიანებული მომართვის დროს კი ორჯერ და სამჯერ მეტ დროს ვკარგავთ და შედეგის ეფექტურობაზეც ვერ ვახდენთ გავლენას, რიგ შემთხვევებში.
რამდენად დიდი იყო მომართვიანობა და როგორ შეარჩიეთ ბენეფიციარები?
მომართვიანობა დაანონსებიდან მეორე დღესვე დაიწყო და განაცხადებს უწყვეტ რეჟიმში, ამ დრომდე, ვიღებთ. თუმცა, დაკვირვებამ გვაჩვენა, რომ პოტენციურ ბენეფიციარებზე მეტად, ახლობლები აქტიურობენ. მათ დიდ ნაწილს სურს თამაშდამოკიდებული პირების მოყვანა. ჩვენ ვცდილობთ კომუნიკაციის სწორად წარმართვას და იმის ახსნას, რომ შედეგი კორელაციაშია არა ახლობლების ინიციატივასთან, არამედ უშუალოდ ინდივიდის სურვილთან და მონდომებასთან. შერჩევა სწორედ ამ ნიშნით ხდება. ამ ეტაპზე ადგილების პრობლემა არ გვაქვს და ჩვენი რესურსი საკმარისია იმისათვის, რომ დიდ ნაკადს გავუმკლავდეთ.
პასუხისმგებლიანი თამაშის პოლიტიკის ფარგლებში ევროპაბეთმა არამხოლოდ მენტალური ჯანმრთელობის ხელშეწყობისთვის პროგრამების განხორციელება დაიწყო, არამედ უკვე 8 თვეა, უარს ამბობს გარე რეკლამის განთავსებაზეც. გარდა ამისა, ევროპაბეთი აქტიურად მუშაობს, რომ ინტერნეტ რეკლამა ასაკობრივი შეზღუდვით გამოვიდეს და მხოლოდ და მხოლოდ მიზნობრივი აუდიტორია დაფაროს. საიტზე დამატებული ერთ-ერთი ინსტრუმენტი, "დროის კონტროლი" კი მოთამაშეს აცნობებს, რამდენი ხანი დაჰყო საიტზე და სურს თუ არა თამაშის გაგრძელება — ეს მესიჯი მას რეალობაში აბრუნებს და ახსენებს, რომ თამაში მხოლოდ სიამოვნებისთვისაა.
-
კობა ფარტენაძის დაჭრის მუქარასა და ძალადობაში ბრალდებული პირები 7 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს კობა ფარტენაძის დაჭრის მუქარასა და ძალადობაში ბრალდებული პირები 7 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
გადახედვა
-
ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროკავშირს 2008 წლის ომის მე-18 წლისთავზე ღია წერილით მიმართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროკავშირს 2008 წლის ომის მე-18 წლისთავზე ღია წერილით მიმართავენ
გადახედვა
-
დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ
გადახედვა
-
ირაომ შინაური ცხოველების დაზღვევა განაახლა — მომხმარებელისთვის კიდევ უფრო მოქნილი პირობებით ირაომ შინაური ცხოველების დაზღვევა განაახლა — მომხმარებელისთვის კიდევ უფრო მოქნილი პირობებით
-
პროკრედიტ ბანკისა და EBRD-ის მხარდაჭერით სქაიტელი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის პროკრედიტ ბანკისა და EBRD-ის მხარდაჭერით სქაიტელი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის
-
"ჩვენ არ შეგვიტანია, ბიზნესმა შეიტანა" — ირაკლი კობახიძემ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა დაადასტურა "ჩვენ არ შეგვიტანია, ბიზნესმა შეიტანა" — ირაკლი კობახიძემ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა დაადასტურა
გადახედვა
-
უნდა შევწყვიტოთ თუ არა თითების ტკაცუნი? უნდა შევწყვიტოთ თუ არა თითების ტკაცუნი?
გადახედვა
-
Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა
გადახედვა
-
თბილისის თავისუფალი ზონა ახალი მმართველობის პირობებში — ინდუსტრიალიზაციის სამი წელი თბილისის თავისუფალი ზონა ახალი მმართველობის პირობებში — ინდუსტრიალიზაციის სამი წელი
-
ირაკლი კობახიძე: არ უნდა დავუშვათ, რომ გლობალური ომის პარტიის, რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნის, გეგმა ხალხთა შორის მტრობის საფუძველი გახდეს ირაკლი კობახიძე: არ უნდა დავუშვათ, რომ გლობალური ომის პარტიის, რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნის, გეგმა ხალხთა შორის მტრობის საფუძველი გახდეს
გადახედვა
-
ქვიზი: აბუდელაურის რომელი ტბა ხარ? ქვიზი: აბუდელაურის რომელი ტბა ხარ?
-
ტარიელ კაკაბაძე: "ვერსია, თითქოს მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე, რაც უფრო მეტად მივდივართ წინ, მით მეტად გამოირიცხება" ტარიელ კაკაბაძე: "ვერსია, თითქოს მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე, რაც უფრო მეტად მივდივართ წინ, მით მეტად გამოირიცხება"
გადახედვა
-
კაცი, რომელიც სარეკლამო ბანერში ცხოვრობს — რისი თქმა სურს Netflix-ს? კაცი, რომელიც სარეკლამო ბანერში ცხოვრობს — რისი თქმა სურს Netflix-ს?
გადახედვა
-
ასტრონომებმა სამყაროს უდიდესი 2D რუკა შექმნეს, რომელიც 4 მილიარდამდე ობიექტს მოიცავს ასტრონომებმა სამყაროს უდიდესი 2D რუკა შექმნეს, რომელიც 4 მილიარდამდე ობიექტს მოიცავს
გადახედვა
-
მერიამ რუსთაველის გამზირის კონტრაქტორი კომპანია "სმარტ სოლუშენსი" სამუშაოების 24-საათიან რეჟიმში შეუსრულებლობის გამო დააჯარიმა მერიამ რუსთაველის გამზირის კონტრაქტორი კომპანია "სმარტ სოლუშენსი" სამუშაოების 24-საათიან რეჟიმში შეუსრულებლობის გამო დააჯარიმა
გადახედვა
-
ქუთაისსა და წყალტუბოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონი" ამოიღეს — დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე ქუთაისსა და წყალტუბოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონი" ამოიღეს — დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე
გადახედვა
-
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
-
სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება? სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება?
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი: ერთიანობით, სტრატეგიული მოთმინებით, სიბრძნითა და შრომით ჩვენი სამშობლო აუცილებლად მიაღწევს თავის დიდგორს მიხეილ ყაველაშვილი: ერთიანობით, სტრატეგიული მოთმინებით, სიბრძნითა და შრომით ჩვენი სამშობლო აუცილებლად მიაღწევს თავის დიდგორს
გადახედვა
-
ჭადრაკის ახალი ტალღა — ფოთი, ქალაქი რომელიც თავად იქცა თამაშის ნაწილად ჭადრაკის ახალი ტალღა — ფოთი, ქალაქი რომელიც თავად იქცა თამაშის ნაწილად
-
ნანგრევებიდან გაგონილმა ჩურჩულის ხმამ ჩვილის სიცოცხლე გადაარჩინა — რა ხდება კოლუმბიაში ნანგრევებიდან გაგონილმა ჩურჩულის ხმამ ჩვილის სიცოცხლე გადაარჩინა — რა ხდება კოლუმბიაში
გადახედვა
კომენტარები