მოისმინეთ სიმღერა, რომლითაც Nini Iris-ს ევროვიზიაზე საქართველოს წარდგენა სურდა (ვიდეო)
ფოტო: The Voice / NBC
აშშ-ში მოღვაწე ქართველმა მომღერალმა ნინი ბრეგვაძემ, რომელსაც სასცენო სახელით Nini Iris იცნობენ, ახალი სინგლი Release Me (ინგლ. "გამიშვი") გამოუშვა. ეს სწორედ ის სიმღერაა, რომლითაც ნინის 2025 წლის ევროვიზიაზე საქართველოს წარდგენა სურდა. მუსიკოსმა კომპოზიცია საზოგადოებრივ მაუწყებელს გაუგზავნა, მაგრამ არხმა კიდევ ათობით სხვა კანდიდატურას შორის არჩევანი მარიამ შენგელიაზე შეაჩერა, რომელიც წლევანდელ ევროფესტივალზე სიმღერით Freedom წარდგება.
რაც შეეხება Release Me-ს, ნინიმ სიმღერის გამოსვლა მარტში დააანონსა. ქართველმა მუსიკოსმა მაშინ მოკლე ვიდეომიმართვაც გაავრცელა და კომპოზიციის მნიშვნელობა ახსნა — გულგატეხილობის დაძლევაზეაო.
ნინიმ თავის ფანებს იანვარში შეატყობინა, რომ წლევანდელ ევროფესტივალზე საქართველოს სახელით მონაწილეობა სურდა. იგი კონკურსის ქართველი გულშემატკივრების მთავარ ფავორიტადაც მოიაზრებოდა. მომღერლის თქმით, როცა სიმღერა საზმაუს გაუგზავნა, მათ ასევე აცნობა, რომ მზად იყო, სხვა კომპოზიცია დაეწერა ან მიმართულება შეეცვალა.
პირველი არხის შერჩეული საევროვიზიო სიმღერა კი ფანების რეიტინგში ამ დრომდე ბოლო, 37-ე ადგილს იკავებს. არცთუ სახარბიელო პროგნოზი აქვთ ბუქმეიკერებსაც — მარიამ შენგელია მეორე ნახევარფინალის მონაწილეებს შორის აქაც ბოლო პოზიციაზეა ფინალში გადასვლის მხოლოდ 17%-იანი შანსით.
- მოისმინეთ სიმღერა, რომლითაც საქართველო ევროვიზია 2025-ზე წარდგება (ვიდეო)
- როგორ შეირჩა საქართველოს საევროვიზიო სიმღერა და ვინაა მისი ავტორი
Nini Iris-ის წარმატების გზა
ფოტო: NBC
Nini Iris მსოფლიო მასშტაბით 2023 წელს გაიცნეს, როცა მან ამერიკულ ვოისში მიიღო მონაწილეობა. "ბრმა ქასთინგზე" სიმღერის შესრულების შემდეგ, ნინის ოთხივე მწვრთნელი ოვაციებით შემოუტრიალდა. ირლანდიელმა პოპვარსკვლავმა ნაილ ჰორანმა, რომელიც ნინიმ მოგვიანებით თავის მენტორად აირჩია, ქართველ მუსიკოსს "პოტენციური გამარჯვებული" უწოდა. Nini Iris პროექტს ნახევარფინალიდან გამოეთიშა, მაგრამ მან ამერიკელი ტელემაყურებლის დიდი მხარდაჭერა დაიმსახურა.
ნინი ბრეგვაძე საქართველოდან ნიუ-იორკში საცხოვრებლად და მუსიკალური კარიერის გასაგრძელებლად 2016 წელს გადავიდა. მუსიკოსის თქმით, უცხო ქვეყანაში თავის დასამკვიდრებლად გრძელი და რთული გზა გაიარა.
მანამდე, 2015 წელს, 18 წლის მომღერალი ქართული X ფაქტორის მეორე სეზონში გამოჩნდა და კონკურსის ფინალისტიც გახდა. გამორჩეული ვოკალური შესაძლებლობების მქონე მუსიკოსმა, რომელიც, ამავდროულად, ცეკვავდა და რეპავდა, მეგაშოუს ჟიური და მაყურებელი ერთნაირად აღაფრთოვანა.
Release Me-ს გარდა, ნინის გამოშვებული აქვს სამი სინგლი: Rhythm Of My Heartbeat (2019), Fade Away (2022) და Psycho (2024).
თუ მუსიკა შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ამ თემაზე მეტის გაგება გინდა, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი სიმღერაც და...
-
NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი
გადახედვა
-
საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა
გადახედვა
-
როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს
-
თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს" თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს"
გადახედვა
-
ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა
გადახედვა
-
მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს
გადახედვა
-
მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა
გადახედვა
-
თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
-
"გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე "გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ" ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ"
გადახედვა
-
მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა
გადახედვა
-
როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით
გადახედვა
-
დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა
გადახედვა
-
CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია
გადახედვა
-
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
-
ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია
გადახედვა
-
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა
-
ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
კომენტარები